x
მეტი
  • 20.06.2024
  • სტატია:135468
  • ვიდეო:351961
  • სურათი:509747
რა მოხდება, თუ ნიორს ყოველდღე შეჭამთ
ნიორი მცენარეა, რომელიც ყველა ჩვენგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაუსინჯავს. თუმცა, მისი სასარგებლო თვისებების შესახებ ცოტამ თუ იცის. სტატიაში გაგაცნობთ 8 მიზეზს, თუ რატომ უნდა მიირთვათ ნიორი რეგულარულად.






1. უფრო მიმზიდველი გახდებით.

ყოველთვის მიიჩნეოდა, რომ ნივრის სუნი კაცს ნაკლებად მიმზიდველს ხდის, თუმცა, ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს არასწორია. მამაკაცმა ორი "ნაჭერი" ნიორი უნდა მიირთვას პაემნამდე 12 საათით ადრე, რათა ქალზე შთაბეჭდილება მოახდინოს.

როგორც აღმოჩნდა, ქალები გიჟდებიან იმ კაცის სხეულის სურნელზე, რომელსაც ნიორი აქვს ნაჭამი. თუმცა, მეცნიერები ზუსტად ვერ ხსნიან, რატომ. შეიძლება მიზეზი ნივრის ანტიმიკრობულ თვისებებში იმალება, რაც ოფლის სუნს ანეიტრალებს.

image








2. თქვენი იმუნური სისტემა გაუმჯობესდება.


ის ფაქტი, რომ ნიორი ვირუსებისა და გაციებისგან გვიცავს, ჩვენი ბებია-ბაბუებისთვისაც ცნობილი იყო. თუმცა, მეცნიერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ზამთარში გრიპისგან თავის ასარიდებლად ნიორი შეუცვლელი პროდუქტია. ის შეიცავს უამრავ სასარგებლო ვიტამინს, ზეთსა და ამინომჟავას, ასევე აქვს ანტიბაქტერიული თვისებები.

მნიშვენლოვანია, რომ ნიორი ჭამამდე კარგად უნდა გარეცხოთ, რათა დაავადებები აიცილოთ თავიდან.

image








3. სისხლის წნევა დაგირეგულირდებათ.

თუ მაღალი სისხლის წნევა გაქვთ, თქვენს საკვებ რაციონს აუცილებლად დაამატეთ ნიორი. სისხლის მაღალ წნევასთან ერთად ის თავის ტკივილსა და გულზე სიმძიმის შეგრძნებასაც გაგიქრობთ. ჰიპერტენზიის სამკურნალოდ საკმარისია, 4 "ნაჭერი" ნიორი მიიირთვათ. ამას გარდა, ნიორი 10-15%-ით ამცირებს სისხლში "ცუდი" ქოლესტერინის დონეს. მარტივ ენაზე ეს იმას ნიშნავს, რომ გულის დაავადებებისა და ინსულტის რისკი თითქმის ორჯერ მცირდება.

თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ნივრის ერთადერთ თერაპიად გამოყენება სწორი არ იქნება. სანამ მის გამოყენებას სერიოზული დაავადებების წინააღმდეგ გადაწყვეტთ, კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

image








4. თქვენი მეხსიერება გაუმჯობესდება.

ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ადამიანის სხეული და ტვინი ქიმიური დამჟავების გამო ბერდება, რის დროსაც საკვებისა და ჟანგბადის მიღების სანაცვლოდ ენერგიას გამოვყოფთ. ეს პროცესი უჯრედებს ანადგურებს, რის გამოც გარკვეული დროის შემდეგ კანი დუნდება, გონება კი ისეთი მახვილი აღარაა, როგორც ადრე. ანტიოქსიდანტები ადამიანს ახალგაზრდობის შენარჩუნებაში ეხმარება.

ფარმაცევტული კომპანიები ანტიოქსიდანტურ საშუალებებს ძალიან ძვირად ყიდიან. თუმცა, გამოსავალი არსებობს. შეგიძლიათ, მიირთვათ ნიორი, რომელიც უამრავი ანტიოქსიდანტური თვისებით გამოირჩევა და ძვირიც არ ღირს. ასაკში შესული ხალხი მას ალცჰაიმერისგან თავდასაცავად ეფექტურად იყენებს, ახალგაზრდებს კი ამ უბრალო პროდუქტის წყალობით მეხსიერების გაუმჯობესება შეუძლიათ.

image








5. გახდებით უფრო ამტანი.

ნიორი გულისა და კუნთების მუშაობას ხელს უწყობს. თუ სპორტს მისდევთ, ეს პროდუქტი თქვენს სპორტულ შედეგსაც გააუმჯობესებს. ძველ საბერძნეთში, როცა პროტეინების შესახებ არაფერი იყო ცნობილი, სპორტსმენებს ნივრით კვებავდნენ, რაც საშუალებას აძლევდათ, უკეთ გაეწიათ კონკურენცია სხვებისთვის.

