x
image
white knight
რა სარგებელი მოუტანა რუსეთმა საქართველოს? საინტერესო ფაქტები ისტორიიდან
image


ყველამ კარგად ვიცით, თუ რა დაგვიშავა რუსეთმა. მაგრამ ძალიან ცოტამ იცის, თუ რა სარგებელი მიიღო საქართველომ რუსეთთან ურთიერთობით. წავიკითხოთ საინტერესო ფაქტები ისტორიიდან.


პირველად საქართველომ რუსეთთან ურთიერთობა მე-15 საუკუნის მეორე ნახევარში დაამყარა, როდესაც კახეთის სამეფომ მჭიდრო სავაჭრო კავშირი გააბა ჩრდილოეთით მყოფ ამ მზარდ სახელმწიფოსთან. სავაჭრო კავშირს მალე პოლიტიკური კავშირიც მოჰყვა. ასე ჩაეყარა საფუძველი 1483 წელს ორი ქვეყნის ურთიერთობას.


1. 1552-1556 წლებში რუსეთის მეფე ივანე IV-მ ყაზანისა და ასტრახანის სახანოები დაიმორჩილა და უშუალოდ დაუმეზობლდა კავკასიას. 1561 წელს კახეთის მეფე ლევანმა კავშირი დაამყარა რუსეთის მეფესთან. 1563 წელს რუსებმა თერგთან ციხესიმაგრე ააგეს და გარნიზონი ჩააყენეს. ლევან მეფე ყუადღებით ადევნებდა თვალყურს მოვლენების განვითარებას იმიერკავკასიაში. ქრისტიანული სახელმწიფოს გამოჩენა დიდი იმედს სახავდა მაჰმადიანურ რკალში მოქცეულ ქვეყანაში. 1563 წელს რუსეთის მეფემ ჯარი გამოგზავნა საშამხლოს დასალაშქრად, რომელიც მოსვენებას არ აძლევდა კახეთის მოსახლეობას.



2. 1585 წელს რუსეთის მეფე თევდორე ივანეს ძე ელჩობას აგზავნის კახეთის მეფესთან, ალექსანდრე II-თან. 1589 წელს თევდორემ კახეთის მეფეს "წყალობის სიგელი" გამოუგზავნა და კახეთის სამეფო თავის მფარველობაში მიიღო. ხელშეკრულების თანახმად, რუსეთი კისრულობდა კახეთის დაცვას საგარეო მტრებისგან; კახეთის მეფეს კი რუსეთის მტრები თავის მტრად უნდა ჩაეთვალა, მოკავშირეები კი მოკავშირედ. რუსეთის მეფემ ციხე ააგო თერგზე და თერგ-კახეთის გზა დაიჭირა. 1594 წელს საშამხლოც დალაშქრეს რუსებმა, თუმცა უშედეგოდ. რუსეთმა ფეხი ვერ მოიკიდა დაღესტნის ტერიტორიაზე.


1604 წელს ალექსანდრემ დახმარება თხოვა რუსეთის მეფეს, ბორის გუდიონოვს საშამხლოს წინააღმდეგ. ბორის გუდიონოვი საბრძოლო სამზადისს შეუდგა. რუსები ჩრდილოეთიდან უნდა შეჭრილიყვნენ საშამხლოში, კახელები კი ამ დროს სამხრეთიდან მიიტანდნენ იერიშს. 1605 წელს რუსეთის ელჩები კახეთში იმყოფებოდნენ, მაგრამ ამ დროს კახეთში დიდი უბედურება დატრიალდა. შაჰ-აბასის გამოგზავნილი, გადაჯიშებული მუსლიმი, კონსტანტინე, ვითომ მოსალაპარაკებლად შევიდა მამის, ალექსანდრე მეფის კარავში, რომელმაც ალექსანდრე შაჰ-აბასის ღალატში დაადანაშაულა და ყიზილბაშების დახმარებით, საკუთარი მამა და ძმა ხმლებით აჩეხა, თავები მოაჭრა და შაჰ-აბასს გაუგზავნა, შემდეგ კი თავი კახეთის მეფედ გამოაცხადა. შექმნილი ვითარების გამო რუსეთის ელჩები უკან გაბრუნდნენ.


