x
image
Yoona
Mediator image
რომელი ნივთები გაქრება 20 წლის შემდეგ და რატომ აღარ დაგვჭირდება
image

ჩვენ ვერ ვამჩნევთ, რომ დროთა განმავლობაში ჩვეული ნივთები ქრება: ვიდეო ჩამწერი, დისკები, ღილაკიანი მობილური ტელეფონი...და ეს მხოლოდ მცირე ნაწილია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ჩვეულად მიგვაჩნდა. წარსულიდან არცთუ ისე ბევრი ნივთის შენარჩუნება მოხდა - მაგ., ტელევიზორის პულტი და კარის რკინის გასაღები, მაგრამ მალე ისინიც დავიწყებას მიეცემიან.

ნახეთ, უახლოეს მომავალში რომელი ნივთები შეიძლება გაქრეს და რომელი ნივთების გამოყენებას უნდა დაეთანხმოთ.


ავტომობილის სარკე

image

Audi-მ უკვე წარმოადგინა ავტომობილი სარკის გარეშე, რომლის შეძენას უკვე 2019 წლის დასაწყისიდან შეძლებთ. მალე, დანარჩენი საავტომობილო კომპანიებიც მიჰბაძავენ - მანქანებში კამერები იქნება დამონტაჟებული, ხოლო საბორტო რობოტი საფრთხის მოახლოებაზე გაგაფრთხილებთ.


ასევე მექანიკური ხელით მართვა და ბენზინის ძრავა წარსულს ჩაჰბარდება. უკვე ამ წლიდან, ინგლისის ახალ შენობებში ელექტრო ავტომობილების დასატენი სადგურები გამოჩნდა, ხოლო 2035 წელს მოსახლეობის ეკოლოგიური ტიპის ტრანსპორტზე გადასვლას აპირებენ.


დისტანციური მართვის პულტი

image

ტექნოლოგია „ჭკვიანი სახლი“ ჩვენს ყოველდღიურობაში სწრაფად შემოდის. ყველა მოწყობილობა შეიძლება ერთი პლანშეტით ან სმარტფონით მართოთ, ამიტომ დისტანციური მართვის პულტი უბრალოდ საჭირო არ იქნება.


ნაღდი და საკრედიტო ბარათები

image

2017 წელს კომპანია TSYC-მა გადაწყვიტა ყველაზე პოპულარული გადახდის მეთოდის შესახებ გაეგო: 1000 გამოკითხული ადამიანიდან მხოლოდ 120 ადამიანი უპირატესობას ნაღდ ფულს ანიჭებდა, დანარჩენებმა კი პლასტიკურ ბარათებს ხმას მისცეს. მაგრამ ბარათებს დიდი ხნის დრო არ აქვს: ძალიან მალე შესყიდვების განხორციელებას და გადახდას შეძლებთ საათით, სმარტფონით ან სხვა გაჯეტებით და ასე საბანკო ბარათების ჩანაცვლება მოხდება.

მანამდე კი მოგვიწევს MasterCard-ის ახალი ნოუ-ჰაუს შესწავლა, Selfie Pay ტექნოლოგიის დახმარებით გახდას თვალის ჩაპაჭუნებით შეძლებთ. ყველაფერი, რაც მომხმარებელს სჭირდება - საკუთარი ტელეფონის წინა კამერაში თვალის ჩაპაჭუნებაა. ევროპაში ახალი მეთოდის გამოცდა უკვე 2018 წლის ნოემბერში დაიწყეს.


გასაღებები

image

რამდენიმე ათეული წელი და სახლის ან ავტომობილის რკინის გასაღების ფორმაც კი დაგვავიწყდება. ავტომობილის ღილაკით მართვის ტექნოლოგია სიახლე არაა, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ მალე ბინის კარის გაღებას სმარტფონზე ერთი დაჭერით, ხმოვანი ბრძანების ან თვალის ბადურის სკანირებით შეძლებთ.


სადენები

image

სმარტფონების დამტენი საშუალებები მალე აღარ გაგაღიზიანებთ და ჯიბიდან ყურსასმენების სადენებს არავინ ამოიღებს. დატენვას შეძლებთ მოწყობილობით, რომელიც რადიო ტალღებს და WI-FI-ს გამოიყენებს. სადენები კი ჩვენს ყოველდღიურობას დატოვებს, სამყარო ბევრად უფრო ფუტურისტული გახდება.


ნემსები

image

აქ სიახლე ერთდროულად კარგი და ცუდია. კარგია - მომავალში ნემსები აღარ იქნება, ცუდი - მათ ადგილას გაჩნდება ტექნოლოგია და ისინი საკმაოდ უცნაურია. მეცნიერებმა ორი ვარიანტი მოიფიქრეს: პირველი - ინექცია, რომლის დახმარებით კანის ფორებში სითხე ხმის სიჩქარეზე უფრო სწრაფად შეაღწევს. მეორე - კაფსულა, რომლის შიგნით წვრილი პატარა ნემსები იქნება და საჭმლის მომნელებელ სისტემაში გაიშლება და ორგანიზმში ნივთიერებას გაუშვებს. მტკივნეულია ეს? სანამ არ გამოცდით, არ გეცოდინებათ.


