კონფლიქტები ჩვენ უნდა ვიცოდეთ მათი ისტორია-შინდისის კიდევ ერთი გმირის ისტორია-ალექსანდრე ონიანი 2019, 20 იანვარი, 16:54 ალექსანდრე ონიანი ერთ-ერთი შინდისის გმირის, რომან ზოიძის ნათლია იყო.
2008 წელს სენაკის მეორე ბრიგადამ ბრძოლა გაუმართა რუსების არმიას, 20-მა შინდისელმა გმირმა დაუნდობელი ბრძოლა გაუმართა რუსების ასეულს.ქართველებმა დიდი ზიანი მიაყენეს რუსულ ასეულს, თუმცა ქართველებიდან 17 დაიღუპა 3 კი გადარჩა.ჩემი ინფორმაციით რუსების დანაკარგი გაცილებით დიდი იყო. შეტაკება შემთხვევით მოხდა, ქართული დანაყოფი რუსულ ასეულს შეეჩეხა, რის შედეგადაც ქართულ მანქანას მსხვილი კალიბრიდან გაუხსნეს ცეცხლი.ფაქტიურად ქართველები ალყაში აღმოჩნდნენ და არც დანებებაზე უფიქრიათ.რამოდენიმე დარტყმის შემდეგ ალესანდრემ ბიჭებს უხმო, მას თავისი ნათლულის თავი ედო მუხლებში, რუსები ძალიან ახლოს იყვნენ.ონიანმა ხელები აწია დანებების ნიშნად, თუმცა მას უკვე გააქტიურებული ლიმონკა ედო და რუსების მოახლოებას ელოდა, ოკუპანტებმა იფიქრეს ტყვედ ავიყვანთო თუმცა მიახლოება და აფეთქების ხმა ერთი იყო. მანამდე ონიანი დაჭრილებს ეხმარებოდა და ბევრი ეხვეწებოდა რომ ის მაინც წასულიყო, თუმცა ალექსანდრემ იქ დარჩენა და თავის გაწირვა ამჯობინა გაქცევას, ბიჭების და ნათლულის დატოვებას აი ასე შეემატა ონიანი 16გმირს, რომლების ხილვის შემდეგ რუსები გაოცებულები დარჩნენ, რადგან მათ ეგონათ რომ ასეულს ებრძოდნენ, თუმცა მათ მხოლოდ 17გმირის გარდაცვლილი სხეული იხილეს. მინაწერი:ეს ნაწილია იმ ყველაფრის რაც რეალურად იქ მოხდა, რა ინფორმაციაც გამაჩნდა იმის გადმოცემას ვეცადე და იმედია არ დამძრახავთ, რომ სრული ისტორია ბოლომდე ვერ გადმოვეცი, რადგან ჩემის აზრით მათი სრული ისტორია მხოლოდ მათ და იქ მყოფებმა იციან. მსგავსი სტატიები:შინდისის უცნობი გმირი, რომელიც გადარჩა და 10წლის შემდეგ გარდაიცვალა ახმად შაჰ მასუდი-გამოჩენილი ავღანელი საველე მეთაური და ქართველი ლომი 167 4-ს მოსწონს
|