მაიამიში მცხოვრებმა 6 შვილის დედამ პაულა საიმონდსმა, რომელსაც უზარმაზარი მკერდი აქვს, უკვე 12 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და შეჩერებას არ აპირებს.
როგორც პაულამ აღნიშნა საოპერაციო მაგიდას მანამ არ დატოვებს, ვიდრე მისი მკერდი მსოფლიოში ყველაზე დიდი არ იქნება.
"ჩემი მიზანია, მსოფლიოში 5 დიდმკერდიან ტოპ მოდელებს შორის თავი დავიმკვიდრო. ეს ჩემს პოპულარობას გაზრდის და დამეხმარება, შვილები ფუფუნებაში გავზარდო. შემდეგი ოპერაციისთვის ვემზადები. გაცნობიერებული მაქვს, რომ ეს ოპერაცია სახიფათოა, მაგრამ შედეგის გამო ყველაფრისთვის მზად ვარ", - აღნიშნა პაულამ.
ახალგაზრდობაში საიმონდსი მოდელი იყო, მაგრამ შემდეგ მან ბავშვების გაჩენა გადაწყვიტა და საკუთარ თავზე ზრუნვამ უკანა პლანზე გადაინაცვლა, ახლა კი, მას სურს საკუთარ კარიერას დაუბრუნდეს და მსოფლიოში ყველაზე დიდმკერდიანი მოდელის ტიტული მოიპოვოს.
ბავშვების თქმით დედის გარეგნობა მათ ძალიან აკომპლექსებთ, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ის მშობელთა კრებაზე მიდის. "ყველა ჩვენ დაგვცინის", - ამბობენ ბავშვები.