x
image
დავითი ჩუთლაშვილი
როგორ ზრდის თამბაქოს მოხმარება თრომბის წარმოშობის რისკს
ფილტვის თრომბოემბოლია

თრომბოზი წარმოადგენს სისხლძარღვების დაავადებას, როცა სისხლს აღარ შეუძლია, სხეულის ორგანოებამდე დაუბრკოლებლად მიაღწიოს.


მწეველის სისხლი ხშირად ისე სქელდება, რომ ადამიანი ვერაფერს ვერ გრძნობს, სანამ გამანადგურებელი შედეგი, ფილტვის თრომბოემბოლია არ წარმოიშობა.


ის მწეველები, რომლებიც ალკოჰოლს მოიხმარენ, მედიკამენტებს იღებენ, ცხოვრების უმოძრაო წესს მისდევენ, ზედმეტი წონით გამოირჩევიან, ონკოპაციენტები არიან ან / და ფაქტორ V ლაიდენის გენს ატარებენ, კიდევ უფრო მაღალი რისკების წინაშე დგანან, რომ უცებ ფილტვის დამღუპველი თრომბოემბოლია განუვითარდებათ.



თრომბის წარმოშობის საფრთხე განსაკუთრებით მწვავედ დგას ზამთარში, როცა სიცივის გამო ადამიანის იმუნური სისტემა ისედაც დასუსტებულია.


არსებობს გამოთქმა "მწეველის ფეხი, " რომელიც აღნიშნავს თრომბოზულ მდგომარეობას, როცა სისხლძარღვები ფეხზე ჩაკეტილია. მიუხედავად იმისა, რომ ეს დაავადება თეორიულად არამწეველებსაც შეიძლება განუვითარდეთ, "მწეველის ფეხის" მქონეთა 90 %-ზე მეტს თამბაქოს მომხმარებლები შეადგენენ.


საქართველოში ყოველწლიურად 500 ადამიანზე მეტი ფეხს კარგავს თამბაქოს მოხმარების გამო.


თუმცა ისინი მაინც ბედის ნებიერები არიან მათთან შედარებით, ვისაც თამბაქოს მოხმარების გამო ფილტვის თრომბოემბოლია უვითარდება და თანაც არცთუ ისე ხანდაზმულ ასაკში.


ასეთების რიცხვი კი საქართველოში ყოველწლიურად 1700-ზე მეტია.


ყოველწლიურად მსოფლიოს მოსახლეობის 25 % თრომბოზით იღუპება.


დაღუპულების აბსოლუტური უმრავლესობა მწეველია.

0
33
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0