3. 1722 წელს ქართლის მეფე ვახტანგ VI და რუსეთის იმპერატორი პეტრე I ერთობლივ ლაშქრობაზე შეთანხმდნენ დაღესტნის წინააღმდეგ. მდგომარეობა ერთობ ხელსაყრელი იყო. დაშლის პირას მყოფ ირანს შინაომების გამო კავკასიისთვის არ ეცალა. ვახტანგ მეფემ უზარმაზარ ძალებს მოუყარა თავი (ქართველ-სოემხთა ჯარი 40 000 კაცს ითვლიდა) და განჯისკენ გაემართა. ამავდროეულად რუსები ჩრდილოეთიდან დაიძრნენ და დარუბანდი აიღეს, მაგრამ წინსვლა და ბაქოს დაკავება ვეღარ შეძლეს. ქართულ ისტორიოგრაფიაში საუაბრია პეტრე პირველის მხრიდან ღალატზე და ქართველების მოტყუებაზე. სინამდვილეში რუსული ფლოტი ზღვის ღელვის გამო განადგურდა, ამას თან დაერთო ჯარში ავადმყოფობის გავრცელება და ასეთ პირობებში ლაშქრობის გაგრძელება შეუძლებელი გახდა. პეტრე პირველმა ლაშქრობა მომდევნო წლისთვის გადადო.


4. 1769-1774 წლებში მიმდინარეობდა რუსეთ-თურქეთის ომი. რუსეთმა საქართველოში გამოგზავნა 4000 კაციანი ჯარი. იმერეთის მეფე სოლომონი დიდი სიხარულით შეხვდა რუსების გამოჩენას საქართველოში. სოლომონმა რუსებთან ერთად გაწმინდა იმერეთის ციხეები თურქული გარნიზონისგან.


1798 წელს გარდაიცვალა ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II და გამეფდა გიორგი XII. მისი გამეფებით უკმაყოფილო ბატონიშვილები გიორგის დაუპირისპირდნენ. ალექსანდრე ბატონიშვილი ირანში გაიქცა და შეეცადა ირანელების დახმარებით ჩაეგდო ხელში ტახტი. შექმნილი მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, გიორგი XII-მ 1799 წელს ახალი ხელშეკრულება გააფორმა რუსეთთან, რომლის მიხედვითაც სამეფო მთლიანად უნდა გადასცემოდა რუსეთის იმპერატორს, გუბერნიის უფლებით შესულ საქართველოში კი მეფობა გიორგის შთამომავლებს მემკვიდრეობით უნდა მიეღოთ. 1800 წელს ალექსანდრემ ლეკებისა და ირანელების დახმარებით ქართლ-კახეთში ილაშქრა, თუმცა უშედეგოდ. მისი კოალიციური ჯარი ქარველების და რუსების გაერთიანებულმა ჯარმა დაამარცხა. 1800 წლის 23 დეკემბრეს გიორგი XII გარდაიცვალა. 1801 წლის 18 იანვარს, ხელშეკრულების თანახმად, რუსეთის დედაქალაქში გამოქვეყნდა მანიფესტი საქართველოს შეერთების თაობაზე.


5. საქართველო გაერთიანდა რუსეთის შემადგენლობაში. მე-18 საუკუნის მიწურულს საქართველო დაყოფილი იყო 6 სამეფო-სამთავროდ, რომლებსაც ხშირად გაუთავებელი ქიშპი და ომი ჰქონდათ ერთმანეთთან. ამიერკავკასიაში რუსეთის შემოსვლის შემდეგ საქართველო გაერთიანდა და შინააშლილობას ბოლო მოეღო.


image

ქართლ-კახეთის სამეფო

იმერეთის სამეფო

სამეგრელოს სამთავრო

გურიის სამთავრო

აფხაზეთის სამთავრო

სვანეთის სამთავრო


6. 1828-1829 წლებში მიმდინარეობდა რუსეთ-თურქეთის ომი, რომელშიც გაიმარჯვა რუსეთმა. ზავის შედეგად საქართველოს დაუბრუნდა ახალციხე-ახალქალაქი და ფოთი. მართალია, რუსეთი თავისი იმპერიის საზღვრებს აფართოვებდა, მაგრამ ამით საქართველომაც გვარიანად იხეირა და დაიბრუნა ის ძირძველი ტერიტორიები, რომლის დაბრუნების შესაძლებლობაც დამოუკიდებლად არ ჰქონდა.


7. 1877-1878 წლებში რუსეთმა ისევ დაამარცხა ოსმალეთი და თურქთა 300 წლიანი ბატონობისგან გაანთავისუფლა აჭარა. აჭარის გარდა საქართველოს დაუბრუნდა ისტორიული ტაო-კლარჯეთის ნაწილი: ართვინი, არდაგანი, ოლთისი და ყარსი.


გარდა გაერთიანებისა და ტერიტორიული შენაძენისა, რუსეთმა საქართველოში შემოიტანა ევროპული ცივილიზაცია. რადგან საქართველო 300 წლის განმავლობაში მოკლებული იყო ევროპასთან კავშირს, რუსეთი იყო საქართველოს ევროპასთან დამაკავშირებელი ერთადერთი საშუალება.