ამას გარდა, ნიორი მათთვისაც სასარგებლოა, ვინც სპორტს არ მისდევს, რადგან ის ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას, ზრდის პროდუქტიულობას და ეხმარება ადამიანებს, უკეთ გაუმკლავდნენ ცივ სეზონს.

image








6. თქვენი კანი და თმა გახდება უფრო ჯანსაღი.

თმა: ნიორი თმას უფრო სქელსა და გრძელს ხდის. ის თმის ცვენაასაც უშლის ხელს. კარგი შედეგის მისაღწევად, ნიორი სკალპზე (თავის კანი) უნდა წაისვათ. საბედნიეროდ, კოსმეტიკის მწარმოებლებმა ისწავლეს უსუნო ნივრის თმის ზეთის დამზადება და წარმოება.

კანი: ფიბროპლასტებს (უჯრედები, რომლებიც წარმოქმნიან შემაერთებელ ქსოვილს) დადებითი რეაქცია აქვთ ნიორზე. დღეში 2 "ნაჭერი" ნივრის ჭამა საკმარისია ბუნებრივი კოლაგენისა და ელასტინის (ელასტიური ფიბრილარული ცილა) წარმოსაქმნელად.

მზისგან დაცვა: ნიორი შეიცავს მზისგან დაბერების საწინააღმდეგო ელემენტებსაც. თუ ბევრ ნიორს შეჭამთ, მზის სხივები კანს ვეღარ გამოგიშრობთ.

image








7. კბილის ტკივილი შემცირდება.

ანტიბაქტერიული და ანტიფუნგალური (სოკოს საწინააღმდეგო) თვისებების გამო ნიორი პირის ღრუსთვისაც სასარგებლოა. ის მავნე მიკრობებს კლავს და კურნავს ღრძილების ანთებას. გარდა ამისა, ეს სასარგებლო პროდუქტი კარიესის რისკსაც ამცირებს. ასე რომ, თუ ბევრ ნიორს შეჭამთ, ხშირად აღარ დაგჭირდებათ სტომატოლოგთან სიარული.

image








8. ნელ-ნელა გახდებით.

ნიორი მათთვისაც სასარგებლო იქნება, ვინც ფიგურას უფრთხილდება და აი, რატომ:

კომპლექსური ქიმიური რეაქციების შედეგად, აჟონენი ააქტიურებს სპეციალურ ფერმენტებს სისხლში და ანადგურებს ცხიმოვან გროვებს. ასე რომ, მაღალი შანსი არსებობს იმისა, რომ მალე დაამზადებენ გასახდომ სამედიცინო პროდუქტს ჩვეულებრივი ნივრისგან.

არასწორი და დაუბალანსებელი დიეტის დროს ნიორი გიცავთ წონაში მომატებისგან. ის წვავს ზედმეტ კალორიებს. რა თქმა უნდა, ამისთვის აუცილებელია, საკმარისი რაოდენობის ნიორი მიირთვათ.

image








ბონუსი: უკუჩვენებები

თუმცა, ამ სუპერ-პროდუქტსაც აქვს უკუჩვენებები. ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა ნიორი საკმაოდ სახიფათოც აღმოჩნდეს:

ექიმები გირჩევენ, არ ჭამოთ ბევრი ნიორი ორსულობის და ძუძუთი კვების დროს. 7 წლამდე ბავშვებმაც შეზღდუდული რაოდენობით უნდა მიირთვან ის.

არ უნდა ჭამოთ ნიორი ოპერაციამდე 2 კვირით ადრე, რადგან შეიძლება სისხლდენა გამოიწვიოს.

როცა საქმე კანს ეხება, ნიორმა და ნივრისგან დამზადებულმა პროდუქტებმა შესაძლოა დამვწრობის მსგავსი რამ გამოიწვიოს. ამიტომაც, კარგი იქნება, თუ გამოყენებამდე ექიმთან გაივლით კონსულტაციას.

ნიორი საწამლავია ცხოველებსითვის, განსაკუთრებით კატებისა და იაპონური ჯიშის ძაღლებისთვის (აკიტა და შიბა ინუ).


ექიმების თქმით, ჯანმრთელ ადამიანს შეუძლია, დღეში 4 "ნაჭერი" (კბილი) ნიორი მოიხმაროს.

image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. ნივრის 10 უცნობი და სასარგებლო თვისება

image


2. ბანანის ქერქის 10 უცნაური დანიშნულება

image


3. ქიშმიშის 17 სასარგებლო თვისება

image


4. როგორ შეიცვლება თქვენი სხეული, თუ შვრიის ფაფას ყოველდღე შეჭამთ

image


2
3334
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:_K_
_K_
3334
  
2019, 24 იანვარი, 19:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 22 იანვარი, 3:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2