x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135706
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510089
საქართველო - ჩოთქის სამშობლო?
საქართველოში, დმანისის მახლობლად, სოფელ ვაკეში ყველაზე ძველი ჩოთქი აღმოაჩინეს. ჩოთქი თარიღდება ძვ.წ. 8500-9000 წლით. ეს, ერთი შეხედვით უმნიშვნელო აღმოჩენა ჩვენ გვიქმნის წარმოდგენას იმდროინდელი ქართველების ცხოვრების დონეზე. არქეოლოგი და აკადემიკოსი - ირადიონ გაფრინდაშვილი, რომელმაც ეს ჩოთქი აღმოაჩინა, ამბობს, რომ ამ ადგილას ჩოთქის წარმოება და მისი გამოყენება მიუთითებს, რომ იმდროინდელ ქართველებს სხვა საზრუნავი აღარ ჰქონდათ და უკვე ჩოთქებსაც კი აწარმოებდნენ. აკადემიკოსი საუბრის დროს გვეუბნება - "იცი რა, ჩემო კარგო, წარმოიდგინე, ქრისტეშობამდე 8500-9000 წელია და ადამიანები თავს უფლებას აძლევენ აწარმოონ ჩოთქები. იმდროინდელი ადამიანის მოთხოვნილებები იმდენად მწირი იყო, რომ ჩოთქი შეგვიძლია ჩავთვალოთ მაღალტექნელოგიურ ფუფუნების საგნად, დაახლოებით ისეთად, როგორიც დღეს არის ტესლას უპილოტო ელექტრომობილი. თუმცა, შესაძლოა ჩოთქის კულტთანაც გვქონდეს საქმე, ვინაიდან ჩვენ ვიპოვეთ კედელზე გრავირებული ჩოთქის გამოსახულებები".
აღსანიშნავია, რომ აქამდე ყველაზე ძველი ჩოთქი აღმოჩენილი იყო ჩინეთში - იმპერატორ ვუ-ლინ ჩანის სამარხში, რომელიც 5400 წლით თარიღდება. სწორედ ჩინეთი მიიჩნეოდა აქამდე ჩოთქის სამშობლოდ, თუმცა, ჩინეთს ეს ტიტული პრაქტიკულად უკვე ჩამოართვა საქართველომ.


ფოტომასალა

1 - ძველი ქართული ჩოთქი.

2 - ჩოთქის კულტის სავარაუდო მტკიცებულება, ფილაზე გრავირებული ჩოთქი


3 - ძველი ქართული ჩოთქი (ზემოდან)

4 - პროფესორი ირადიონ გაფრინდაშვილი

ჩოთქის კულტიძველი ქართული ჩოთქი (ზემოდან)პროფესორ აკადემიკოსი,  არქეოლოგი ირადიონ გაფრინდაშვილი



განსხვავებით ჩინური - ვეფხვის ძვლისგან დამზადებული ჩოთქისგან, ჩვენი, ქართული ჩოთქი თიხით მზადდებოდა და ცხენის ძუა ჰქონდა მიმაგრებული. ჩოთქი გარეგნულად ძალიან ჰგავდა აგურს მისი ფორმის და დამზადების ტექნიკით, თუმცა იყო შედარებით პატარა. იმდროინდელი ჩოთქების ზომები შვიდიდან ათ სანტიმეტრამდე მერყეობდა. ათ სანტიმეტრიანია ბოლოს აღმოჩენილი ჩოთქი უძველესი დათარიღებით. ასევე, შეინიშნება, სავარაუდოდ ჩოთქის კულტი, რაც გამოიხატება კედლებზე გრავირებული ჩოთქის გამოსახულებებით.
"იმედია, იმის შემდეგ, რაც ჩინელებს ჯერ თაფლის და შემდეგ ჩოთქის სამშობლოს სტატუსები ჩამოვართვით, ისინი არ გაგვიბრაზდებიან და თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებას არ გაგვიუქმებენ" აცხადებს არქეოლოგი და აკადემიკოსი ირადიონ გაფრინდაშვილი.


სამწუხაროდ, აღმოჩენილ ჩოთქს ძუები აღარ შერჩა და მხოლოდ მათი იქ არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება გვაქვს, თუმცა, შეგვიძლია დაველოდოთ სტატიას, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ცნობილ არქეოლოგიურ ჟურნალში Archeology -შო დაანონსდა და რომელიც სწორედ ძველ ქართულ ჩოთქებს შეეხება. ამ სტატიაში ჩვენ ჩვენებური ჩოთქის რეკონსტრუქციასაც ვიხილავთ.

4
138
1-ს მოსწონს
ავტორი:ვახტანგ დავითაშვილი
ვახტანგ დავითაშვილი
138
  
2019, 8 თებერვალი, 22:06
ჰოდა რა უბედურებაა ეს "ჩოთქი" და "ჩოთქი"? :(
2019, 8 თებერვალი, 19:00
ჯაგრისი :))
2019, 8 თებერვალი, 18:51
ჩოთქი ვერ გავიგე, რა არის..იქნებ განმიმარტოთ.
2019, 8 თებერვალი, 18:14
უმნიშვნელო კი არა ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენაა. და კიდევ მეტი აღმოჩენა გაკეთდება მომავალში ჩვენთან.
0 1 4