x
ადგილი სადაც ბუნების ყველა კანონი თავდაყირა დგება, ბერმუდის სამკუთხედი.
image










პასუგაუცემელი კითხვები: რა მოსდით აქ მოხვედრილ გემებსა და თვითმფრინავებს? სად იკარგებიან და რატომ ჩნდებიან ისინი წლების შემდეგ?


ბემუდის სამკუთხედში დროდადრო კოსმოსიდანაც შეიმჩნევა მორევი და უეცარი ქარბორბალა, ლოკალური ავდარი, წყალქვეშა კანიონები. აქ აპარატურა დროებით დუმდება, რაც საშინელი კატასროფის მიზეზი ხდება.


ცნობილი ინციდენტები ბერმუდის სამკუთხედში გაუჩინარებაზე:



1945 წლის 5 დეკემბერს ამერიკის საჰაერო საავიაციო ძალების თვითმფრინავი გაფრინდა და უკან აღარ დაბრუნებულა.


ტეოდორა ბარ ელსტონი


ტეოდორა ბარ ალტონი აშშ-ს ვიცე პრეზიდენტის არონ ბარის
ქალიშვილი იყო. 1812 წლის 31 დეკემბერს ტეოდორა ჯორჯთაუნიდან ნიუ-იორკში გემ პატრიოტით გაემგზავრა. დიდი ხნის შემდეგ კი გაირკვა, რომ გემი გაქრა, მისი კვალი არსად ჩანდა. ბევრი ფიქრის შემდგე მიხვდნენ, რომ გემი ბერმუდის სმკუთხედმა "ჩაყლაპა".


ელენ ოსტინი

ამბავი 1881 წელს მოხდა. ტეოდორას მსგავსად ელენ ოსტინიც ნიუ-იორკში მიემგზავრებოდა. გადმოცემის თანახმად, გემი სადღაც უკვალოდ გაუჩინარდა. გემის მოსაძებნად ხალხი ნიუ-იორკისკენ, ოკეანის გავლით გაემართა, მაგრამ ვერც გემი და ვერც მისი ნამსხვრევები ნახეს. ჩათვალეს, რომ ყველაფრის თავი და თავი ბერმუდის სამკუთხედი იყო.


სატვირთო გემი „სანდრა“

გემი, რომელიც მიდიოდა აშშ–დან ვენესუელაში, უკვალოდ გაქრა
შტორმის დროს, რის შედეგადაც სხვა გემებიც ჩაქიძირა. „სანდრას“ ძებნის პროცესი გაუჩინარებიდან მხოლოდ ექვს დღეში დაიწყო, როდესაც გემი დანიშნულების პორტში არ მივიდა. ვერ იპოვეს ვერც ადამიანთა გვამები და ვერც ხომალდი.

გემი "მალბორო"

ბერმუდის სამკუთხედში დაკარგული გემები ყოველთვის უკვალოდ არ ქრება. მაგალითად, გემი "მალბორო", რომელიც იქ მოხვდა, მოულოდნელად აღმოჩნდა ინდოეთის ოკეანეში, ათასობით კილომეტრის დაშორებით. ეკიპაჟის ნახევარი უგზო–უკვლოდ გაქრა, ხოლო დარჩენილი ნაწილი გარდაიცვალა. სხვა გემის ეკიპაჟი, რომელმაც გემი "მალბორო" აღმოაჩინა, გაოგნებული იყო. მაგალითად, გემის მესაჭე ცოცხალივით იდგა შტურვალთან...


ყველაზე პოპულარული თეორიები ბერმუდის სამკუთხედის შესახებ.

კომეტა.

ამ ვერსიით 11000 წლის წინათ ზღვაში ჩამოვარდა კომეტა - თანაც იმ ადგილზე სადაც ეხლა ბერმუდის სამკუთხედი მდებარეობს და მოგეხსენებათ კოსმოსურ სხეულს თავისუფლად შეიძლება ჰქონდეს
არანორმალური მაგნიტური თვისებები, რომელთაც შეუძლიათ გამოიყვანონ მწყობრიდან თვითმფრინავის ძრავები და სანავიგაციო სისტემები.


