![ადამიანთა ქცევის ანალიზის
საიდუმლოება image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201902/2019020112290718715.jpg)
1. ნუ დაიჭერთ ნივთებს თქვენი სხეულის წინ – ყავის ჭიქა, რვეული,
ხელჩანთა და ა.შ. ნივთების სხეულის წინ დაჭერა სიმორცხვის ნიშანია, თითქოს
ცდილობთ, ამ ნივთის უკან დაიმალოთ და განცალკევდეთ სხვებისაგან. შეეცადეთ, ნივთები სხეულის გვერდით ატაროთ და არა წინ.
2. საათზე ყურება და საკუთარი ფრჩხილების შემომება – ეს მოწყენის აშკარა
ნიშანია. არასოდეს დახედოთ საათს, როდესაც ვინმეს ესაუბრებით. ასევე, თავი
აარიდეთ ფრჩხილებზე ყურებასაც.
3. ნუ მოიშორებთ ბუსუსებს ტანსაცმლიდან – თუ ამას საუბრისას აკეთებთ, და
თან იატაკისკენ გაქვთ მზერა მიმართული, მოსაუბრე დაასკვნის, რომ თქვენ
ანარ ემხრობით მის იდეებს, ან გეძნელებათ მისთვის გულწრფელი პასუხის
გაცემა.
4. ნიკაპზე ხელის მოსმა ვინმესთან საუბრისას – “მე შენ განგსჯი!”
ადამიანები ხშირად ისვამენ ხელს გადაყვეტილების მიღებისას. თუ ამავე დროს
ვიღაცას უყურებთ, მათ შეიძლება დაასკვნან, რომ მათ განსჯით ამავდროულად.
5. თვალების დავიწროვება _ თუ გინდათ, რომ ვინმეს აგრძნობინოთ, რომ არ
მოგწონთ ის ან მისი იდეა, თვალები დაავიროვეთ მისი ყურებისას. ოდნავი
თვალების დავიწროვება ინსტიქტური, უნივერსალური გამომეტყველებაა ბრაზის
გამოსახატად ცხოველთა სამყაროს სხვადასხვა სახეობებში (ვეფხვი, ძაღლი და
ა.შ.) ზოგიერთი ადამიანი შეცდომით თვალებს ავიწროვებს საუბრისას იმის
საჩვენებლად, რომ ფიქრობს. ნუ შეიყვანთ ადამიანებს შეცდომაში, ნუ
დაავიწროვებთ თვალებს.
6. ძალიან ახლოს დოგმა – ეს ადამიანებს დისცომფორტს აგრძნობინებს.
ადამიანები თავის საკუთარ სივრცედ აღიქვავენ დაახლოვებით 1.20მ სივრცეს
სხეულის გარშემო. ამ სივრცის დარღვევა მხოლოდ ახლო მეგობრების და ინტიმური
პარტნიორების შემთხვევაში შეიძლება.
7. სხვების გარემოცვაში ქვემოთ ყურება – ჩვეულებრივ ეს უინტერესობის
ნიშანია. ხანდახან ეს აღიქმება, როგორც ქედმაღლობის ნიშანი. ყოველთვის
შეეცადეთ პირდაპირ იყუროთ. თვალებით კონტაქტი ადამიანებთან აუცილებელია.
8. სახის შეხება საუბრისას – სახის შეხება, და განსაკუთრებით ცხვირისა,
ჩვეულებრივ ტყუილის ნიშნად აღიქმება. პირის ხელით გადაფარვაც ტყუილის
გადასაფარი ბუნებრივი ჟესტიკულაციაა. შაუბრისას ყოველთვის შორს გეჭიროთ
ხელები სახისგან.
9. ყალბი ღიმილი – ესეც ტყუილის ნიშანია. ბუნებრივი ღიმილი თვალის
კუთხეებს ანაოჭებსდა მთელი სახის გამომეტყველებას ცვლის. ყალბ ღიმილში
მხოლოდ პირი და ტუჩებია ჩართული. ამ ორის გარჩევა ძალიან ადვილია. ნუ
დააძალებთ საკუთარ თავს გაღიმებას ... თუ ეს კამერისთვის არ გჭირდებათ.
10. თქვენთვის მოსაწონი ადამიანებისგან გაწევა სხეულის გადახრით – ეს
მოწყენის ად უინტერესობის ნიშანია. ეს შეიძლება აღქმულ იქნას ასევე, როგორც
“მე შენ არ მომონხარ”. ჩვეულებრივ ადამიანები ცდილობენ ახლოს მიიწიონ იმ
ადამიანებთან, რომლებიც მოწონთ, და პირიქით, თავი შორს უჭირავთ მათგან,
ვინც არ მოწონთ. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია სუფრასთან ჯდომის დროს. ასე
რომ, თუ შორს გაიწევით მისგან, ვინც მოგწონთ, ამით არასწორ შეტყობინებას
აგზავნით.
11. ხელების თავქვეშ ან თეძოებზე მოთავსება – ჩვეულებრივ აღიქმება,
როგორც ამპარტავნების ნიშანი. მხოლოდ ახლობლებთან შეიძლება ამგვარი ხელის
მოძრაობის გამოყენება.
