საბუნებისმეტყველო როგორ ვიხსნათ მსოფლიო გლობალური კატასტროფებისგან და მილიონობით ადამიანის სიკვდილისგან 2019, 18 იანვარი, 17:50
ლონდონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანებმა უნდა შეცვალონ კვების წარმოება და რაციონი, რათა ვიხსნათ მსოფლიო კატასტროფული შედეგებისგან და ვიხსნათ მილიონობით ადამიანი უდროო სიკვდილისგან.იუწყება phys.org-ი.
მკვლევარების აზრით კაცობრიობამ უნდა მოიხმაროს ორჯერ ნაკლები წითელი ხორცი, ორჯერ ნაკლები შაქარი და ორჯერ მეტი ბოსტნეული, ხილი და კაკლისებრთა ნაყოფი. დღეისთვის მსოფლიოში შიმშილობს თითქის 1 მილიარდი ადამიანი, ხოლო 2 მილიარდი არასწორად იკვებება, რაც იწვევს კიბოს, სიმსუქნეს, დიაბეტს და გულს-სისხლძარღვთა დავაადებებს, ყოველწლიურად მსოფლიოში არასწორი დიეტის გამო 11 მილიონი ადამიანი იღუპება. 2050 წლისთვის მსოფლიოში 10 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს, ბრიტანელ მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მათ გამოსაკვებად საჭიროა რადიკალურად შეიცვალოს კვების მრეწველობის მიმართულებები და რაციონი, ყოველმა ადამიანმა დღეში არ უნდა მოიხმაროს 14 გრამზე მეტი წითელი ხორცი და 250 გრამი რძის პროდუქტები, მკველევარები მიიჩნევენ, რომ ეს შეამცირებს ატმოსფეროში მეთანის გამოყოფას, ამასთანავე ოკლებს ტყის გაჩეხვაც. თუმცა გასული წლის დეკემბრის თვეში სულ სხვა დასკვნა დადეს კალიფორნიის უნივერსიტეტი მკვლევარებმა, ისინი მიიჩნევენ, რომ ხორცის მოხმარების შემცირება ვერ უშველის გარემოს დაბინძურების შემცირებას. ასევე დაგაინტერესებთ
46 4-ს მოსწონს
|