x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დაუჯერებელი ინტერნეტისტორიები

გაეცნობით რამდენიმე დაუჯერებელ ისტორიას, თუ როგორ იმოქმედა ინტერნეტმა ადამიანთა ყოველღიურ ყოფაზე და ცხოვრებაზე:მკვლელობა, ჩხუბი, ღალატი, ნარკოტიკი, სექსი....მოკლედ დავიწყოთ.






1-ღალატი-25 წლის ავაის აკრამმა(Awais Akram) "ფეისბუკის" მეშვეობით გათხოვილი ქალი სადია ხათუნი(Sadia Khatoon) გაიცნო, მალე მათ შორის ჯერ მიმოწერა, შემდეგ კი მხურვალე რომანი გაჩაღდა, სადიას გატაცება და სიყვარული შეუმჩნეველი არ დარჩენილა მისი ნათესავებისთვის, მათ უპრობლემოდ იპოვეს "ფეისბუკის" მეშვეობით ავაის აკრამი, მიწერეს წერილი სადიას სახელით, რომ მას სახლთან, სადარბაზოს კიბეებზე ელოდა სიურპრიზი. გარეთ გამოსულ ავაის სინამდვილეში სადიას ძმა დახვდა:"შენ მას ვეღარასდროს იხილავ"-მიახალა ძმამ და გოგირდმჟავა შეასხა სახეში.ავაი გადარჩა, თუმცა ერთი თვალი დაკარგა და სახე სამუდამოდ დაუსახიჩრდა.

image

"ფეისბუკმა" ციხეს გადაარჩინა-19 წლის როდნი ბრედფორდი(Rodney Bradford) ვერ წარმოიდგენდა, რომ "ფეიბუკზე" დაწერილი სტატუსი ციხეს გადაარჩენდა.2009 წლის 17 ოქტომბერს 11:47 წუთზე მან დაწერა: "სადაა ჩემი ბლინები?". მეორე დღეს იგი პოლიციამ აიყვანა ძარცვის ბრალდებით, მისი ალიბი სწორედ "ფეისბუკზე" დაწერილი სტატუსი გახდა - ადვოკატმა დაამტკიცა, რომ იგი ძარცვის დროს ვერაფრით იქნებოდა დანაშაულის ადგილზე, რადგან როდნი ამ დროს კომპიუტერთან იჯდა.

image

ერთი მოსახელე და ერთი მოგვარე-კელი ჰილდერბრანტებმა(Kelly Hildebrandt) ერთმანეთი "ფეისბუკის" მეშვეობით გაიცნეს. ერთი ტეხასში ცხოვრობს, მეორე - ფლორიდაში; ერთი მამაკაცია, მეორე - ქალი. სახელი და გვარი ზუსტად იდენტური აქვთ. შემდეგ შეხვდნენ ერთმანეთს, შეუყვარდათ და დაქორწინდნენ.

image

ბოროტი ხუმრობა - მექსიკაში დასვენების დროს სტიუარტ სლანმა(Stuart Slann) ორი თანამემამულე, "ლივერპულის" ფანები გაიცნო, თვითონ "მანჩესტერ იუნაიტედს" გულშემატკივრობდა. მათ შორის დაძაბული კამათი გაიმართა, რაც ჩხუბით დამთავრდა. სამშობლოში დაბრუნებულმა "ლივერპულის" ფანებმა გადაწყვიტეს, სტიუარტი გაებითურებინათ.

ისინი ინტერნეტის მეშვეობით დაუკავშირნენ სტიუარტს ვინმე 19 წლის შოტლანდიელი ემმას სახელით. "გოგონას" და სტიუარტს შორის მიმოწერა 1 კვირა გრძელდებოდა. შემდეგ "ემმამ"იგი შოტლანდიაში, რომელიღაც მიყრუებულ სოფელში დაპატიჟა. სტიუარტმა შეფილდიდან 9 საათი(640 კმ.) იმგზავრა სოფელ აბერნეტამდე. რა თქმა უნდა, იქ მას არავითარი ემა არ დახვედრია....

