სხვა ტრამპი თეთრი სახლის სტუმრებს იმ ოთახს აჩვენებს, სადაც ბილ კლინტონს და მონიკა ლევინსკის სექსი ჰქონდათ 2019, 29 იანვარი, 17:46 აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ მიღებაზე სტუმრებს აჩვენათ ოთახი, სადაც სავარაუდოდ, აშშ-ს ყოფილ მეთაური ბილ კლინტონი და მონიკა ლევინსკი სექსით იყვნენ დაკავებული. ამის შესახებ წერს გაზეთი "The Washington Post", თეთრი სახლის წყაროზე დაყრდნობით. გამომცემლობა აღნიშნავს, რომ თეთრი სახლის სტუმრებს შორის ხშირად არსებობს ხანგრძლივი და ზოგჯერ უხეში"დისკუსიები იმ დროს, როდესაც ტრამპი მათ ამ ადგილს აჩვენებს. ასევე, გაზეთი წერს, რომ თეთრ სახლში ექსკურსიების დროს ტრამპი ყვება ანეგდოტებს თავის წინამორბედზე, პრეზიდენტ ბარაკ ობამაზე - თითქოს ის მთელი დღის განმავლობაში კალათბურთს უყურებდა ოვალური კაბინეტის კედელში გაკეთებული ხვრელიდან. 153 შეფასება არ არის
|