x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ქართული მითოლოგია - ფშავ-ხევსურული მითი სამყაროს შექმნის შესახებ
მორიგე ღმერთი და მისი და


თავდაპირველად იყო მხოლოდ მორიგე ღმერთი და მისი და. ისინი ზესკნელის ბინადარნი იყვნენ, რომელიც თავადვე შექმნეს. ისინი ერთიანნი იყვნენ და არავინ და არავითარი სულიერი არსებობდა მათ გარდა. მათ გადაწყვიტეს შეექმნათ სხვა არსებებიც და შექმნეს ზესკნელის არსებები. ზებუნებრივი ძალის, გონების, შესაძლებლობების არსებები, რომელთაც არ იცოდნენ რა იყო სიკვდილი. ზესკნელი - თავიანთი სამყოფელი მთლიანად უკვდავი, ზებუნებრივი არსებებით დაასახლეს, როგორიც იყო მაგალითად ფასკუნჯი, რაში და ა.შ. ასევე ზესკნელის გარდა, სხვა სკნელიც შექმნეს, სადაც გადაწყვიტეს, რომ დაესახლებინათ არა უკვდავი, არამედ მოკვდავი არსებები და ასეც მოიქცნენ, შექმნეს ვარსკვლავები, პლანეტები, მზე, მთვარე, დედამიწა, ცხოველები, ფრინველები და ადამიანი, მაგრამ მხოლოდ მამაკაცი.


მორიგე ღმერთი თავის დასთან ერთად ქმნის სამყაროს


ამდენი ხნის თანაარსებობის შემდგომ მოხდა მათ შორის რაღაც გაურკვევლობა, რამაც გამოიწვია დიდი უთანხმოება. მორიგე ღმერთი განურისხდა თავის დას და დაწყევლა იგი. ამის შემდგომ მათი ერთობა დაიშალა, ისინი განეყარნენ ერთმანეთს და მორიგე ღმერთის ღვიძლი და ავსულად იქცა, ვინაიდან ძმას სამარადჟამოდ მტრად მოეკიდა.



ღმერთის დამ შეინარჩუნა თავისი უწინდელი ძალა, რითაც ძმას არაფრით ჩამოუვარდებოდა, მას კვლავ შეეძლო შექმნა იმისი, რაც სურდა და დაიწყო ყოველგვარი ძმასთან განშორებამდე ქმნილის საწინააღმდეგოს შექმნა მასთან დასაპირისპირებლად. მან შექმნა ქალი, ასევე შექმნა თავისზე დაქვემდებარებული დემონები, როგორიც იყო მაგალითად დევები. დევებს ზესკნელის ძეები, ე.წ. "ღვთისშვილნი" დაუპირისპირდნენ, მოერივნენ და ახალწარმოქმნილ სკნელში - ქვესკნელში განამწესეს. ქვესკნელის წარმოქმნის შემდეგ დედამიწა შუასკნელში მდებარე ადგილად ჩამოყალიბდა.


ქალი და კაცი ემანაციები არიან სახებანი არიან სწორედ ამ ზებუნებრივ ძალთა დაპირისპირების. ქალი როგორც მორიგე ღმერთის და, და კაცი, როგორც მორიგე ღმერთი. ინი და იანი. მამაკაცური და ქალური საწყისი მთელი სამყაროსი. ამგვარი კანონი გავრცელდა მთელ სამყაროზე, ბუნება დაყოფილია ორ ანტაგონისტურ, ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთდამბალანსებელ სისტემად.


საინტერესო პარალელი შეიძლება გაივლოს ზოროასტრულ პრინციპებთანაც თუ როგორ არის დაბალსებული სამყარო კეთილი და ბოროტი, თეთრი და შავი, ურთიერთსაპირისპირო ძალით, მაგრამ ქართველი მთიელების მითში ეს სქესობრივ დაყოფასაც უკავშირდება და კაცი დადებითად, ხოლო ქალი ეშმაკურ საწყისად არის გამოყვანილი, ასევე საინტერესოა, რომ ეს ორივე საწყისი ფშავ-ხევსურული ხედვით ერთი მთლიანის ნაწილია, ისინი საბოლოოდ მაინც და-ძმანი არიან.





