x
სიბრძნე რომელიც უნდა ვიცოდეთ!

“შური ბედნიერთა მტერია” – ეპიკტეტი
“ლოთობა უგუნურობაში ვარჯიშია” – პითაგორა
“ვინც მარტო რჩება, ის ამქვეყნად არაფერია” – შექსპირი
“გაზიარებული სიხარული ერთიორად მეტი სიხარულია, გაზიარებული მწუხარება ერთიორად ნაკლები მწუხარება…” - ტობენი
“ყველაზე ძნელი და უწყალო მარტოობა გულის მარტოობაა” – ბუასტი
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”
“ეჭვიანობა ქმარს სასაცილოს ხდის, ასულელებს და ცოლის სიყვარულსა და პატივისცემას უმცირებს; ცოლს კი ეჭვიანობა უფრო თავაზიანს ხდის, გონებამახვილობასა და მგრძნობიარობას უმატებს” – ბერნე
“ისტორია რომანია რომელსაც უჯერებენ ხოლმე რომანი კი ისტორიაა, რომელსაც არ უჯერებენ” – ბალზაკი
“როდესაც მეტოქესთან პაექრობის დროს მიხვდები, რომ უფრო სუსტი ხარ, შეწყვიტე კამათი, რადგან თუ ლაპარაკს განაგრძობ, უფრო და უფრო მეტ სისულელეს იტყვი” – გოეთე
“ყველაზე ძნელია საკუთარი თავის შეცნობა, ყველაზე ადვილი სხვებისთვის რჩევის მიცემა” – თალესი
“სინანული არის დიდი წუხილი, იმის გამო, რომ ვართ ისეთები, როგორებიც ვართ” – ებნერ-ეშენბახი
“მამაცობაზე უფრო ხშირად ლაპარაკობენ ლაჩრები, ხოლო კეთილშობილებაზე გაიძვერები” – ტოლსტოი
“ბიზნესზე დამყარებული მეგობრობა უკეთესია, ვიდრე მეგობრობაზე დამყარებული ბიზნესი” - როკფელერი
“ადამიანის გული მუსიკალური ინსტრუმენტია, იგი შეიცავს უდიდეს მუსიკას, მას სძინავს, მაგრამ იგი აქ არის, ელოდება შესაფერის მომენტს, რათა აენთოს, იქნას გამოხატული, იქნას ნამღერი, იქნას ნაცეკვი. ეს წამი წარმოიშობა სიყვარულიდან. უსიყვარულოდ ადამიანი ვერასოდეს გაიგებს, თუ როგორ მუსიკას ატარებდა თავის გულში. მხოლოდ სიყვარულიდან ხდება ეს მუსიკა ცოცხალი, გაღვიძებული… გააგრძელეთ სიყვარულში უფრო ღრმად და ღრმად სვლა და ერთხელაც წააწყდებით თქვენს შინაგან მუსიკას, ამის შემდეგ ცხოვრება არარასოდეს იქნება იგივე… ფაქტიურად ცხოვრება იწყება ამის მერე…” - ოშო
“ადამიანების ცხოვრება სხვადასხვა გზით მიდის, ძნელია დიდი ხნით შეაჩერო ვინმე შენს სიახლოვეს…”
“სამს შეუძლია საიდუმლოს შენახვა, თუ 2 მათგანი მკვდარია” – ფრანკლინისიბრძნე რომელიც უნდა ვიცოდეთ!

0
330
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნოანეო
ნოანეო
330
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0