ვნახოთ, როგორ აღგვიწერს მე-18 საუკუნის მიწურულს საქართველოს მდგომარეობას ცნობილი ინგლისელი ისტორიკოსი ალან ბალოკი:

- „დროდადრო საქართველო იყო თავისუფალი, მაგრამ მისი ძველი ცივილიზაცია და მოსახლეობა გაუსაძლის გაჭირვებაში ღაფავდა სულს. მოსახლეობის 3/4-ს არ შეეძლო წერა-კითხვა. არ არსებობდა ინდუსტრია, არსად შეეძლო ადამიანს ქუჩებში უსაფრთხოდ გადაადგილება გახშირებული ყაჩაღობის გამო“.


ქვეყანაში დაიწყო სასწავლებლების გახსნა


8. 1804 - გაიხსნა ორკლასიანი სასწავლებელი, შემდეგ 6 კლასიანი, რომელიც 1830 წელს გიმნაზიად გადაკეთდა.

9. 1815 - გაიხსნა სასულიერო სემინარია.

10. 1840 წელს გაიხსნა ქალთა ინსტიტუტი.

11. 1928 - საქ. პოლიტექნიკუმი ინსტიტუტი.

12. 1929 – 13 სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი და გლეხი ახალგაზრდების 14 სკოლა. სპეციალურ კურსებზე მზადდებოდნენ ტრაქტორისტები, მექანიზატორები, ზეინკლები, ელექტრიკოსები და სხვა. 1

13. 1930 - სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი.

14. 1930 - სამედიცინო ინსტიტუტი.

15. 1933 - გეოფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. 1935 - ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.

16. 1936 - ენის, ისტორიის და მატერიალური კულტურის ინსტიტუტი.

17. 1941- გეოგრაფიის, სატყეო, მემინდვრეობის, თელავის მევენახეობის ინსტიტუტები.

18. 1943 - შ.რუსთაველის სახელობის ლიტერატურის და ფსიქოლოგიის ინსტიტუტები.

19. 1944 - ეკონომიკის ინსტიტუტი.

20. 1945 - ლითონისა და სამთო საქმის ინსტიტუტები.

21. 1946 - დაარსდა ფილოსოფიის ინსტიტუტი.

22. 1954 - პოლიტექნიკური ინსტიტუტი.

23. 1955 - გორის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.

24. 1956 - არაორგანული ქიმიის და ელექტროქიმიის ინსტიტუტი.

25. 1956 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში შეიქმნა გამოთვლითი ცენტრი და დაიწყო ფიზიკის ინსტიტუტის ატომური რეაქტორის მშენებლობა. ახალგაზრდა ქართველმა ფიზიკოსებმა სსრკ-ში პირველებმა დაამუშავეს ბირთვული ფიზიკის მთელი რიგი საკითხები.

26. 1957 - აშენდა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია.

27. 1958- სამთო მექანიკის ინსტიტუტი, პალეობიოლოგიის ინსტიტუტი.

28. 1958- ხელნაწერთა ინსტიტუტი, ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.

29.1959- ამოქმედდა ფიზიკის ინსტიტუტის ბირთვული რეაქტორი.

30. 1960- აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი.

31. მასწავლებელთა გადამზადების ცენტრები: ქუთაისი (1930), ცხინვალი (1932), თბილის (1935), ბათუმი (1935), გორი (1935), თელავი (1935), ზუგდიდი (1939) - პედაგოგიური ინსტიტუტების მშენებლობა.

32. 1860 წელს 145 დაწყებით და საშუალო სკოლაში სწავლობდა 7800 მოსწავლე. 1940 წელს ფუნქციონირებდა 4511 სოკლა - 767 000 მოსწავლით

33. 1921 - წერა კითხვის მცოდნეთა რიცხვი ქართველებში - 37 %. 1939 - საქართველო სსრკში პირველ ადგილზე გავიდა ერთ სულ მოსახლეზე განათლების დონის მაჩვენებლით.

