x
image
დავითი ჩუთლაშვილი
უცნაური არსება, რომელიც საკუთარ ტვინს ჭამს
"მოძრაობა გააკეთეთ! გააკეთეთ მოძრაობა, ბიჭო!"


თემურ ქეცბაია

ასციდიები

ასციდია (ლათ. Ascidiae ან Ascidiacea) არის ზღვის უხერხემლო ცხოველი, რომლის სხეული მოთავსებულია განსაკუთრებულ გარსში – ტუნიკაში. ასციდიების უმეტესობა მიმაგრებულია სუბსტრატზე, ზოგი კი – თავისუფლად დაცურავს. ეს არსებები ჰერმაფროდიტები (ორმაგი სქესის მქონეები) არიან და გადაწვენით მრავლდებიან.



ახალგაზრდა ასციდია ზღვაში დაცურავს და პლანქტონით იკვებება. მაგრამ როცა ბერდება, ცხოვრების უმოძრაო წესს ამჯობინებს. ამ დროს ის ზღვის ფსკერზე ჩადის და ხევდება.


და ამ პერიოდში ხდება ყველაზე უჩვეულო და გამაოგნებელი რაღაც, რასაც ანალოგი არ მოეძებნება დედამიწაზე მობინადრე ცხოველთა სამყაროში: ასციდია საკუთარ ტვინს (დიახ, სწორად წაიკითხეთ, საკუთარ ტვინს!) გამოყოფს და... ჭამს.


გარდა ამისა, ასციდიები ხანდახან ერთმანეთის ტვინებსაც ჭამენ.


ასე რომ, ასციდიებისთვის გამოთქმებს "ტვინი შემეჭამა" ან "აუ, რა ტვინს მიჭამ, ძმაო" სულაც არ აქვს გადატანითი მნიშვნელობა.


ასციდიების მიერ საკუთარი და ერთმანეთის ტვინების შეჭმა არის ნათელი დადასტურება იმისა, თუ სადამდე შეიძლება მიიყვანოს ცოცხალი არსება ცხოვრების უძრავმა წესმა.


“მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი…"

0
136
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0