image

"ფეიბუკმა" სიკვდილს გადაარჩინა-

33 წლის სარა ლინტერნმა თავისი ახლად ნაყიდი ძვირფასი 18 დოლარიანი ფრჩხილების ლაქი წაისვა და სურათი "ფეისბუკზე" დადო.

image

შემთხვევით, ერთ-ერთმა მომხმარებელმა, რომელიც პროფესიონალი ექიმი გახლდათ, სარას მისწერა: " არ მინდა შეგაშინოთ, მაგრამ მე მგონი თქვენ მარფანის სინდრომი გჭირთ, საშიშია სიცოცხლისათვის, მიმართეთ ექიმს". მარფანი - საშიში დაავადებაა, რომელიც შლის შემაერთებელ ქსოვილებს. როგორც წესი, პაციენტმა თუ არ იმკურნალა, შედეგი ფატალურია -სიკვდილით მთავრდება. მართლაც, სარამ ჩაიტარა გამოკვლევები და ეჭვი დადასტურდა - მას მარფანის სინდრომი აღმოაჩნდა.

image

მე შენ გეძებ - ალექს ანფუსი (Alex Anfuso) 5 წლის იყო, როდესაც მამამ მოიტაცა და ქაიროში(ეგვიპტე) წაიყვანა, ბავშვს მთელი ცხოვრება ეგონა, რომ დედა მოკლეს, ხოლო მკვლელები ახლა მათ დასდევდნენ მოსაკლავად, თუმცა როდესაც ალექსი 22 წლის იყო, მამა სიკვდილის წინ გამოუტყდა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ატყუებდა და სინამდვილეში მისი დედა ცოცხალია. არ გეგონოთ, რომ ალექსის მამა მონსტრი და უვარგისი ადამიანი იყო. როგორც აღმოჩნდა, ალექსის დედა 1987 წელს რომში ციხეში ჩასვეს, ხოლო ალექსი ბავშვთა სახლში მიაბარეს. მამამ სწორედ იქედან მოიტაცა შვილი და ქაიროში წაიყვანა. ალექსმა დაიწყო დედის ძებნა, უამრავი წერილი გააგზავნა იტალიაში, მიმართა სპეციალურ პროგრამასაც - "ვინ ნახა ის". ყველანაირი ძებნა უშედეგო გამოდგა. ბოლოს, სასოწარკვეთილმა "ფეისბუკზე" დადო სტატუსი: "მქვია ალექსი, ვეძებ ჩემს ოჯახს და დედას...და ა.."ალექსს მალე პასუხი მოუვიდა: "გამარჯობა, დედა ხშირად მიყვებოდა თავის მოტაცებულ შვილზე, რომელსაც ალექსი ერქვა და ეძებდა მას..."მიმოწერის შემდეგ გაირკვა, რომ წერილის მომწერი ალექსის ძმა იყო, ხოლო რაც შეეხება დედას, იგი რამდენიმე წლის წინ სიმსივნით გარდაცვლილა.

image

სამი დღე კარადაში-ქალმა დარეკა პოლიციაში და განაცხადა, რომ აღმოაჩინა მამაკაცი, რომელიც მისი ქალიშვილის კარადაში იმალებოდა....13 წლის ემმი 12 საათით დარჩა მარტო, მისი მშობლები სტუმრად წავიდნენ, გოგონამ გადაწყვიტა, რომ დროა ქალწულობა დაკარგოს, ინტერნეტით მიმოწერა ჰქონდა 19 წლის ბიჭთან.გოგონამ მისწერა ვაჟს, რომ სახლში მარტოა და მზადაა მასთან დაწვეს. მაიკლი მალევე გამოცხადდა გოგონასთან, თუმცა ახალგაზრდებმა დრო ვერ გათვალეს და გოგონას მშობლებმა მოუსწრეს. იგი 3 დღე იმალებოდა კარადაში, სანამ ემმას დედამ არ აღმოაჩინა. ვაჟს არასრულწლოვნის შეცდენისთვის 8 წლიანი ციხე ემუქრება.

