x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
საკვები, წამალი, ავადმყოფობა, ჰაერი – თქვენ რომელი ხართ?

ყველამ იცის, რომ მეგობრობა იშვიათი ბრილიანტივით არის და არც სიყალბისგან არის დაზღვეული! მეგობრობა – ის უდიდესი ღირებულებაა, რომელიც ნებისმიერისთვის ხელმისაწვდომია – ეს აქსიომაა და არანაირი მტკიცებულება არ ესაჭიროება.

სიხარულის ჟამს, როდესაც თავს კარგად ვგრძნობთ, მეგობრები გვაღიარებენ და ჩვენთან ურთიერთობის დიდი სურვილი აქვთ, ხოლო როდესაც დამწუხრებულები ვართ, ჩვენ ვიწყებთ მათ გაცნობას, სამწუხაროდ... ხან ძალიან რთულია იმის გარკვევა, თუ ვინ არის ჭეშმარიტი მეგობარი და შეგვიძლია მხოლოდ ინტუიციას ვენდოთ.

ისე, როგორც ყველა ადამიანი, მეგობრებიც განსხვავდებიენ ერთმანეთისგან და ყველას თავისი როლი აქვს ჩვენს ცხოვრებაში... და თუ რა როლზეა საუბარი, ამას ქვემოთ მოგახსენებსთ.


image


ყველა ადამიანი, თავისი ხასიათიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად მოქმედებს. მაგრამ, მეგობრობასთან დაკავშირებით შექმნილი 4 კატეგორიიდან, რომელიმეში, ნებისმიერი მათგანის და მათ შორის ჩვენი, გაერთიანება მაინც შესაძლებელია:



1. მეგობარი, როგორც საკვები, რომელიც ყოველდღიურად გვესაჭიროება


არსებობენ ისეთი მეგობრები, რომლებიც ყოველ დღე გვესაჭიროებიან. ისევე, როგორც წყალი, საკვები, ელემენტარული ურთიერთობები, ჯანსაღი ძილია... ყოველი ჩვენგანისთვის აუცილებელია, რომ ვინმემ მოგვისმინოს, აგვავსოს ენერგიით და საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაგვიზიაროს. მეგობრები ავსებენ ჩვენს საციცოცხლო ბატარიებს და ჩვენგანაც იგივეს იღებენ.


image


2. მეგობარი, როგორც წამალი — ვეძებთ მას, როდესაც ცუდად ვართ


ტკივილის გაძლება შეუძლებელია. ტელეფონის წიგნში ვეძებთ კონტაქტს, რომელიც უსამართლოდ დავივიწყეთ. ვიცით, რომ ის ყოველთვის მოვა დასახმარებლად, ურთულეს სიტუაციაშიც კი. მოგვისმენს, პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმარება ან უბრალოდ, იმ საყრდენად იქცევა, რომელსაც მივენდობით. და მიუხედავად იმისა, რომ ის იშვიათად გვახსენდება, მაინც ძვირფასია ჩვენთვის, მისი გულისხმიერების და დასახმარებლად მოსვლის მზადყოფნისთვის.


image


3. მეგობარი, როგორც ავადმყოფობა — ის თავად გეძებს


აბეზარა, შემაწუხებელ... გამუდმებით რეკავს და სხვადასხვა ისტორიებს გვიყვება, საკუთარი ცხოვრების და პრობლემების შესახებ. მისთვის საუბრის თემას მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, მაქსიმალურად მიიღოს რჩევა, თანაგრძნობა...


image


4. მეგობარი, როგორც ჰაერი — ის არ ჩანს, მაგრამ ყოველთვის ჩვენთან არის


საოცრად სასიამოვნოა, როდესაც გვყავს მეგობარი, რომელიც ყოველთვის გვერდით არის… მეგობარი, რომლისთვისაც ყველაფრის მოყოლა შეგიძლია, თან, ერთი და იგივე ისტორიის, რამდენჯერმ. ის კი მოგვისმენს, რჩევას მოგვცემს, დაგვამშვიდებს... მეგობარი, რომელსაც შეგიძლია ღამე დავურეკოთ, როდესაც ცუდ ხასიათზე ვართ, მას კი ჩვენი ხმის გაგონება გაუხარდება.


imageimageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageყველაზე ძვირფასი ქვეყანაზე
სამოთხემდე მხოლოდ ის მოდის, ვინც მეგობარს არ ტოვებს
ქვიშაზე და ქვაზე დაწერილი სიტყვები (იგავი)


0
111
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0