x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ფეისბუქი" ისეთივე სახიფათო ნარკოტიკია,როგორ ჰეროინი-ამერიკელი მეცნიერების დასკვნა
image
საქმე იმაშია, რომ სოციალური ქსელის აქტიურ მომხარებლებს ისეთივე დამოკიდებულება აქვთ "ფეისბუქთან", როგორც ნარკომანებს ნარკოტიკებთან.


ამერიკელმა მკვლევარებმა "ფეისბუქზე" დამოკიდებული ადამიანი, ჰეროინზე დამოკიდებულ ნარკომანს გაუთანაბრეს, კვლევის შედეგები Journal of Behaviour Addictions-ში გამოქვეყნდა.


მკვლევარებმა მიჩიგანის უნივერსიტეტიდან ჩაატარეს ექსპერიმენტი, რის მიხედვით დადგინდა, რომ "ფეისბუქის" მომხმარებელთა უმეტესობას მძიმე დამოკიდებულება აღენიშნებათ.


დოქტორი დარ მეშის(Dar Meshi)განცხადებით მსოფლიოში ყოველი მესამე ადამიანი იყენებს "ფეისბუქს", რომელთა უმეტესობას ფსიქიკური აშლილობაც კი აღენიშნებათ.



ექსპერიმენტი ჩატარდა 71 ადამიანზე."ნარკომანები ვერ აცნობიერებენ წარსულ შეცდომებს, მიუხედავად იმისა, იციან, რომ მძიმე შედეგები მოყვება, მაინც აგრძელებენ ნარკოტიკის მიღებას.ამ მხრივ ნარკომანები და სოციალური ქსელის მომხმარებლები ძალზე გვანან ერთმანეთს"-აღნიშნა დარ მეშმა.


"მე ვთვლი, რომ სოციალურ ქსელს უამრავი დადებითი შედეგი მოაქვს ადამიანებისთვის, თუმცა თავის მხრივ არსებობს ბნელი მხარეც, როდესაც ადამიანებს არ შეუძლიათ მოწყდნენ მას"-ასკვნის დარ მეში.



0
142
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0