34. 1927 წელს არსებობდა– 93 საბავშო ბაღი, 1940 – 664
35. 1940 წელს ქვეყანაში იყო 1414 კულტურის სასახლე და 1598 - ბიბლიოთეკა
36. 1958 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში მუშაობდა 1717 კაცი
თეატრების მშენებლობა
37. 1880 - ქუთაისის დრამატული თეატრი.
38. 1900 - ბათუმის თეატრი.
39. 1908 - მარჯანიშვილის თეატრი.
40. 1953 - ბათუმის დრამატული თერატრი.
41. 1955- ქუთაისის თეატრი. კოტე მარჯანიშვილის და სანდრო ახმეტელის მოღვაწეობა თეატრში.
1940 წელს საქართველოში 48 თეატრი იყო
ფაბრიკა-ქარხნები
42. 1870-იანი წლები- თბილისის ხე-ტყის სახერხი 7 ქარხნის მშენებლობა.
43. 1921-1928 წლები – 42 ახალი სამრეწველო ქარხანა.
44. 1922 - გაიხსნა თბილისის ელექტრომექანიკური ქარხანა „ტემზა“, ამუშავდა აბრეშუმსაქსოვი და სამკერვალო ფაბრიკები, პოლიგრაფტრესტის სტამბები, საკარტონაჟო ფაბრიკა.
45. 1923 - ამუშავდა თბილისის სპილენძსაგლინავი ქარხანა, თუჯსადნობი ქარხანა.
46. 1924 წელს ამუშავდა ქუთაისის მაუდის ფაბრიკა მოსკოვის ერთ-ერთი ფაბრიკის მოწყობილობების ხარჯზე, რომელიც საქართველოს 1923 წელს საჩუქრად გადაეცა.
47. 1926 - აბრეშუმის ძაფსახვევი ფაბრიკები ოზურგეთში, ხონსა და თელავში.
48. 1926 - ქუთაისის რეზინის და ბამბის ფაბრიკების მშენებლობა.
1927 წელს აშენდა
49. თბილისის ლითონკონსტრუქციის და ლითოგრაფიული ქვის დამამზადებელი ქარხნები
50. ავეჯის ფაბრიკა
51. ბათუმის ხის დამმუშავებელი ქარხანა
52. თბილისის მაუდის ფაბრიკა
53. კასპის ცემენტის ქარხნის მშენებლობა
54. ბორჯომის საკასრე ქარხანა.
55. 1928 - გორის საკონსერვო ქარხანა
56. მცხეთის ხე-ტყის გდამამუშავებელი ქარხანა.
57. 1929 - ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა
58. ქუთაისის ძაფსახვევი ფაბრიკა
59. სენაკის აგურ-კრამიტის ქარხანა
60. მოწამეთის კირის ქარხანა.
61. 1930 - თბილისის მაუდის ქარხანა
62. ბაქო-ბათუმის ნავთობსადენის მშენებლობა.
63. 1955 - რუსთავის აზოტოვანი სასუქების ქარხანა, რომელიც არა მარტო ამარაგებდა მთელ საქართველოს, არამდედ მთელ ამიერკავკასიას.
64. 1976 – საქართველოში 1127 სამრეწველო ქარხანა იყო. 1945-1953 – 43 ახალი მანქანა-ტრაქტორის სადგურის მშენებლობა.
რკინიგზა
65. 1864- თბილისი-ფოთის რკინიგზის მშენებლობის დაწყება. 1872 წლის 10 ოქტომბრეს ფოთიდან თბილისში პირველი სამგზავრო მატარებელი ჩამოვიდა. ეს დღე ითვლება ამიერკავკასიის რკინიგზის დაბადების დღეს.
66. 1877- რიონი-ქუთაისის რკინიგზის ხაზის დასრულება.
67. 1883 - სამტრედია ბათუმის რკინიგზის დასრულება.
68. 1886- ქუთაისი-ტყიბულის ხაზი.
69. 1890 წელს გაიხსნა სურამის გვირაბი.
70. 1895 - შორაპანი-ჭიათურის ხაზის დასრულება.
71. 1900 წელს დაიწყო პეტროვსკის შტოს გაყვანა, რითაც რკინიგზა შეუერთდა რუსეთის სარკინიგზო ქსელს.
72. 1910-1915 წლებში კახეთის რკინიგზის ხაზის მშენებლობა დასრულდა.
73. 1940-1953 - საქართველოს რკინიგზის სიგრძე გაიზარდა 1133-1335 კმ-მდე.
