საზოგადოება ქრისტეს წელი და არა „ღორის წელიწადი“ 2019, 27 იანვარი, 16:58 სოციალურ ქსელში გამოჩნდა პოსტი სახელწოდებით „ქრისტეს წელი და არა „ ღორის წელიწადი“.
გამოქვეყნებიდან ათ დღეში პოსტი ათიათასჯერ გააზიარეს. „ღორებმა, დრაკონებმა, გველებმა და აღმოსავლური კლენდრის სხვა ცხოველებმა გადაავსეს კალენდრები და სუვენირის მაღაზიების დახლები.არსებობს მრავალი რჩევა-დარიგება იმის თაობაზე, თუ „სწორად“ როგორ შევხვდეთ „ ღორის წელიწადს“, “ რა შეიძლება და რა არ შეიძლება“ დავდოთ მაგიდაზე. სამწუხაროდ ეს ეზოთერიკული ვატხანალია თითქმის ნორმად იქცა“, -აღნიშნულია იმ პუბლიკაციის დასაწყისში, რომლის ავტორიც ღვთისმსახური ანდრეი ტკაჩოვია.აღმოსავლური კალენდრით გატაცება არც თუ ისე უვნებელი თემაა. ჩვენ, ახალი ერას აღრიცხვას უდიდესი მოვლენიდან, ქრისტეს დაბადებიდან ვიწყებთ და ეს წელიც გვევლინება როგორც 2019 წელი ქრისტესშობიდან. თუკი ჩვენ ვიწყებთ ძაღლის, დრაკონის და ა.შ. წლების აღნიშვნას, ამით მათ ვაყენებთ ჩვენი მხსნელის, ქრისტეს ადგილზე.
გავიხსენოთ რომ ევროპულ ტრადიაციაში ჩვენი ერა აღინიშნება ასე AD – Anno Domini, „უფლის წელი“. ჩვენთვის ყოველი წელი - უფლის წელია და არა ხარის ან ვირთხის“ „ოქროს სიტყვებია“- აღნიშნა პუბლიკაციის ქვეშ ალექსეი ბაზაროვმა. „მადლობა! მე უკვე ვფიქრობდი, რომ მხოლოდ მე მაღიზიანებდა ეს ყველაფერი და სულაც არ მინდა ახალი წლის წინ ვიფიქრო ღორებზე..... მადლობაააა!!!!!!“, - დაწერა ირინა ბუკინამ. თქვენ რას ფიქრობთ ამ თემაზე? გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულებები კომენტარებში.
***
***379 9-ს მოსწონს |
ჯონ ლენონის მაგალითიც კმარა. უფლის ძაგებიდან რამდენიმე საათში უმიზეზოდ მოკლეს.