x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ირანში ძაღლთან ერთად სეირნობა დასჯადი ხდება
ძაღლები

მალე ირანში ძაღლთან ერთად თუ ისეირნებთ, თქვენ შესაძლოა, დაგაპატიმრონ.


"ძაღლის დანახვა მოსახლეობაში პანიკას იწვევს და ამიტომ უნდა ავუკრძალოთ ადამიანებს ძაღლებთან ერთად ქუჩაში გამოჩენა, " განაცხადა თეირანის პოლიციის შეფმა, ჰუსეინ რაჰიმიმ პრესასთან საუბრისას.


ისლამი შინაურ ცხოველებს "უწმინდურებად" მოიხსენიებს. ამიტომ ირანულმა სახელმწიფომ, რომელიც ისლამურ დოგმებს ეფუძნება, არაერთხელ სცადა, აეკრძალა შინაური ცხოველების მომრავლება, თუმცა უშედეგოდ.



ირანის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ახალი აკრძალვა ხელს შეუწყობს... შინაური ცხოველების გაქრობას.


გარდა ძაღლებთან ერთად სეირნობისა, აკრძალვას დაექვემდებარება ასევე აღნიშნული შინაური ცხოველის გადაყვანა ავტომანქანის ან სხვა სატრანსპორტო საშუალების მეშვეობით. ანუ, თუ ირანში ცხოვრობთ და თქვენი ოთხფეხა მეგობარი ავად გახდა, ვეტერინარულ კლინიკაში მას თავისუფლად ვეღარ წაიყვანთ, ხოლო თუ მაინც გარისკავთ და წაიყვანთ, თქვენ კრიმინალად გამოგაცხადებენ.


თუმცა დადებითი ის არის, რომ ირანში ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ადამიანი გამოხატავს მზადყოფნას, იყოლიოს შინაური ცხოველები.


ირანში ვეტერინარული კლინიკების რაოდენობაც წლიდან წლამდე იზრდება.


ჩანს, ცოცხალი არსებების მიმართ სიყვარულის და ადამიანთა მოდგმის მორალური პროგრესის შეჩერება თვით უსასტიკესი რეჟიმის პირობებშიც შეუძლებელია.

0
85
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0