სისხლის სამართალი რამ აიძულა მშობლები, სამი კვირის გოგონა ცოცხლად დაემარხათ 2019, 21 იანვარი, 20:53 სასწაულებრივად გადაურჩა პატარა გოგონა სიკვდილს, ის მხოლოდ სამიოდე კვირისაა და რამდენიმე საათი საფლავში გაატარა. ახლოს მცხოვრებმა მისი ტირილის ხმა გაიგონა და მიწიდან ამოთხარა. ჰაერის ტემპერატურა ამ დროს მხოლოდ 3 გრადუსი იყო ცელსიუსით. პატარას პარასკევს საღამოს ტირილის ხმით მიაგნეს და სასწრაფოდ ამოიყვანეს. ჩვილი სულ გაყინული იყო და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია. ბავშვის ხმა იქვე ახლოს მცხოვრებმა შემთხვევით გამვლელმა გაიგონა, რომელიც გვიყვება: "საღამოს რვის ნახევარი იყო, გზაზე მივდიოდი, ბავშვის ტირილის ხმა შემომესმა, გავყევი და შემთხვევის ადგილს მივადექი, მაშინვე ამოვთხარე მიწა და ცოცხალს მივუსწარი." მან მაშინვე წაიყვანა პატარა საავადმყოფოში და პოლიციასაც შეატყობინა. შემთხვევა შანჯახანპურის შტატში, ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში მოხდა. ბავშვი დხამენდრა კუმარმა გადაარჩინა, რომელიც აღშფოთებით ჰყვებოდა, რომ არ დაიჯერებდა ადამიანის ასეთ სისასტიკეს, თავისი თვალით რომ არ ენახა, ასეთ სიცივეში ბავშვის ცოცხლად დამარხვა ნამდვილი მხეცობა იყოო. პოლიციის გამოძიებით დადგინდა, რომ ბავშვი საკუთარმა მშობლებმა (მამა 30 და დედა 28 წლის) დამარხეს ადგილობრივი შამანის მითითებთ. შამანი მშობლებს უმტკიცებდა, რომ ბავშვი შეპყრობილი იყო. ის მათი მესამე შვილი იყო. ახლობლებმა ცოცხალი, საღსალამათი ჩვილი ნათესავების საფლავზე დაფლეს. პოლიციამ დააპატიმრა ბავშვის მამა, დედის დეიდა და ადგილობრივი შამანი. გოგონას დედა გაქცეულია და იმალება.სურათზე დაპატიმრებული შამანი(მარცხნიდან პირველი), ბავშვის მამა და დედის დეიდაა. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, გოგონა მშობლების მოთხოვნით, დედის დეიდამ დამარხა. ბავშვის დედა იძებნება.შამანი, რომელმაც ჩვილი სასიკვდილოდ გაიმეტა. ინდურ-ბუდისტური რწმენის ერთ-ერთი განშტოება არის "ტანტრა", მისი მიმდევარი კი "ტანტრიკი", ანუ იქაური შამანი. სწორედ მან "დაუსვა დიაგნოზი" 20 დღის პატარას, რომ ის შეპყრობილი იყო ავი სულების მიერ და მშობლებს ურჩია ასე მოქცეულიყვნენ, თორემ გოგონას არსებობა მათ ცხოვრებას დაუნგრევდა. 825 4-ს მოსწონს |