x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138403
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ქართული წარმართული კოსმოგონია
ქართული მითოლოგია - წარმართული კოსმოგონია


ქრისტიანობამდელ პროტოქართველებში ჩვენი სამყარო აღიქმებოდა, როგორც სფერო. სამყაროსეული სფერო განიყოფოდა 3 მთავარ ნაწილად, რომელსაც "სკნელი" ეწოდებოდა, ესენი იყო:


1. ზესკნელი - სამყაროს უმაღლესი საფეხური, უმაღლესი განზომილება, სადაც მკვიდრობდნენ ღმერთები, ზებუნებრივი, დადებითი, კეთილი ძალები და სხვადასხვა არამიწიერი ძალის და გონიერების მქონე ზღაპრული არსება. ზესკნელელები არ იცნობდნენ სიკვდილს და ცხოვრობდნენ მარადიულ უკვდავებაში. ამ სკნელის ფერი თეთრი იყო.


ზესკნელი



2. დედამიწა - შუა სამყარო, გარდამავალ ადგილს წარმოადგენდა და რანგით ზესკნელზე დაბლა იდგა. ის მოკვდავთა სამყოფელი გახლდათ, ადგილი, სადაც ზესკნელისგან განსხვავებით სიკვდილი მეფობდა, თუმცა აღწევდა ზესკნელის მადლიც. თავად დედამიწის ცენტრი ორ რეგიონად იყოფოდა - წინასამყაროდ ან წინა სკნელად და უკანასამყაროდ, იგივე უკანა სკნელად. წინასკნელსა და უკანასკნელს შორის მოქცეული იყო მთელი ხმელეთი, რომელიც თავის მხრივ იყოფოდა ცხრა მთისა და ცხრა ზღვის მეშვეობით. ამ წინაღობათა გადალახვა და ცხრა მთასა და ცხრა ზღვის მიღმა მოხვედრა მხოლოდ ერთეულებს შეეძლოთ ურთულესი სულიერი პროცესის მეშვეობით, რომელსაც გარდაცვალება ეწოდებოდა. ეს ტერმინი შემდგომში ქართულ ენაში სიკვდილის სინონიმად დამკვიდრდა. ამ სულიერი ტრანსფორმაციის - "გარდაცვალების" შემდგომ ხდებოდა ცხრა ზღვისა და ცხრა მთის გადალახვა იმისთვის, რომ მიეგნოთ სხვადასხვა ზებუნებრივი არსებისთვის, მაგალითად ფრინველ ფასკუნჯისთვის, რაშისთვის და ა.შ. დახმარების სათხოვნელად. წითელი იყო ამ სკნელის ფერი.


დედამიწა


3. ქვესკნელი - უმდაბლესი სამყარო, მიწისქვეშა სამყარო ან რანგით უმდაბლესი განზომილება. ეს სკნელი ოგრებით, ქვეწარმავლებით, ავი სულებით და ათასგვარი უწმინდურებით იყო დასახლებული. უძირო იყო სიბნელე მისი და დაუსრულებლად გრძელდებოდა ამგვარი ყოფა უკუნისამდე. შავი იყო ქვესკნელის ფერი.


ქვესკნელი


სამყაროში არსებობდა ორ-ორი სახის წყლის და ცეცხლის ფორმა. ცეცხლსაც და წყალსაც ჰქონდა ორი ბუნება - ფიზიკურ სამყაროში გამოვლინებადი და მეტაფიზიკურ სამყაროში გამოვლინებადი და ერთმანეთის საპირისპირო საწყისებად გვევლინებოდნენ, რომლებიც ისე აბალანსებდნენ სამყაროს, როგორც ჩინურ კოსმოგონიაში ინი და იანი. წყლის და ცეცხლის ენერგიებს დიდი გავლენა ჰქონდათ როგორც მთელი სამყაროს, ასევე ყოველი ადამიანის და მთელი კაცობრიობის ცხოვრებაზე. მზე და მთვარე აღიქმებოდნენ, როგორც და-ძმა. მზე იყო და, ხოლო მთვარე - ძმა. აქაც მამაკაცური და ქალური საწყისი, ინი და იანის მსგავსად.


ქართული წარმართული კოსმოგონია


ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ ზესკნელის არსი დაუკავშირდა სამოთხეს, ხოლო ქვესკნელი - ჯოჯოხეთს. სულიერი მოგზაურობა ამ ორ სამყაროს შორის, რომელიც ადრე გარდაცვალებად იწოდებოდა, ქრისტიანობის მიღების შემდგომ მხოლოდ სიკვდილთან იქნა ასოცირებული და გარდაცვალება აღარ ასოცირდებოდა შამანურ ტრადიციაში არსებულ სკნელთაშორის (ქვესკნელ-ზესკნელს შორის) გონებრივ-სულიერ მოგზაურობასთან.





ასევე დაგაინტერესებთ:

1. საქართველო - ღვინის სამშობლო (+63 სტატია საქართველოს ისტორიის და კულტურის შესახებ)

2. პირველი ევრაზიელი ადამიანები საქართველოში ცხოვრობდნენ

3. საქართველო - მეფუტკრეობის სამშობლო

4. საქართველო - კერვის და ქსოვის ტექნოლოგიის სამშობლო

5. საქართველოში გავრცელებული დინოზავრები

6. დავით აღმაშენებელი და ჯვაროსნები

7. როსტოვში პროტოქართველთა სამარხი აღმოაჩინეს

8. საქართველო - ოქროს მოპოვების სამშობლო

9. ერექტუსები, ნეანდერტალელები და საპიენსები საქართველოში

10. კოლხური ხარები - ხალკოტავრები

11. ძველი ეგვიპტელები და პროტოქართველები

12. ქართული მითოლოგია - დობილნი

13. ქართული მითოლოგია - ყურშა

14. არუხლო - დიდი აღმოჩენა საქართველოში



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


3
1912
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
1912
  
2019, 20 იანვარი, 13:28
:)
2019, 20 იანვარი, 13:27
მადლობა ;)
2019, 20 იანვარი, 13:22
ძალიან საინტერესო სტატიაა.
0 1 3