74. 1925-26 წლლებში მრეწველობის ხვედრითი წილი გაიზარდა 26%-ით. დაიგო ახალი ხიდები, რკინიგზა, რუსეთიდან გამოგზავნილი იქნა ორთქმავლები და სატრანსპორტო საშუალებები. მოქმედი ორთქმავლების რიცხვმა შეადგინა 861, სამგზავრო ვაგონების რიცხვი 183 ერთეული.
75. 1926-29 წლებში საქართველომ რუსეთისგან მიიღო ახალი მძლავრი ორთქმავლები, ვაგონები და სალიანდაგო მასალები.
76. 1927 -სენაკ-ზუგდიდის რკინიგზის უბანი, ფოთის და სოხუმის პორტების რეკონსტრუქცია.
ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობა
1926 წელი
77. ველისციხის ჰესი
78. ხონის ჰესი
79. შოვის ჰესი
80. ონის ჰესი
81. აბასთუმნის ჰესი
82. ახალციხის ჰესი
83. აწყურის სასოფლო ჰესი
1927 წელი
84. აწჰესის
85. აბაშის აბჰესის
86. ალაზნისჰესი
87. ზაჰესი
88. 1933 - რიონჰესი.
89. 1947 - ხრამჰესი I.
90. 1951 - ჩითახევჰესი.
91. 1952 - საცხენისიჰესი.
92. 1954 - ორთაჭალჰესი.
93. 1954 - ხრამჰესი II.
94. 1955 - შაორჰესი.
95. 1956 - ძევრულჰესი.
96. 1956 - გუმათჰესი I, გუმათჰესი II.
97. 1970- ვარდნილჰესი I.
98. 1971 - ვარდნილჰესი II.
99. 1976 - ვარციხეჰესი-I .
100. 1978 - ენგურჰესი.
101. 1978 - ვარციხეჰესი-II.
102. 1980 - ვარციხეჰესი-III.
103. 1985 - ჟინვალჰესი.
104. 1987- ვარციხეჰესი-IV.
ჰესების დაფინანსების დიდი ნაწილი მოდიოდა არა საქართველოს, არამედ საკავშირო ბიუჯეტიდან. მაგალითად.ზაჰესი მშენებლობაზე დაიხარჯა 15, 7 მილიონი მანეთი (აქედან 11 მილიონი დახარჯული იქნა საკავშირო ბიუჯეტიდან) რიონჰესის მშენებლობაზე დაიხარჯა 13 მილიონი, საკავშირო ბიუჯეტმა გაიღო 9, 7 მილიონი. ინდუსტრიალიზაციის დაწყების პერიოდში საქართველოს ბიუჯეტი დეფიციტური იყო და იფარებოდა ამიერკავკასიის ფედერაციის საკავშირო ბიუჯეტიდან.
სოფლის მეურნეობა
105. 1921 წლის 6 აპრილის დეკრეტი მიწის „მშრომელი ხალხის საკუთრებად გამოცხადების შესახებ“. მიწები დაურიგეს გლეხებს. შედეგად გლეხური მეურნეობის რიცხვი გაიზარდა 413 948-მდე.(გაიზარდა 87 588-ით).
106. 1921-1925 - გაყვანილი იქნა 6 სარწყავი არხი, რომლითაც ირწყვებოდა 43 500 დესეტინა მიწა.
107. 1951- ზემო სამგორის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის მშენებლობა.
108. 1951 - ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის მშენებლობის დაწყება, 150 000 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მორწყვის უზრუნველსაყოფად.
109. 1953-1959 - ვანათის, თეძამ-ოკამის, მუხრანის, ტაშისკარის სარწყავი არხები. კოლხეთის, ენგურ-ხუმუშკურის და წითელი გორას ამოსაშრობი სისტემები. მეორე ხუთწლედში საქართველოს მრეწველობის მთლიანი პროდუქცია 108%-ით გაიზარდა.
110. 1935 წელს ფოთის რაიონში დააშვრეს ჭაობი 309 ჰექტარზე, ხობის რაიონში - 5538 ჰექტარი, სენაკის რაიონში -6621 ჰექტარი, აბაშის რაიონი - 1052, ლანჩხუთი - 566, მახარაძის რაიონში -520.
111. 1930 – 5400 ჰექტარი სარწყავი მასივი, 1933 წელს ირწყვებოდა 23 654 ჰექტარი.
სხვადასხვა