image

ძარცვა - პოლიციაში დარეკა ახალგაზრდა მამაკაცმა და აცნობა, რომ ამა და ამ მისამართზე შესაძლოა გოგონას თავს მძარცველი დაესხა და დახმარება სჭირდება. ყველაფერი ნამდვილად სიმართლე იყო, ატლანტაში მცხოვრებ(..) ემი უინდომს(Amy Windom) სახლში მართლაც მძარცველი შეუვარდა, ქალმა მოახერხა და სანამ ქურდი ძვირფასეულობას და ფულს ეძებდა, ნოუთბუკთან მიხოხდა, ჩართო "ფეისბუკი" და პირველსავე შემხვედრ ადამიანს წერილი მისწერა დახმარების თხოვნით. პოლიციამ მძარცველი გასროლისა და წვალების გარეშე აიყვანა.

image

დამეხმარეთ, რომ ვიცოცხლო -კრის სტროუზს (Chris Strouth) თირკმლები გაეთიშა, მას სასწრაფოდ სჭირდებოდა თირკმლის გადანერგვა, საავადმყოფოში იგი რიგში ჩააყენეს. დამწუხრებულმა და სასოწარკვეთილმა კრისმა "ტვიტერზე" წერილი დაწერა, რომ იგი მალე მოკვდება და ყველა თავის ფოლოვერს ემშვიდობება. მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც 19-მა ადამიანმა გამოთქვა სურვილი, რომ კრისისთვის თირკმელი დაეთმო. ყველა, 19-ვე ადამიანი მივიდა საავადმყოფოში და ტესტი გაიარა. მათგან ერთის - სკოტ პაკუდაიტისის(Scott Pakudaitis) თირკმელი მოერგო ავადმყოფს.

image

რაც მოგივა დავითაო - 37 წლის სტეფანი დევისმა(Stephanie Davies) ქმარზე იეჭვიანა, ვისთანაც აგერ უკვე 17 წელია ცხოვრობდა და "ფეიბუქზე" დარეგისტრირდა ყალბი აკაუნტით, შემდეგ დაუმეგობრდა თავის ქმარს და გააჩაღა მიმოწერა 20 წლის გოგონას სახელით, რომელსაც ბობოქარი სექსი სწყუროდა. იმისთვის, რომ უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო ქმართან მიმოწერის დროს, ახალგაზრდულ ჟარგონებს იყენებდა: SXH (Stupid Ex Husband- ყოფილი ხეპრე ქმარი)BFL (Big Fat Loser -დიდი სქელი გოიმი) FMB (fack my brain (ტვინს ტყ...ს) და სხვა. ამან იმუშავა, კაცი ანკესს წამოეგო და 20 წლის გოგონასთან ფლირტი წამოიწყო მრავალი მინიშნებით, მათ შორის, გარყვნილი ქმედებებით, ამასთანავე, დაიჩივლა საკუთარ ცხოვრებაზე, ბავშვზე, რომელიც სულ ანჩხლობდა და კაპას ცოლზე და მოუთხრო საკუთარ საყვარელზე, ვისთან ერთადაც ცხოვრებას აპირებდა ახლო მომავალში.

ცოლმა ვეღარ მოითმინა და ქმარს ყველაფერში გამოუტყდა, მან კი ასე მიუგო:"ესე იგი ყველაფერი იცი", ჩაალაგა საკუთარი ნივთები და სახლიდან წავიდა.


image


გოგონამ თავი მოაჭრა იმის გამო, რომ მანქანით გაესეირნა -15 წლის ქრისტინამ ინტერნეტით Vkontakte _ში 30 წლის ემილი გაიცნო, მიმოწერის შემდეგ, გადაწყვიტეს შეხვედროდნენ, ქრისტინა შესახვედრად მეგობრებთან ერთად მივიდა, მან ბრძანება გასცა, რომ მამაკაცი ეცემათ, შემდეგ კი თავი მოეჭრათ. ეს ყველაფერი იმიტომ გააკეთეს, რომ ძვირფასი lexus-ით გაესეირნათ.

1
180
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
180
  
2019, 31 იანვარი, 22:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1