x
image
პროფესორი
სიმო ჰაიჰა-თეთრი სიკვდილი

ფინელი სამხედრო მოღვაწე, სნაიპერი, ზამთრის ომის ვეტერანი, მსოფლიო რეკორდის მფლობელი სნაიპერული შაშხანით მოკლულ მოწინააღმდეგეთა რაოდენობის მიხედვით.

ჰაიჰა ფინეთის არმიის რიგებში იბრძოდა წითელი არმიის წინააღმდეგ. ომის განმავლობაში მან დადასტურებული 505 საბჭოთა მებრძოლი მოკლა სნაიპერული შაშხანით.დაუდასტურებელ მკვლელობებთან ერთად ეს ციფრი 542-მდე იზრდება. სნაიპერული შაშხანის გარდა იგი Suomi KP/-31-ს ტიპის ტყვიამფრქვევს იყენებდა, რომლითაც 200-ზე მეტი მოწინააღმდეგე გაანადგურა. ომის ასი დღის განმავლობაში ჰაიჰას მიერ მოკლულ საბჭოელთა რაოდენობა მინიმუმ 705-ს შეადგენს.

ჰაიჰა სიმაღლით 1.60 მეტრი იყო, რის გამოც მისი სიმაღლისთვის შესაფერის საბჭოთა მოსინის შაშხანის ფინურ ვარიანტ M/28-ს იყენებდა. საკუთარი პოზიციის დასამალად ოპტიკური სამიზნის მაგივრად ფინელი რკინის სამიზნეს იყენებდა, რის გამოც მას სროლისას თავის წამოწევა აღარ უწევდა. ბრძოლის დროს ჰაიჰა პირში თოვლს იდებდა რათა სუნთქვისას ორთქლი არ გამოეშვა. ომის პერიოდში ტემპერატურა −40 და −20 °C-ს შორის მერყეობდა, ჰაიჰა მუდმივად თეთრ ფორმაში იყო ჩაცმული რათა თოვლში შეუმჩნეველი დარჩენილიყო.

ჰაიჰას წარმატებები ფინელებმა ფსიქოლოგიური ბრძოლის იარაღად გამოიყენეს. ომის დროს რუსმა ჯარისკაცებმა მას „თეთრი სიკვდილი“ (რუს. Белая смерть, ფინ. Valkoinen Kuolema) შეარქვეს. საბჭოელები მის მოსაშორებლად რესურსებს არ ზოგავდნენ და არტილერიის ცეცხლსა და სნაიპერებს იყენებდნენ.

1940 წლის 6 მარტს ბრძოლის დროს ჰაიჰა ყბაში დაიჭრა, ტყვია მოხვედრისას დაიშალა და ლოყიდან გამოვიდა. სიმო ჰაიჰამ გონება დაკარგა, თანამებრძოლის თქმით მას სახის ნახევარი აღარ ჰქონდა. გონება ფინელ სნაიპერს 13 მარტს, ზავის გაფორმების დღეს, დაუბრუნდა. ომის დასრულებიდან ცოტა ხნის შემდეგ სიმო ჰაიჰა ფელდმარშალმა კარლ გუსტავ მანერჰაიმმა კაპრალიდან პირდაპირ მეორე ლეიტენანტად დააწინაურა, ეს დაწინაურება დღემდე ყველაზე სწრაფ კარიერულ ზრდად რჩება ფინეთის შეიარაღებული ძალებში.

სიმო ჰაიჰას რამდენიმე წელი დასჭირდა მიღებული ჭრილებისაგან გამოსაჯანმრთელებლად, ტყვიამ მისი ყბის ნაწილი მთლიანად გაანადგურა. ჭრილობის მიუხედავად იგი სრულიად გამოკეთდა და ომის შემდეგ წამატებული მონადირე და ძაღლების გამომზრდელი გახდა. ხშირად ნადირობდა ფინეთის პრეზიდენტ ურჰო კეკონენთან ერთად. სიცოცხლის ბოლო წლები რუსეთთან საზღვარზე მდებარე პატარა სოფელში გაატარა სადაც 2002 წელს გარდაიცვალა.image

3
927
9-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
927
  
2015, 21 ოქტომბერი, 0:27
გაიხარეთ))
2015, 20 ოქტომბერი, 23:51
საინტერესო სტატიაა!
2015, 20 ოქტომბერი, 20:42
ადრე დაიბადა, თორემ ეს სუპერ ქილერი იქნებოდაა ახლა რომ ეცხოვრა. :)))
0 1 3