რიტანეთმა იდეალური სახის მფლობელი აირჩია.
კონკურს „ბრიტანეთის ყველაზე ლამაზი სახის“ Britain's Most Beautiful Face- გამარჯვებული 18 წლის ფლორენს ქოლგეითი გახდა.
მან მეცნიერების შეფასებით და საზოგადოებრივი გამოკითხვებით, ულამაზესი სახის მფლობელის ტიტული მოიპოვა. სახის იდეალურ პროპორციების ფლობაზე პრეტენზია სულ 8 ათასმა კონკურსანტმა გამოთქვა.
კონკურსის მთავარი მოთხოვნა ბუნებრივი სილამაზე და მათემატიკურად გათვლილი პროპორციები იყო. სატელევიზიო შოუში გაგზავნილ ფოტოზე კონკურსანტები უმაკიაჟოდ უნდა ყოფილიყვნენ.
მიმზიდველობის საიდუმლოს კვლევით დაკავებული სეინტ ენდრიუსის მეცნიერების დასკვნით, იდეალურ სახეზე თვალის გუგებს შორის მანძილი სახის (ყურიდან ყურამდე) 46%-ს უნდა შეადგენდეს. ფლორენსის შემთხვევაში, ეს მაჩვენებლი 44%-ია.
იდეალური სახის პარამეტრებით, თვალებსა და პირს შორის მანძილი სახის სიგრძის მესამედი უნდა იყოს. ქერა ლამაზმანის ბაგეებსა და ცისფერ თვალებს შორის დაშორება მისი უზადო სახის სიგრძის 32, 8%-ს შეადგენს.
18 წლის ფლორენსი თავს თავდაჯერებულ და ბედნიერ გოგონად ახასიათებს. იგი დარწმუნებულია, რომ ამას გარშემომყოფებიც გრძობენ.
ფლორენსის ფოტოები მალე მთელი ქვეყნის მასშტაბით, Superdrug-ის მაღაზიების ქსელს დაამშვენებს. იდეალური სახის მფლობელი სამოდელო კარიერის დაწყებას გეგმავს და სარფიან შემოთავაზებებს ელის.