x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
იზრუნო საყვარელ ქალზე გარდაცვალების შემდეგაც
image
ახალმა ბიოგრაფიულმა ფილმმა "ბოჰემური რაფსოდია" ჯგუფ "
Queen"-ზე ფრედი მერკურის ყოფილი შეყვარებული მერი ოსტინი კიდევ უფრო გაამდიდრა, ქალმა ფილმიდან სოლიდური ჰონორარი - 50 მილიონი დოლარი ჩაიჯიბა.


ამ ფილმის კინოგაქირავება საკმაოდ წარმატებული გამოდგა და მის გადამღებ ჯგუფს 771, 1 მილიონი დოლარი მოუტანა.


ფრედი მერკურის ანდერძის თანახმად, მერი ოსტინს საავტორო უფლების 50%ეკუთვნის, თვით მერი რა თქმა უნდა ფილმში არ თამაშობდა, მხოლოდ პროექტის შექმნას დაუჭირა მხარი.


ფრედი მერკურის გარდაცვალების შემდეგ მის შეყვარებულს მუსიკოსის ქონების ნახევარი დარჩა, რომელიც 75 მილიონ დოლარად იყო შეფასებული, ამის გარდა, – ფეშენებლური სახლი დასავლეთ ლონდონში.


image

მას შემდეგ, რაც მერკურის მშობლები გარდაიცვალნენ, მათი წილი 25%-იც მერის მფლობელობაში გადავიდა.


მერიმ და ფრედიმ ერთმანეთი გაიცნეს 70-იანი წლების დასაწყისში ჯერ კიდევ როცა ძალზე ახალგაზრდები იყვნენ. მერი მოდურ მაღაზია "ბიბა"-ში მუშაობდა, ფრედი შედიოდა იქ და ტანსაცმელს არჩევდა სცენისთვის, ზოგიერთი წყარო იუწყება, რომ ახალგაზრდები ბრაიან მეიმ დააწყვილა, Queen-ის გიტარისტსაც მოსწონდაო მერი, მაგრამ გოგონამ შავგვრემანი ფრედი არჩიაო.


მერი ახალგაზრდობაშიც დიდი სილამაზით არ გამოირჩეოდა, თუმცა გოგონამ ფრედი მოხიბლა თავისი გამჭრიახობით და ქარიზმით.


თავიდან ცხოვრობდნენ ჰოლანდ-როუდში, წყვილს ფული არ ჰყოფნიდა და ამიტომ იქირავეს პატარა ბინა 10 ფუნტად, სადაც მეზობლებთან საერთო აბაზანას და სამზარეულოს იყოფდნენ.

image

ერთხელაც, ფრედიმ მერის ნეფრიტით გაწყობილი ბეჭედი მოუტანა. თავიდან გოგონამ იფიქრა, რომ ეს უბრალოდ საჩუქარი იყო, თუმცა მალევე ფრედიმ მერის ცოლობა სთხოვა.


მაგრამ მალევე მიხვდა ფრედი, რომ ეს იყო ნაჩქარევი ნაბიჯი. მუსიკოსის კარიერა თავბრუდამხვევი სისწრაფით მიიწევდა მწვერვალებისკენ, მას ოჯახისთვის არ ეცალა:რეპეტიციები, ჩაწერები, კონცერტები. ნელ-ნელა ფრედის და მერის ურთიერთობა ფუჭდებოდა, ქალი ცდილობდა ურთიერთობის შენარჩუნებას, აპირებდა ბავშვის გაჩენას, თუმცა ერთხელაც (1976 წელს), მომღერალმა მერის გამოუცხადა, რომ მას ქალები აღარ აინტერესებდა და კაცები იზიდავდა.


ამის შემდეგ ისინი მეგობრებად დარჩნენ. მერი ყოველთვის მადლიერი იყო ფრედის გულწრფელი აღიარების გამო, კიდევ ერთი წელი იცხოვრეს ერთად. ამ დროს მუსიკოსს მეგობარი მამაკაციც გამოუჩნდა. იყო შემთხვევები, როდესაც ქუჩაში სამივეს ერთად ხედავდნენ.


მერი საბოლოოდ დაშორდა ფრედის და ორჯერ გათხოვებაც მოასწრო - 1990 და 1998 წელს. ჰყავს ორი შვილი, უფროსის ვაჟის, რიჩარდის ნათლია ფრედი მერკურია. დღესდღეობით მერი 67 წლისაა და ისევ მარტოხელაა.image

3
765
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
765
  
2019, 22 იანვარი, 3:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 20 იანვარი, 22:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 19 იანვარი, 20:28
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3