112. 1937 - საქართველოს ბიუჯეტის შემოსავალი - 805 396 მანეთი, 1938 – 1 065 000, 1939 – 1147806. 1960 წელს ციტრუსების პლანტაცია გაშენებული იყო 9 ათას ჰექტარზე, 1970 წელს - 65 000 ჰექტარზე. 1970- დასაქმებული იყო 2, 1 მილიონი კაცი. 1966 - საქართველოს ეროვნული შემოსავალი 3022 მილიონი მანეთი, 1970 – 4099 მილიონი მანეთი.
113. მონებით ვაჭრობის აკრძალვა. სამწუხაროდ მონებით ვაჭრობაში ჩართულები იყვნენ ქართველი მთავრებიც, რომლებიც ქართველ გლეხებს სტამბულის ბაზარზე ჰყიდდნენ. რუსეთის შემოსვლის შემდეგ მონებით ვაჭრობას ბოლო მოეღო.
114. 1844 წელს 4 ათასზე მეტი საქსოვი დაზგის შემოტანა
115. 1861 - ბატონყმობის გაუქმება
116. 1921 - შემოიღეს 8 საათიანი სამუშაო დღე, 7 საათიანი სამუშაო დღე ღამით მუშაობისთვის. ქალთათვის და მოზარდებისთვის სამუშაო დღე განისაზღვრა 4-6 საათით. მიღებული იქნა დეკრეტი შრომის დაცვის ინსპექციის დაწესების შესახებ.
117. 1922 წელს მიიღეს საქართველოს კონსტიტუცია. სახელმწიფო ენად ქართული გამოცხადდა. მსგავსი პრივილეგიით არც ერთ რესპუბლიკას არ უსარგებლია.
118. 1928 წელს სატელეფონო გაყვანილობის სიგრძემ 7 ათას კმ-ს გადააჭარბა
119. 1929 წელი - 17 მაღაროს და გამამდიდრებელი ფაბრიკის მშენებლობა, 9300 დასაქმებული მუშა მანგანუმის წარმოებაში
120. 1930 წელს უმუშევრობა საქართველოში ოფიციალურად აღარ იყო რეგისტრიებული
121. 1932 წელს დაარსდა აბასთუმნის ობსერვატორია
122. 1942 - თბილისში დაიდგა რუსთაველის ძეგლი. განსხვავებით დღევანდელი საქართველოსგან, სადაც ალიევის ძეგლი და ბუშის ქუჩა გვაქვს, იმ დროს ქართველები ქართული კულტურის განვითარებაზე ზრუნავდნენ. საბჭოთა კავშირის დროს დაიდგა საქართველოში ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის, ერეკლე მოერეს და სხვა ქართველი მეფეების ძეგლები. დაიდგა ქართვლის დედის ძეგლი.
123. 1946 - ა. ჭავჭავაძის, ი.ჭავჭავაძის სახლმუზეუმების მშენებლობა
124. 1952 წელს გაიხსნა ხელოვნების მუზეუმი
125. 1954 წელს ქალაქ ჭიათურაში გაიყვანეს საბაგირო
126. 1956 წელი - საბურთალოს მასივის განაშენიანება
127. 1943 წელს სტალინის ბრძანებით აღდგა საქართველოს ავტოკეფალია
128. 1944 წელს სტალინმა სამცხე-ჯავახეთიდან გაასახლა სეპარატისტულად განწყობილი თურქები, აზერები, ქურთები და ლეკები. სულ 120 000 სული
129. 1945 წელს სტალინის ბრძანებით საქართველოს გადაეცა ქლუხორისა და ახალხევის რაიონები. საქართველოს ტერიტორიამ 80 000 კმ კვადრატს მიაღწია. დღემდე მიღებულია მცდარი შეხედულება იმის თაობაზე, რომ რუსეთმა თურქეთს ტაო-კლარჯეთი აჩუქა თუ გადასცა და ამიტომ თურქეთი ოკუპანტი არ არისო. რაც ტყუილია და თურქი პროპაგანდისტების და მათი ქართველი მხარდამჭერების შემოგდებული დეზინფორმაციაა, რაც ადვილად დაიჯერა საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა. სინამდვილეში რუსეთმა და თურქეთმა 1921 წელს გაიყვეს საქართველო. იმ მომენტში რუსეთს არ შეეძლო არ გაეთვალისწინებია თურქეთის