ასევე დაგაინტერესებთ:

1. საქართველო - ღვინის სამშობლო (+63 სტატია საქართველოს ისტორიის და კულტურის შესახებ)

2. პირველი ევრაზიელი ადამიანები საქართველოში ცხოვრობდნენ

3. საქართველო - მეფუტკრეობის სამშობლო

4. საქართველო - კერვის და ქსოვის ტექნოლოგიის სამშობლო

5. საქართველოში გავრცელებული დინოზავრები

6. დავით აღმაშენებელი და ჯვაროსნები

7. როსტოვში პროტოქართველთა სამარხი აღმოაჩინეს

8. საქართველო - ოქროს მოპოვების სამშობლო

9. ერექტუსები, ნეანდერტალელები და საპიენსები საქართველოში

10. კოლხური ხარები - ხალკოტავრები

11. ძველი ეგვიპტელები და პროტოქართველები

12. ქართული მითოლოგია - დობილნი

13. ქართული მითოლოგია - ყურშა

14. არუხლო - დიდი აღმოჩენა საქართველოში

15. ქართული წარმართული კოსმოგონია

16. კავკასიური იოგა

17. 100 000 მოწამე - მითი თუ რეალობა



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
1930
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
1930
  
2022, 20 მაისი, 21:21
ხვთისშვილნი
უხსოვარ დროში, როცა სამყარო წარმოიქმნა, ერთარსისგან წარმოიშვა ორი დაპირისპირებული თანაარსი. ღმერთი მორიგე და დაი მისი. მორიგე ღმერთმა შექმნა დედამიწა და დაასახლა იქ ყოველი სულდგმული და ადამიანები, თავად ზესკნელში დაიდო ბინა და იქ შექმნა თავისი შვილები, რომელთაც ეწოდათ ღვთისშვილნი და მისცა მათ კაცთა დაცვის კანონი. დაი ღვთისა კი განწესდა ქვესკნელში და უკუნში დაიდო ბინა, შექმნა მან ავსულნი, ქაჯნი, დევები და შავი მაგიის დედად იქცა. როცა კაცნი მიწაზე მოშენდნენ, გამრავლდნენ და მშვიდობით დაიწყეს ცხოვრება, მისი არსებები ქვესკნელიდან მიწაზე ამოვიდნენ და საყმოების რბევა დაიწყეს. იტაცებდნენ და იმონებდნენ ქალებს და ბავშვებს, კლავდნენ მოხუცებს და მეომრებს. აწამებდნენ ყველაზე გამორჩეულ გმირებს და წინ ვერცერთი ადამიანური ძალა ვერ უდგებოდათ. მალე მოხსენდა ზესკნელის მკვიდრებს საშინელება, რაც დედამიწას დაატყდა თავს და ბრძანა მორიგემ - შეკრიბეთ საუკეთესონი ღვთისშვილთა შორის... ადამიანთა გადასარჩენად ისინი კავკასიის მთებში დაეშვნენ...
1967 წელს ჩაწერილი უძველესი ხევსურული გადმოცემის მიხედვით.
2022, 20 მაისი, 21:21
Khvtisshvilni - Sons of God - Protectors of Mankind
in the ancient times, when the universe came into being, two opposing co-beings emerged - Spirits of the universe: God Morige Ghmerti and his sister spirit. The Ghmerti Morige created the earth and settled there every erthlings and Human kind. Himself was settled in the Zeskneli (Heavens) and created there his children, who were called sons of God (Khvisshvilni) and gave them the law of protection of men. Sister of God was enthroned in the underworld (Kveskneli). she created Evel ones (Avsulni, Kajni, Devas) and became the mother of black magic. When man cultivated the earth, multiplied and began to live in peace, his creatures came out of the underworld to the earth and began war against humanity. Women and children were abducted and enslaved, the elderly and warriors were killed. The most outstanding heroes were tortured and no human force could stand in front of them. Soon the inhabitants of Zeskneli (Heavens, Valhalla) were informed of the horror that had befallen the earth, and the God - Ghmerti Morige ordered to gather the best of the sons of God to save Humanity. they descended into the mountains of the Caucasus...
According to the ancient Khevsurian (Georgian highlanders) legend recorded in 1967.
0 1 2