x
image
Yoona
Mediator image
ავანტურინი: ქვის თვისება და ვის მოუტანს წარმატებას ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ავანტურინი ძალიან ლამაზი მინერალია, რომელიც განსაკუთრებულ თვისებებს ფლობს. დღეს გიამბობთ, როდის ღირს მისი გამოყენება და რომელ ზოდიაქოს ნიშანს მოუტანს წარმატებს.


ენერგეტიკული განსაკუთრებულობა და ავანტურინის თვისება

ქვა ძალიან ლამაზია, მას ბევრი პატარა ლაქა აქვს, რომელიც მომხიბვლელობას მატებს. ძირითადად, ასეთი ლაქები ცისფერი და ალუბლისფერია. სრულიად შავი ქვებიც არსებობს, რომელზეც ნათელი წერტილები ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოსდა კოსმოსში იყურებით.


ბევრი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ავანტურინს დაგროვებითი ეფექტი აქვს. თუ მას დიდი ხნის განმავლობაში ატარებთ, მისი მოქმედების შედეგს ერთი დღიდან ერთ კვირაში ნახავთ, რაც ადამიანის ენერგეტიკულ ძალაზეა დამოკიდებული.



image

ქვა ადამიანის აუარაზე დადებით გავლენას ახდენს. სხვა ქვებს იდეალურად ერწყმის და გარშემომყოფებზე პოზიტიურად მოქმედებს. ქვა უფრო ქალურია, ვიდრე მამაკაცური, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი ტარება მამაკაცებს არ შეუძლიათ. სატარებლად ყველაზე კარგი ადგილი გულმკერდია. სწორედ აქ, ქვა აქტიურდება.

ქვა განწყობას აუმჯობესებს, სტრესს აქრობს და შემოქმედებით პიროვნებებს ეხმარება. ავანტურინი ადამიანს არაორდინალური გადაწყვეტილების მიღებაში, რთული სიტუაციიდან მარტივად გამოსვლაში ეხმარება. ადამიანის ცხოვრებას ბევრად უფრო ნათელს და სასიამოვნოს ხდის. ადამიანი სასურველის მიღწევას ფიქრის ძალით აღწევს, რადგან ნეგატიურ საწყისებს იშორებს.

ავანტურინი იდუმალებით მოცულია, საკმაოდ უჩვეულოდ მოქმედებს, შეიძლება თავგადასავლები მოგანიჭოთ, რომლებიც ცხოვრებისეულ გამოცდილებას შეგძენთ.

ბიოენერგეტიკის სფეროში მომუშავე სპეციალისტები გირჩევენ, ქვა ზოგჯერ მოიხსნათ და „დაასვენოთ“. სასურველია სავსემთვარეობამდე ერთი დღით ადრე ასე მოიქცეთ, მთვარის დაკლების დაწყებისას გაიკეთოთ.


რომელ ზოდიაქოს ნიშანს შეესაბამება ავანტურინი

image

ავანტურინი ყველას შეესაბამება, მაგრამ სხვადასხვა საფეხურით. ყველაზე მეტად ეხმარება თევზებს, კუროს, ქალწულს, ლომს, ტყუპებს, მერწყულს, მშვილდოსანს და სასწორს. მათ გამოხატული შემოქმედებითი უნარი აქვთ, ასევე სწრაფად გადაღლა ახასიათებთ. ავანტურინის თვისებები მათ აუცილებლად სჭირდებათ.

სხვა ზოდიაქოს ნიშნებსაც ბევრ პოზიტივს მოუტანს. თხის რქას ის შემოქმედებითი პოტენციალის ასამაღლებლად სჭირდება, ვერძს სიმშვიდის და განწყობის გასაუმჯობესებლად, თევზებს განწყობის და თავდაჯერებულობის გასაზრდელად, მორიელის ნეგატიური ფიქრების თავიდან ასაცილებლად.

აღსანიშნავია, რომ ავანტურინი ადამიანის მეექვსე გრძნობაზე კარგ გავლენას ახდენს.


ასევე დაგაინტერესებთ:

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი: 4 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც ბევრი შესაძლებლობა ექნებათ


ტოპ 3 ყველაზე კონფლიქტური და ბოროტი ზოდიაქოს ნიშანი: ვის უნდა უფრთხილდეთ?


6 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც ყველაზე ძლიერი ინტუიცია აქვთ და ადამიანებს წიგნივით კითხულობენ


ზოდიაქოს ყველაზე ცუდი ნიშანი ასტროლოგების აზრით


5 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც სიყვარული არ შეუძლიათ


რითი ხიბლავთ ადამიანებს, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით


რომელ ასაკში იპოვით ნამდვილ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით


3 ზოდიაქოს ნიშანი მამაკაცებს შორის, რომლებიც სერიოზული ურთიერთობისთვის პრაქტიკულად არ გამოგადგებათ


უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი



0
932
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
932
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0