ძალა რეგიონში და მთლიანი საქართველო შეეერთებია, რადგან ამას აუცილებლად მოჰყვებოდა რუსეთ-თურქეთის ომი, სამოქალაქო ომში გახვეულ რუსეთს კი იმის შესაძლებბლობა არ ჰქონდა, რომ თურქეთს დაპირისპირდებოდა. მოგვიანებით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სტალინი ტერიტორიულ პრეტენზიას წაუყენებს თურქეთს და ტაო-კლარჯეთის და ყარსის დაბრუნებას მოსთხოვს. მზადდებოდა გეგმა თურქეთში შესაჭრელად ბალკანეთიდან და კავკასიიდან. რა შეაჩერებდა საბჭოთა არმიას, აეღო ტრაპიზონი, მთელი ტაო-კლარჯეთი და თვით კონსტანტინეპოლიც კი? თურქეთის არმია ნამდვილად ვერა, მაგრამ თურქეთს მხსნელად დასავლეთი მოევლინა. ინგლისი და ამერიკა, რომელთაც არ აწყობდათ საბჭოთა კავშირის გაძლიერება, წინ აღუდგნენ სტალინის გეგმას. ატომური იარაღით აღჭურვილ ამერიკასთან დაპირისპირება იმ დროს რომ ვერ მოხერხდებოდა, კარგად იცოდა სტალინმაც და ისღა დარჩენოდა, ამ გეგმაზე უარი ეთქვა.
image
130. 1956 - თბილისში დაიწყო ტელეტრანსლაცია
131. 1957 - დაიგო ვარაზისხევის ტრასა
132. 1959 - ვაკე-საბურთალოს მაგისტრალის მშენებლობა, თბილისის ზღვის დიდი ტყე-პარკი განაშენიანება
133. 1966 წელს აშენდა თბილისის მეტროპოლიტენი. წესით საბჭოთა კავშირში მეტროპოლიტენი მხოლოდ მილიონიან ქალაქებს ეკუთვნოდათ, იმ დროისთვის თბილისის მოსახლეობა მილიონს ბევრად ჩამორჩებოდა, მაგრამ მეტროპოლიტენი მაინც ააშენეს. სხვათა შორის, თბილისი საბჭოთა კავშირში იყო მე-4 ქალაქი, სადაც მეტროპოლიტენი აშენდა.
134. საბჭოთა კავშირში საქართველო აწარმოებდა იმაზე 4-ჯერ ნაკლები ღირებულების პროდუქტს, ვიდრე მოიხმარდა
image
135. ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებელი, რაც საქართველომ რუსეთისგან მიიღო, ეს იყო ფიზიკური გადარჩენა. თუ საქართველოს მოსახლეობა მე-12 საუკუნეში 5 მილიონ ადამიანს აჭარბებდა, მე-18 საუკუნის ბოლოს, 600 წლიანი გაუთავებელი ომიანობის გამო, მოსახლეობა ნახევარ მილიონამდე შემცირდა და გადაშენების პირას დადგა. მოსახლეობის კლებას ომიანობის გარდა იწვევდა მონებით ვაჭრობა.
რუსეთისგან განსხვავებით ნებისმიერი სხვა დამპყრობლის გამოჩენა საქართველოში, იქნებოდნენ ესენი ოსმალები, არაბები, ირანელები, მონღოლები თუ ლეკები, ყოველთვის ასოცირდებოდა ძარცვა-რბევასთან, ნგრევასთან, ეკონომიკის მოშლასთან, მოსახლეობის უმოწყალო ჟლეტასთან, მონებით ვაჭრობასთან, გადასახლებასთან, კულტურული მემკვიდრეობის განადგურებასთან და ერთი ფაქტიც კი არ არსებობობს ისტორიაში იმისა, რომ მათ საქართველოში რამე აეშენებიათ.
გამოყენებული ლიტერატურა:
Alan Bullock - “ჰიტლერი და სტალინი, პარალელური ბიოგრაფიები”
Isaac Deutscher - “სტალინი”
ივანე ჯავახიშვილი - „ქართველი ერის ისტორია“
მ. ლორთქიფანიძე, ო. ჯაფარიძე, დ. მუსხელიშვილი - „საქართველოს ისტორია ოთხ ტომად“
ომარ ქუცნაშივილი - „საქართველო 2050. საქართველოს განვითარების სტრატეგია“
ა. ფარჯანაძე - „ჩრდილოეთ კავკასია, საქართველო, რუსეთი“