12. თანამოსაუბრისთვის სახეში პირდაპირ ყურების თავიდან არიდება – ეს
გარკვეულ დისკომფორტს ან ინტერესის ნაკლებობას აღნიშნავს. ღოდესაც ხალისით
ვერთვებით ადამიანებთან საუბარში, ჩვენი ფეხები და ტორსი მათ პირისპირ
მდებარეობს. როდესაც თანამოსაუბრე არც ისე მოგვწონს, ან თუ საუბარი დიდად
არ გვაინტერესებს, ჩვენი ფეხები და ტორსი სხვა მხარეს არის მიმართული. თუ
გინდათ, რომ საუბრით გულწრფელად დაინრტერესებულის შთაბეჭდილება დატოვოთ,
თანამოსაუბრის პირდაპირ მოთავსდით.
13. მკლავების გადაჯვარედინება – თავდაცვის ნიშანია. ძოგმა შეიძლება ეს
ეგოტიზმის ნიშნადაც აღიქვას. შეეცადეთ ხელები გვერდზე დაშვებული გქონდეთ.
14. მოშვენული, მოდუნებული პოზა – თუ თქვენ საქმიან და საზოგადოებრივად
აქტიურ გარემოში ხართ, თქვენი პოზა ეუბნება სხვებს, თუ როგორ უნდა
მოგექცნენ ისინი. თქვენმა პოზამ შეიძლება უზარმაზარი განსხვავებები
გამოიწვიოს ადამიანების თქვენს მიმართ დამოკიდებულებაში. თერფები
ერთმანეთისგან კომფორტული მანძილით დააცილეთ, მხრები გამართეთ, თავი მაღლა,
ადამიანებს მიესალმეთ თვალებში პირდაპირი შეხედვით და მტკიცე ხელის
ჩამორთმევით.
15. კეფის და კისრის მოფხანა – ეს ეჭვის და დაუწმუნებლობის ტიპიური
ნიშანია. ასევე ეს შეიძლება მიიღონ, როგორც ტყუილის ნიშანი. შეეცადეთ
საუბრისას ხელები თავისგან შორს გეჭიროთ.
16. პერანგის საყელოს წვალება – ეს ძალიან თვალშისაცემი ნიშანია იმისი,
რომ ძალიან დიდ დისკომფორტს განიცდით ან ნერვიულობთ. შეეცადეთ, ხელები
აკონტროლოთ.
17. ჩამოყრილი მხრები – დაბალი თვითშეფასების ნიშანია. ადამიანები
გამართულ მხრებს მაღალ თვითშეფასებასთან აიგივებენ. გაიმართეთ, ასე
თავდაჯერებულის შეხედულება კი არ მოგეცემათ მხოლოდ, თავდაჯერებულობაც
მოგემატებათ.
18. თვალების ხშირი ხამხამი – მღელვარების ნიშანია. ზოგი ადამიანი
მართლაც ძალიან სწრაფად ახამხამებს თვალებს, როდესაც ნერვიულობს. რადგან
ურთიერთობა თვალებით კონტაქტს გულისხლობს, ეს ადვილად შესამჩნევი ხდება.
გააკონტროლეთ თქვენი თვალები, განსაკუთრებით თუ თქვენ ახლო მანძილიდან
გიყურებენ.
19. გინეტალიებთან ახლოს გადაჯვარედინებული ხელები – ეს გარანტიაა, რომ
თქვენ დაკარგავთ ისე, რომ ხმის ამოღებასაც ვერ მოასწრებთ. ადამიანები,
რომლებიც ნერვიულობენ, გაუცნობიერებლად იღებენ ხოლმე თავდაცვით პოზას.
ხშირად ისინი იცავენ მათ ყველაზე დაუცველ ადგილებს. ეს პოზა თქვენ მხრებს
წინ წამოწევს და მთელ სხეულს პატარა და სუსტ შეხედულებას აძლევს. ერიდეთ ამ
პოზას.
20. თავის ხელებზე დაყრდნობა – “მომბეზრდა! მომწყინდა!” საუბრისას თავს
იდაყვებს და ხელებს ნურასოდეს დააყრდნობთ. ხლები თქვენ წინ მაგიდაზე და
მუხლებზე დასვენებული უნდა იყოს.
21. ოფლიანი ხელების ტანსაცმელზე შეწმენდა – ძლიერი მღელვარების ნიშანი.
თუ ხელები გიოფლიანდებათ, დაე გაგიოფლიანდეთ. შეეცადეთ, რამდენიმეჯერ
ღრმად ჩაისუნთქოთ და მოეშვათ.
22. სკამის კიდეზე ჯდომა – მენტალური და ფიზიკური დისკომფორტის ნიშანია.
ეს სხვებსაც აგრძნობინებს დისკომფორტს გარშემო. სკამზე კარგად დაჯექით,
როდესაც წინ გადაიხრებით, მხოლოდ ზურგი გამოიყენეთ ამისთვის.
23. ტერფის და თითების კაკუნი – სტრესის, მოუთმენლობის ად მოწყენილობის ნიშანია. ისევ და ისევ აკონტროლეთ თქვენი კიდურები.
24. მცირე ზომის ნივთების ხელით წვალება – კალამი, ქაღალდის ბურთულა და ა.შ. ესეც მღელვარების ნიშანია. ეს მოუმზადებლობის ნიშანიცაა.
25. სხეულის წონის ერთი ფეხიდან მეორეზე რეგულარული გადატანა – ეს კიდევ
ერთი ნიშანია, რომელიც მენტალურ და ფიზიკურ დისკომფორტზე მიუთითებს.
შეიძლება ხალხმა დაასკვნას, რომ თკვენ საუბრის მიტოვება გსურთ, მით უმეტეს,
თუ მათ პირდაპირ არ უყურებთ. 2-3 წუთზე ადრე სხეულის წონას ერთი ფეხიდან
მეორეზე ნუ გადაიტანთ.