ტენდენციები 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის მოდური ტრენდები 2019, 25 იანვარი, 16:17 მოდის დედაქალაქებში-პარიზში, მილანში, ლონდონსა და ნიუ-იორკში უკვე გაიმართა მოდის კვირეულები, სადაც უკვე წარმოადგინეს 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციები.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მოდურ ტრენდებს არამარტო ცნობილი დიზაინერები, ქალებიც განსაზღვრავენ.მარკეტინგული კომპანიები აგროვებენ ინფორმაციას, თუ როგორი სამოსი იყიდება, რაზეა მოთხოვნა და მომხმარებლების შენიშვნებსა გამოხმაურებებსაც ეცნობიან. მსოფლიო ბრენდები კი ამ ინფორმაციის ანალიზს ახდენენ, აფასებენ თუ სამომავლოდ რა მოლოდინი აქვს მომხმარებელს და როგორია მათი განწყობა.
2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის მოდა 1.ფერის ინსტიტუტ Pantone-ს თუ ვერწმუნებით, ამ სეზონზე აქტუალური იქნება მარჯნისფერი და მისი ტონები. გარდა ამისა, პოპულარული იქნება ბეჟი და მისი შეფერილობებიც. 2.მოდაში შემოვა კომბინიზონები, ღია ან ბეჟი შეფერილობებით.3.კვლავ მოდურია ჯინსის სამოსი. სტილი-50-იანების ბოლო და 90-იანების დასაწყისი. 4.შორტები მუხლამდე, რომელსაც ბლუზას ან ჟაკეტს შეუხამებთ-ძალიან პოპულარული იქნება. თვითონ შორტი შესაძლოა იყოს მომდგარი, ბრიჯის ვარიანტი ან თავისუფლად მომდგარი. 5.კოსტიუმი-სამეული ხილის შეფერილობებით, რომელიც შედგება მუხლამდე ქვედაბოლოსგან, ტოპისა და პიჯაკისგან. 6.საღამოს კაბები და ბლუზები ბაფთით, როგორც 50-იანებში, ისევ მოდური ხდება. 7.კვლავ მოდურია მსუბუქი კაბები ყვავილების, მცენარეების, გეომეტრიული თუ აბსტრაქტული პრინტებით. ისევ აქტუალურია ლეოპარდის პრინტი. 8.მოდა ბრუნდება: ისევ მოდურ ტოპ-ტენდენციებშია კოპლებიანი კაბები-შავი კომპლები თეთრ ქსოვილზე ან პირიქით. სხვა ფერებით ექსპერიმენტების ჩატარებას არ გირჩევთ. 9.ფურჩალები და მაქმანები ისევ მოდაში ბრუნდება. ისინი იმ დროს გვახსენებენ, როცა ყოველი ქალი პრინცესასავით გამოიყურებოდა. 10.თავსაბურავს რაც შეეხება-შლიაპა ან ხილაბანდი. შლიაპა-მზისგან დასაცავად, ხილაბანდი კი-მხოლოდ დეკორატიული დანიშნულებით შეგიძლიათ იხმაროთ. 396 შეფასება არ არის
|