საქართველო ჯენტლმენური ფაქტი ისტორიიდან. რა მოხდა, როდესაც ფრანგი და ინგლისელი ჯარისკაცები ნისლში შემთხვევით ერთმანეთს შეეჩეხნენ? 2019, 20 იანვარი, 22:37 ომი რომ ბოროტებაა, რომლის დროსაც ადამიანები ერთმანეთს უმოწყალოდ ანადგურებენ, ალბათ ამაზე ყველანი ვთანმდებით. ამის მიუხედავად, ისტორიაში უამრავი ცნობილი ფაქტია, როდესაც ომის დროს ადამიანები დიდ სულგრძელობას იჩენენ მოწინააღმდეგის მიმართ და ომის სასტიკ კანონებზე მაღლა ღირსებას აყენებენ. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი ინგლის-საფრანგეთის ომის დროს მოხდა ნიდერლანდებში, როდესაც ინგლისის და საფრანგეთის დაპირისპირებული ლაშქრები სქელ ნისლში ისე უეცრად შეეფეთნენ ერთმანეთს 10-15 ნაბიჯის მანძილზე, რომ ორივე მხარე სახტად დარჩა და რამოდენიმე წამი ერთმანეთს უმოქმედოდ შეჰყურებდნენ. პირველი ინგლისელთა მეთაური გამოერკვა, რომელმაც ქუდი მოიხადა, ფრანგების მისამართით ლამაზი ჟესტი გააკეთა და დაიძახა: "ბატონო ფრანგებო, გთხოვთ პირველებმა მოახდინოთ გასროლა!" ფრანგი მეთაური რისი ფრანგი იქნებოდა ამ ჟესტზე არანაკლები ჟესტით რომ არ ეპასუხა. მანაც ქუდი მოიხადა და თავის მხრივ, შესძახა: როგორ გეკადრებათ, ბატონო ინგლისელებო, თქვენ სტუმრები ხართ და პირველი გასროლაც თქვენ გეკუთვნითო! 349 1-ს მოსწონს
|