x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
დედოფლისწყაროში პუშკინის ქუჩის მოასფალტებისთვის 319 336 ლარი გამოიყო

image


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ 31 იანვრის სხდომაზე კენჭი უყარა და დაამტკიცა ცვლილება, რომელიც საკრებულოს დადგენილებაში შევიდა. „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფი შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 იანვრის N63 განკარგულების თანახმად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს დაემატა პროექტი - „ქ. დედოფლისწყაროში პუშკინის ქუჩაზე ასფალტის საფარის რეაბილიტაცია და პუშკინის ქუჩის რუსთაველის ქუჩასთან დამაკავშირებელ გზაზე ასფალტის საფარის მოწყობა“.


დედოფლისწყაროს მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის განმარტებით, ამ პროექტის ღირებულება 319 336 ლარს შეადგენს.


„გასულ წელს თითოეული მოქალაქის გვერდში დგომით შევძელით და განვახორციელეთ არაერთი სასიკეთო პროექტი. ასევე, გასულ წლებთან შედარებით, დღეს უფრო ნაკლებ დედოფლისწყაროელს აწუხებს მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა და ღამით ჩაბნელებული ქუჩები. დღეს უფრო მეტ ჩვენს თანამოქალაქეს შეუძლია ისარგებლოს სკვერებით, საბავშვო ატრაქციონებით, დასასვენებელი პარკებით, სპორტული მოედნებითა და დარბაზებით, “ - განუცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა დედოფლისწყაროს ტელევიზიას.


დღესვე საკრებულომ დაამტკიცა „დედდოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილებაში შესატანი ცვლილება, რომლის თანახმადაც სამსახურს დაემატა სტრუქტურული ქვედანაყოფი - „სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება“.
განყოფილების მიზანია განათლების, კულტურისა და სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და მისი განხორციელების კოორდინაცია, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების, მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკებისა და სხვა დაწესებულებების მართვის მონიტორინგი, ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადება და სხვა.
image
მერიის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ცვლილებას საქართველოს ორგანული კანონით - ადგილობრივი თვითმმართველობის კოპდექსით დადგენილი შტატების რაოდენობის გადაჭარბება არ მოჰყოლია.
1
48
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
48
  
2019, 31 იანვარი, 22:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1