x
image
თამილა გურაშვილი
როგორ ვებრძოლოთ ვირუსებს და სხვადასხვა დაავადებს ნივრიანი ნაყენით
image
დღეს, როცა საქართელოში გრიპის ვირუსია გავრცელებული, ხალხი ცდილობს თავიდან აიცილოს ეს საშინელი ვირუსი. ვფიქრობთ, მეტად სასარგებლო იქნება ძველებური, ხალხური რეცეპტი, ნივრის ნაყენი, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს და გვიცავს ვირუსებისგან.

ამისთვის საჭიროა:


2-3 კბილი ნიორი

3 ნაჭერი ახალი ლიმონი


3-4 წვეთი ზეითუნის ზეთი

1 ჭიქა თბილი წყალი

მომზადება :

1. ნივრის კბილი თხლად დაჭერით.

2. დაჭრილი ნიორი ჭურჭელში მოათავსეთ. რადენიმე ნაჭერი ლიმონი და 3-4 წვეთი ზეითუნის ზეთი დაამატეთ.

3. 15 წუთით გააჩერეთ

4. გადაწურეთ და მაშინვე დალიეთ

ნიორი - ერთ–ერთი ანტიმიკრობული საშუალებაა, ის ეფექტურად ასუფთავებს სისხლძარღვებს, კუჭს, ებრძვის პარაზიტებს, ლიმონი ორგანიზმს ვიტამინებით ავსებს, ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსიკური ნარჩენები, ხელს უწყობს ცხიმების წვას, სახის კანის ფერს აუმჯობესებს.

ლიმონში შემავალი კალიუმი გულის მუშაობას ასტიმულირებს, ხელს უწყობს ტვინის და ნერვული სისტემის მუშაობას, ლიმონი სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის, მისი გამოყენება ხელს უწყობს ღვიძლის მუშაობას.

ნივრიანი წყლის რეგულარული გამოყენება ამცირებს გულის შეტევისა და ინსულტის რისკს. ასევე, ნივრიანი წყალი ხელს უშლის სისხლის შედედების ფორმაციას, ნიორი ამცირებს სისხლის წნევას და ქოლესტერინს.

ყოველდღიურად ნივრიანი წყალის მიღება ამცირებს ინფექციების რისკს, ამსუბუქებს სახსრების ტკივილს, ღვიძლის და თირკმლის მუშაობას აუმჯობესებს.

ნივრიანი წყალის ყოველდღიური მიღება არ არის რეკომენდებული. 1 ჭიქა ნაყენი კვირაში 2-ჯერ საკმარისია, რომ შედეგი იგრძნოთ.

ნივრიანი წყალი უმჯობესია დალიოთ დილით, საუზმობამდე. თუ წნევის წამლებს ღებულობთ, ნივრიანი წყალი ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ მიიღოთ, რადგან ის წნევას ამცირებს და სისხლს ათხელებს.

ნივრიანი ნაყენი ხელს უწყობს ცხიმების წვას ორგანიზმში. ასტიმულირებს მეტაბოლიზმს, კალორიებს სწრაფად წვავს და მადას ამცირებს.

ლიმონი მდიდარია ვიტამინებით და ანტიოქსიდანტებით, თან ყველა სეზონზე არის ხელმისაწვდომი.

0
174
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
174
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0