მეკობრეები.

მეკობრეებს მართლაც წლების განმავლობაში ყავდათ მეზღვაურები შიშის ქვეშ, თან ზღვის ამ ზონაში მოგზაურებიც. ეს ვერსია ასე ვთქვათ ყველაზე რეალისტურია, მაგრამ ვერაფრით ვერ ხსნის თვითმფრინავის გაუჩინარებას.


მეთანის ჰიდრატი.

ბერმუდის სამკუთხედის სიღრმეში წარმოიქმნება უზარმაზარი მეთანის ჰიდრატით სავსე ბუშტები, როცა ესეთი ბუშტი ივსება
და წყლის ზედაპირზე ამოდის, ის დიდ ბორცვს გავს, რომელსაც შეუძლია პატარა გემი დააზიანო ან თუნდაც ამოაბრუნოს. თვითმფრინავის ჩამოგდება კი ადვილია, ბუშტის გახეთქვის შემდეგ მასში დაგროვილი გაზი ჰაერში ადის, რაც თვითმფრინავის ცხელ
ძრავთან რეაქციაში შედის და ფეთქდება.


დროის ხვრელები.

1970 წელს ფლორიდელი მფრინავი ბრიუს ჯერონი მიფრინავდა ბერმუდის სამკუთხედის თავზე. უეცრად მის წინ გამოისახა უცნაური
ღრუბელი, რომელიც თავიდან სწრაფად იზრდებოდა და შემდეგ გარდაიქმნა ხვრელად. ბრიუსს სხვა გზა არ ქონდა და ხვრელში გაიარა, მალე თვითმფრინავი ხვრელიდან გამოვიდა, რის შემდეგაც მფრინავი მიხვდა, რომ ის უკვე კუნძულთან ახლოს იყო. შედეგად: მფრინავს უნდა ეფრინა 75 წუთი, რაც მან 47 წუთში გაიარა.


ხელისუფლების საიდუმლო.

ვისაც ამ თეორიის სჯერა მას უწოდებს „ატლანტიკური წყალქვეშა გამოცდების და შეფასების ცენტრს“ – (AUTEC)-ს. ვერსიის მიხედვით ბერმუდის სამკუთხედის ტერიტორიაზე ეს კომპანია ანხორციელებს
წყალქვეშა ნავების, იარაღის და ჰიდროლოკატორების გამოცდას. არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომლის თანახმადაც ამ ტერიტორიაზე სახელმწიფო უცხოპანეტელებზე და მათ ტექნოლოგიებზე დაკვირვებითაა დაკავებული.


მფრინავი თეფშები და უცხოპლანეტელები.

ამ ვერსიით კი პირიქით, თურმე ამ ტერიტორიაზე წყალქვეშ უცხოპლანეტელების ხომალდი ყოფილა და უცხოპლანეტელები იქიდან გვაკვირდებიან ჩვენ და ჩვენს ტექნოლოგიებს იკვლევენ.


ატლანტიდა.

ამ ჰიპოთეზის თანახმად, ბერმუდის სამკუთხედის ფსკერზე განისვენებს უძველესი ქალაქის ატლანტიდის ნარჩენები. გადმოცემის თანახმად ამ ქალაქის მცხოვრებთ შეეძლოთ მზის ენერგიის გარდაქმნა
სპეციალური კრისტალების დახმარებით, რომლებიც ახლა ზღვის ფსკერზეა და აქვთ უნარი გამოიყვანონ მწყობრიდან გემები და თვითმფრინავები, ასევე მათი სანავიგაციო სისტემები.


მიუხედავად მრავალი დასკვნისა და გამოკვლევისა, ბერმუდის სამკუთხედი მაინც ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ საიდუმლოებად და მის შესახებ ყოველთვის იარსებებს ორი მოსაზრება, ის თუ
რომელს მივემხრობით ჩვენივე გადასაწყვეტია.

0
290
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნოანეო
ნოანეო
290
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0