x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ამერიკაში დააკავეს სანიტარი,რომელმაც კომაში მყოფი ქალი გააუპატიურა
image

აშშ-ში არიზონას შტატში დააკავეს კლინიკის სანიტარი, რომელმაც დააფეხმძიმა ქალი, რომელიც 14 წელიწადია, კომაში იმყოფება.


როგორც ამერიკული პრესა იუწყება, 36 წლის ნათან საზერლენდი ეჭვმიტანილია 29 წლის პაციენტის მიმართ სექსუალურ ძალადობაში, რაც საბოლოოდ ბავშვის დაბადებით დამთავრდა.


პოლიციამ კლინიკაში მომუშავე მამაკაცების დნმ-ის მასალები შეაგროვა. ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე არიზონას პოლიციის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ კლინიკაში მომუშავე არც ერთ მამაკაცს არ უთქვამს უარი ბიომასალის ჩაბარებაზე.



არიზონას ჯანდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ მათ გადაამოწმეს პაციენტების მდგომარეობა საავადმყოფოში და გააძლიერეს უსაფრთხოების ზომები . კერძოდ, ფენიქსის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად მამაკაცები პაციენტების პალატებში მხოლოდ თანამშრომელი ქალების თანხლებით შედიან.


ამ შემთხვევიდან ცოტა ხანში კლინიკა Hacienda HealthCare-ის აღმასრულებელი დირექტორი, ბილ ტიმონსი გადადგა.

image

გაუპატიურებაში ბრალდებული სანიტარი ნათან საზერლენდი წარმოშობით ჰაიტიდან არის. ის ობოლი იყო და აშშ-ში იშვილეს. ნათანი ძალზე მორწმუნე ქრისტიანად ითვლება, რომელიც ეკლესიებში დადიოდა თავის დასთან და ჯგუფ SLEEPLESSOULJAZ ერთად ასრულებდა ქრისტიანულ სიმღერებს რეპის სტილში.როგორც Hacienda HealthCare-ში განაცხადეს, კლინიკაში მიღების წინ(2011 წელს) ნათანის რეკომენდაცია მკაცრად გადაამოწმეს.

image


შეგახსენებთ, ინციდენტი გასული წლის დეკემბერში მოხდა ქალაქ ფენიქსის Hacienda HealthCare-ს კლინიკაში, შედეგად, კომაში ჩავარდნილმა ქალმა იმშობიარა ჯანმრთელი ბიჭუნა ისე, რომ ამის შესახებ კლინიკის არც ერთმა თანამშრომელმა არ იცოდა. მალევე ამ ფაქტით დაინტერესდა პოლიცია, რა თქმა უნდა, სახეზე იყო გაუპატიურება.


0
628
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
628
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0