23
2379
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:white knight
white knight
2379
  
2019, 11 თებერვალი, 0:47
გახარებედა, ქუგგალე ჯიმა. კი ვიცი ეგ ამბები, მაგის კითხვის მეტი არაფერი მიკეთებია დადიანის მუზეუმში.
ბევრი დიდგვაროვანია ანათემას გადაცემული ყმებით ვაჭრობის გამო, ჩემდა საბედნიეროდ ჩიჩუები არ არიან იმ ჩამონათვალში.
2019, 10 თებერვალი, 23:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი კანონგარეშე-ის კომენტარზე
2019, 29 იანვარი, 19:50
ჰაჰა, ბევრად პატარა ხარ ვიდრე ამბობ.
გამნაღმველებზე გაზეთებში არ წერენ არც მედიით გამოყავთ.
ეს ისე განმარტებისათვის, შედი ჩემ გვერდზე და სურათებში მოიძიე მედლები, რომლებიც განაღმვითი სამუშაოებისათვის მომცეს.
ჩემი სახელი და გვარი აწერია მოწმობებს, რომლებიც ახლავს მედლებს.
ყველა ომში არა, ასაკი არ მიწყობს ხელს.
აფხაზეთში პარტიზანობის პერიოდში მამას ჯგუფს დავყვებოდი 15 წლის ასაკიდან, სამაჩაბლოში 2008 წელს უკვე ოფიცრის რანგში ვიბრძოდი.
მარტივია, გადაამოწმე თავდაცვის უწყებაში და შსს-ში. :)
2019, 29 იანვარი, 19:31
11 წლის ვართქო ვინ თქვა. 24 წლის ვარ. მე გითხარი სამაჩაბლოს პირველ ომში დაბადებული არ ვიყავითქო. საინტერესოა ისე, ასეთი დევგმირი თუ ხარ და ყველა ომში იბრძოდი, შენზე საზოგადოებას არაფერი რატომ არ სმენია? კაკ მინიმუმ, წიგნებში თუ არა, გაზეთებში მაინც უნდა იყო ნახსენები შენი გმირობები ))
2019, 29 იანვარი, 19:23
2008 წელს დაბადებული არ იყავი ხო? :)
დავიჯერო 11 წლის არა ხარ და უკვე ისე მოგწამლეს, რომ უკვე ტირანის "ფანკლუბის წევრი" გაგხადეს?
სხვის ციდვას მე ვერ ვიკისრებ ან რატომ უნდა ვიტვირთო სხვისი ცოდვა?
დამიდე ერთი მაგალითი თავადი ჩიჩუების მიერ ყმების გაყიდვაზე და ჯერ ბოდიშს მოვიხდი მერე საერთოდ წავალ პორტალიდან.
მაგრამ რაც არ ყოფილა შენ საიდან უნდა მოიტანო? :)
ჩემი წინაპარი ერეკლეს ახლდა კრწანისის ბრძოლაში და ამისი დამადასტურებელი ოფიციალური სიგელი, რომელიც ერეკლეს სახელითაა გაცემული ზუგდიდში დადიანების მუზეუმშია დაცული, თუ გამოგიშვებენ მარტო მშობლები დაგხვდები, მიგიყვან და განახებ.
ფოთის ციხე ვამეყ ჩიჩუამ აიღო და გასაყიდად იქ დამწყვდეული ტყვეები იმერეთიდან და ოდიშიდან ჩემმა წინაპარმა გაანთავისუფლა.
ასე, რომ ყველა თავადი ნაგავი არ იყო, დიდი ილია გაიხსენე და სხვა დროს კორექტულობა დაიცავი, როცა უფროსი ზრდილობიანად გესაუბრება.
კი, დიდი ძეგლი დაუდგეს გორში, სადაც ბევრად მაღალია ვიდრე რეალურად იყო ეგნატაშვილის ნაბუშარი. :)
2019, 29 იანვარი, 19:13
თავადები რომ მონებს ჰყიდდნენ, ეს დადასტურებული ფაქტია. ამის შესახებ წერენ იმდროინდელი საზოგადო მოღვაწეები, ისტორიკოსები თუ მეფეები. ამიტომ მე კი არაფერი მაქვს დასამტკიცებელი, ეს თქვენ გაქვთ დასამტკიცებელი, რომ თქვენი წინაპრები ქართველებს მონებად არ ჰყიდდნენ. სასაცილოა ისე თქვენი "მიხვედრილობა", სამაჩაბლოს ომში დაბადებულიც არ ვიყავი და კლავიატურას ვუკაკუნებდი თურმე ))
პ.ს სტალინს ჩემი ქება არ ჭირდება, სტალინი ჩემი ქების გარეშეც დიდია
2019, 29 იანვარი, 18:47
აზრი არა აქვს ამის თქმას, გაქანებული სტალინისტია და არა მგონია ფაქტები მისთვის არგუმენტად გამოდგეს.
2019, 29 იანვარი, 18:33
მდივნიშვილი მგონიხარ რატომღაც, წერის მანერა და რუსთმადიდებლობა მიმტკიცებს ამ აზრს. :)
2019, 29 იანვარი, 18:31
ან დამიმტკიცეთ ან ბოდიშს მოიხდით, შენგან განსხვავებით გვარს არ ვმალავ, რადგან დასამალი არაფერი მაქვს.
ქართველებით მოვაჭრეები შენსკენ მოიკითხე და მეორე მამაჩემსაც და მეც ბევრისგან განსხვავებით ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში უკან არ დაგვიხევია და ზოგიერთებივით არ დავმალულვართ.
შენ რომ კლავიატურას უკაკუნებდი ვაჟკაც, მე რუს ოკუპანტებს ვებრძოდი სამაჩაბლოში.
ასობით აღებული ნაღმის გამო მაქვს მედლები მიღებული, ტირანი სტალინის ქებაში არ მიმიღია.
ბაბუაჩემის ძმა, ბატალიონის შტაბის უფროსი დაიკარგა ქერჩში უგზოუკვლოდ თუ ძალიან გაინტერესებს.
2019, 29 იანვარი, 18:16
ყველა თავადი ყიდდა და ძნელი წარმოსადგენია, რომ თქვენი წინაპრები იყვნენ გამონაკლისები. ქართველებით მოვაჭრის შთამომავლის ანტიქართული პოზიციები გასაგებია ჩემთვის. არა უშავს, ყველას სახელოვანი წინაპრები არ ჰყოლია. ზოგი გმირი იყო და ზოგი მოღალატე. ისე მაინტერესებს, თქვენი წინაპრებიდან რომელიმე თუ იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში?
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10