x
image
ხათოხათო
დ ა მ ხ ა ტ ე
image


დამხატე...ოღონდ, ნუ დამხატავ ასე სევდიანს, შემილამაზე მარტოობა მხიარულ გრიმით, შემომაძარცვე ეს ავბედითი მელანქოლია, თორემ უსაზღვრო ძალა უნდა ბუნებრივ ღიმილს.

დახატე ზეცაც... ოღონდ თეთრი მოსაწყენია, სანთლების რკალში ჩაატიე მთელი სახატო...ჩემს ოცნებაში სალოცავებს სანთლის ფერი აქვს, დახატე სივრცე... ოღონდ ლურჯი აღარ დახატო, მე აღარ მინდა შემოდგომის ფოთოლთა ცვენა, იქნებ მიმოზა დამიხატო სადაფისფერი, თეთრი ზამთარი???-მე არ მახსოვს...ეს იყო ძველად... შენ დამიხატე უნამქერო და იისფერი, დახატე მიწა...და მზის აკვნად აქციე თოვლი...

ყველა სურვილი დასაწყისში ასე მუნჯია...


ზღვაც დამიხატე... ოღონდ მწვანე, ვით მოლი, მერე რა მოხდა, ცხოვრებაში თუ ის ლურჯია...დახატე ქალი...საქალეთი შეცვალე, თუ გსურს, უყოველგვარო დამცირებით... უმასკარადოდ...

ამ სამყაროში ბევრი რამე შეცვალე, თუ გსურს, ოღონდაც ქალი არ დახატო უმამაკაცოდ...

P.S. ძალიან მომწონს, მაგრამ სამწუხაროდ ავტორი არ ვიცი.

14
78
13-ს მოსწონს
ავტორი:ხათოხათო
ხათოხათო
78
  
2012, 24 აგვისტო, 21:45
+1
2012, 21 აგვისტო, 15:30
გეთანხმები... გაიხარე :)))
2012, 21 აგვისტო, 15:29
რა თქმა უნდა , რაც უნდა მხატვრული იყოს, აზრის გარეშე ლამაზი ვერ იქნება:)
2012, 21 აგვისტო, 15:27
აზრიც ხო მაგარი აქვს?
2012, 21 აგვისტო, 15:26
ლამაზი ტექსტი ძალიან:)
2012, 15 ივლისი, 1:56
+1
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10