x
image
ვიზა კოხაძე
ანტვერპენში ბანკის ძარცვისთვის ქართველი მამაკაცი დააკავეს ( + ფოტოები )

imageბელგიის ქალაქ ანტვერპენში ქურდმა მძარცველებმა მოახერხეს მსოფლიო ბაზარზე ყველაზე დიდი ალმასების შემნახველი ბანკის "BNP Paribas Fortis Bank"- სარდაფში და შემდეგ კი სეიფში შეღწევა კანალიზაციის სისტემით. მათ შეძლეს 30 - ზე მეტი სეიფის გატეხვა. კანალიზაციის ჭებში ჩამდინარე წყლების გამწმენდი ფირმის მუშაკები გაოცებას ვერ მალავენ, თუ როგორ მოახერხეს "დახვეწილმა და მოქნილმა" ქურდებმა ამ ვიწრო გვირაბში შეღწევა, რომლის სიგანე 80 სანტიმეტრია და მილების სიგრძე კი 1, 3 მეტრი.imageimageიქ მძარცველები აშკარად იძულებულნი იქნებოდნენ საკუთარი კუჭნალავისთვის მიეხედათ, რადგან თუ გვირაბში ჩაძრომის დროს წვიმის შემთხვევაში მძარცველები აუცილებლად დაიხრჩობოდნენ.ინჟინერი ელსი ლიკენსი აცხადებს: - " არც კი ვიცი ცოცხლები როგორ გამოძვრნენ ამ ვიწრო ხვრელიდან".გამტაცებლებმა გაქცევა მოახერხეს, მაგრამ ადგილზე გვირაბში ხელსაწყოები დარჩათ.აღსანიშნავია, რომ 20 - 30 საბანკო სეიფში ბრილიანტები, ალმასები და სხვა ძვირფასეულობა ინახებოდა.ცნობისათვის, ანტვერპენი გახლავთ გლობალური ალმასის ვაჭრობის უდიდესი ცენტრი.დღეს ბელგიის პოლიციამ დაადასტურა ერთი ეჭვმიტანილის შესახებ, რომ დააკავეს 27 წლის ახალგაზრდა მამაკაცი საქართველოს მოქალაქე.ბანკის ხელმძღვანელობა ამ დრომდე ვერ ასახელებს ზუსტ ციფრს, თუ რა რაოდენობის და რა თანხის ძვირფასეულობაა გატანილი ბანკიდან, თუმცა ადმინისტრაციამ მოახერხა კლიენტებთან შეხვედრა და გააცნო მათ ბანკში მომხდარი ძარცვის დეტალები.imageimage ბანკის კლიენტებს აინტერესებდათ გახდნენ თუ არა ყაჩაღობის მსხვერპლი, მაგრამ ამის შესახებ მათ ეს ინფორმაცია არ მისცეს.როგორც წყარო წერს, ბანკის კლიენტებს შორის ბევრი ებრაელი და ინდოელი დილერები არიან. ბანკი მდებარეობს ანტვერპენის "ალმასების კვარტალში".imageimageimageმათ ორი გვირაბი გაიყვანეს და მათ შორის პირველი 4 მეტრი მძარცველებმა სახლის სარდაფში გათხარეს, რომელიც ბანკის შენობიდან 400 მეტრში მდებარეობს."BNP Paribas Fortis" არის საერთაშორისო ბანკი ბელგიაში და "BNP Paribas"- ის შვილობილი კომპანიაა.






0
122
6-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
122
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0