x
მეტი
  • 29.11.2024
  • სტატია:138532
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512213
რატომ უნდა ჰქონდეს ბავშვს ცოტა სათამაშო. ახალი კვლევა

რაც უფრო ცოტა აქვს ბავშვს სათამაშო, მით უფრო მხიარული იქნება ის! ახალი კვლევა


image



ჩვენ ყველა ვცდილობთ ბავშვებს ახალი და ბევრი სათამაშო ვუყიდოთ. მაგრამ ეს ყოველთვის კარგი როდია. და საქმე ეხება არა მარტო განებივრებას!



ოჰაიოს შტატის ტოლედოს უნივერსიტეტის ახალმა კვლევამ დაადასტურა, რომ სათამაშოების სიმრავლე ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ახდენს გავლენას, წერს Bugg Zodiac.


რაც უფრო ბევრია სათამაშო - მით უფრო ცუდად თამაშობს ბავშვი, რადგან მას არჩევანის გაკეთება უძნელდება.


მცირე რაოდენობის შემთხვევაში კი, ბავშვი ანვითარებს ფანტაზიას და უფრო კრეატიული ხდება.





კვლევის ფარგლებში ბავშვები გაყვეს ორ ჯგუფად. პირველ ჯგუფს მისცეს 4 სათამაშო, მეორეს - 16.


პირველი ჯგუფის ბავშვები სათამაშოებით უფრო დიდხანს თამაშობდნენ და გართობის ახალ და ახალ მეთოდებს იგონებდნენ. მეორე ჯგუფში კი ასეთი რამ არ დაფიქსირებულა, რადგან ბავშვების ყურადღება მუდმივად სხვადასხვა სათამაშოზე გადადიოდა.


შემდეგში, როდესაც ახალი სათამაშოს ყიდვას გადაწყვეტთ, ჰკითხეთ საკუთარ თავს: ნამდვილად სჭირდება ეს თქვენს ბავშვს?




image


მშობლის სიყვარული და ყურადღება ხომ გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე სათამაშოების რაოდენობა.




იხილეთ ასევე:



საფრანგეთში 15 წლამდე ასაკის ბავშვებს აეკრძალათ სკოლაში ტელეფონით სარგებლობა. მასწავლებლები ჩივიან, რომ ბავშვები უყურადღებოები გახდნენ და გაკვეთილებზე ტელეფონებში არიან ჩამძვრალები. საფრანგეთში გამოსავალი ნახეს. 15 წლამდე ასაკის ყველა ფრანგ ბავშვს აეკრძალა სკოლაშ...





გსურთ ბავშვი სწრაფად გამოჯანმრთელდეს? რა ჩავაწვეთოთ სურდოს დროს? დავუთბილოთ თუ არა ფეხები? რა წამლები მივაღებიოთ? ამის შესახებ გვესაუბრება ევგენი ოლეგის ძე კომაროვსკი. მწვავე რესპირატორულ ინფექციებს შორის ყველაზე გავრცელებული - სურდოა. დაავადების ყველანაირი გამოვლინება - ტემპერატურის მომატება, სველი

ზოგჯერ გაღიზიანებულმა ბავშვმა მშობელს შეიძლება დაარტყას ან გაუაზრებლად უთხრას: მე შენ მოგკლავ! როგორც წესი, ამას მოჰყვება დასჯა, ყვირილი, ჩხუბი. პრობლემა კი რაშია? ბავშვი გაბრაზებულია, ნაწყენია, მაგრამ არ იცის სწორად როგორ გაჩვენოთ. არ იცის ამას როგორ გაუმკლავდეს. რა ვქნათ? 1. ვთქვათ ხმამაღლა. თუ ბავშ...

***






1
190
10-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
190
  
2019, 1 თებერვალი, 23:29
არ ვეთანხმები, საქმე იმაშია, რომ მალე იბეზრებს ბავშვი იმას, რაც აქვს და მუდამ ახლის ძიებაშია. მე კი ასე ვიქცეოდი როდესაც ჩემი პატარა, უფრო პატარა იყო - სათამაშოებს ვყოფდი ორ ნაწილად, ერთ ნახევარს ვაძლევდი რომ ეთამაშა, მათ კი სურვილის მიხედვით და დღეების მიხედვით იყენებდა, გონებას უფრო ეხსნებოდა, 1 თვის შემდეგ კი ამ ნაწილს დავუმალავდი და იმ მეორე ნაწილს მივცემდი და როდესაც დაინახავდა, ისე უხაროდა... შმდეგ ისევ იმას, პერიოდულად კი ახლებსაც ვყიდულობდი სათითაოდ. თოჯინებიც უყვარდა, ხატვაც, ქოხების აშენებაც, ფაზლების აწყობაც, ბურთით თამაშიც და ა,შ. არანაირი კომპიუტერი და ტელეფონი, მულტფილმები მცირე ხნით და მხოლოდ ჩემთან შეთანხმებით. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მშობელს ჰქონდეს ბავშვთან კომუნიკაციის და მეგობრული ურთიერთობის დამყარების უნარი, რადგან იყო დედა, მხოლოდ აჭამო და დააძინოს პრინციპი არაა, რაც სამწუხაროდ ახლანდელი ტაობის დედების უმეტესობას არ ესმის.
0 1 1