ადგილზე მიწოდების სერვისი

image

ბოლო წლებში დრონებით სულ უფრო და უფრო მეტი ექსპერიმენტი ტარდება და მათ შორის კურიერის ჩანაცვლების მცდელობა. ბევრ ქვეყანაში ასეთი მიწოდების სერვისი პოპულარული ხდება და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ძალიან მალე მფრინავი კურიერები ჩვენთვის ჩვეული გახდება.


ხელმოწერა

image

ქაღალდის მატარებლები მეორე გვერდზე გადადის და ბიომეტრიული სისტემები სულ უფრო და უფრო გავრცელებული ხდება. სმარტფონები და ბანკომატები ადამიანის სახის გამოცნობას უკვე ახერხებენ, ასევე ძალიან მალე ხელმოწერები ჩვეული ფორმით აღარ იარსებებს - სახის გამოცნობის ტექნოლოგიის წყალობით საკუთარი სმარტფონის კამერაში ჩახედვა საკმარისი იქნება.


პოლეითილენის პარკები

image

ყველამ იცის, რომ პოლიეთილენის პარკის გახრწნას/დაშლას ასეულობით წელი სჭირდება, ამიტომ ბევრმა ქვეყანამ პოლიეთილენის პარკის გამოყენებაზე აკრძალვა დააწესა და მოქალაქეებს ალტერნატიული მეთოდების გამოყენებისკენ მოუწოდებენ, რომლებიც უფრო ეკოლოგიურია, მაგ., ქსოვილის ჩანთა.


კომპიუტერის თაგვი

image

ტექნოლოგია, რომელიც სხვადასხვა ოპერაციების ჟესტებით და თვალით შესრულების საშუალებას იძლევა, მალე ჩვენთვის ჩვეულ ნივთებს ჩაანაცვლებს, მათ შორის კომპიუტერის თაგვს. ახლა ეკრანის შუაში არანაირი ისარი, არანაირი სადენი და ბატარეა არ შეგაწუხებთ.


ბონუსი: შეუცვლელი კადრების კლონების გაკეთებას დაიწყებენ

image

ამბობენ, რომ შეუცვლელი ადამიანი არ არსებობს, მაგრამ შვეიცარულ ბანკში სხვანაირად ფიქრობენ, ამიტომ მათ მთავარი ეკონომისტის კლონი გააკეთეს. დანიელ კალტის ციფრული კლონი ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე მუშაობს და მისი მთავარი მიზანია, წამყვან ფინანსურ სპეციალისტებს დაეხმაროს და კლიენტებს კონსულტაცია გაუწიოს.

მსგავსი კლონის შესაქმნელად 120 HD-კამერა გამოიყენეს, რომელიც დანიელის ყველა მოქმედებას აფიქსირებდა. ინფორმაციის შეგროვების შემდეგ ხელოვნურმა ინტელექტმა არა მხოლოდ მისი საქციელის, არამედ კლიენტებთან ურთიერთობის განსაკუთრებულობა განსაზღვრა. ძალიან მალე “ციფრული დანიელი“ თავის მოვალეობას შეუდგება და მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ კლიენტებს ასლის ორიგინალისგან განსხვავება გაუჭირდებათ. პროექტს ძალიან ამბიციური მიზანი აქვს - მომავალში ბევრი ასეთი თანამშრომლის შექმნას აპირებენ და მალე ციფრულ სპეციალისტებთან თავს უხერხულად აღარ ვიგრძნობთ. თქვენ საკუთარ ციფრულ ასლზე თანახმა იქნებოდით?


ასევე დაგაინტერესებთ:

რა იცის თქვენს შესახებ Google-მა, Facebook-მა და Apple-მა ერთად აღებულმა?


25 მტკიცებულება, რომ იაპონელები 3018 წელში ცხოვრობენ


იცინის თუ არა მონა ლიზა? ყველაფერი თქვენს განწყობაზეა დამოკიდებული


5 რამ, რასაც მდიდარი ადამიანები არასდროს ყიდულობენ, ხოლო ღარიბები მასში ფულს ყრიან


ინტერიერის 19 ცვლილება, რომელთაც სახლის ახალ დონეზე აყვანა შეუძლიათ


რისი თქმა არ შეიძლება სამსახურში: 5 ფრაზა, რაც კარიერას საფრთხეს უქმნის


20 + ტატუ, რომელთა მფლობელებს იუმორის გრძნობა გენებში აქვთ


რა გავაკეთოთ საცობში მოხვედრის დროს?


11 წარმოუდგენელი ფაქტი სამყაროს შესახებ, რომელთა შესახებაც დღემდე არ გსმენიათ


10 რამ, რაც ნათესავებსაც არ უნდა გაუმხილოთ


შეცდომები, რომელთაც სუპერმარკეტში ვუშვებთ, შეიძლება მთელი ქონების ფასად დაგვიჯდეს


7 უჩვეულო მეთოდი, რომელთა დახმარებითაც ჩვენი წინაპრები ყოველდღიურ პრობლემებს აგვარებდნენ


6 სახიფათო აქსესუარი მანქანაში, რომლებიც უნდა მოიშოროთ


6 რამ, რაც საბანკო ბარათების შესახებ უნდა იცოდეთ


4 შვილიანმა ოჯახმა სასკოლო ავტობუსი სახლად გადააკეთა! შედეგი შესანიშნავია


უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

2
1561
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
1561
  
2019, 24 თებერვალი, 1:28
საქართველოს პარლამენტი და მთავრომაც რომ მიყვეს ამათ არა????? მაინც უმაქნისები არიან
2019, 27 იანვარი, 23:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2