საზოგადოებრივი ამაყი ვარ, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ვმუშაობ-ლელა ურუშაძე 2019, 14 იანვარი, 18:04 ![]() "მე ლუგარის ლაბორატორიაში ვმუშაობ, ადრე მას შავი ჭირის სადგური ერქვა“ პოლიომიელიტის განყოფილებაში. ანი გრიპზე მუშაობს, თეკო ეშერიხიაზე, გვანცა ტულარემიაზე, ჟღენტა შავ ჭირზე, ქეთო ბრუცელაზე და ხმალიკა ჯილეხზე. ჩვენ, ასეთი ჩვეულებრივი სახელებით ვმუშაობთ გრიპზე და ზემოთ ჩამოთვლილ ბევრად საშიშ ინფექციურ დაავადებებზე, უსაფრთხო გარემოში ვდგამთ ანალიზს და მათ ვარქმევთ სახელებს რომ ექიმებს გაუადვილდეთ თქვენთვის დიაგნოზის დასმა და დანიშნულების მოცემა, რომ თქვენ მშვიდად იმუშაოთ ფერმებში, წამოწვეთ მწვანე მინდორზე, იმოგზაუროთ ეგზოტიკურ ან არააეგზოტიკურ ქვეყნებში და არ დაგემართოთ კიდევ უფრო ხმაურიანი ყირიმ კონგოს ციებ ცხელება, ებოლა, ზიკას ვირუსი ან მალარია. უფრო მეტიც როცა თქვენ მშვიდად გძინავთ ან ისვენებთ, იგივე დაავადებებს ვაკონტროლებთ, ნახმარ წყლებში, ნიადაგში, მღრღნელებში, ტკიპებსა და კოღოებში, მე ჩემს შვილს ამაზე ვუყვები და ამაყი ვარ რომ ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვან რგოლში ლუგარის ლაბორატორიაში ვმუშაობ, რომელსაც ადრე შავი ჭირის სადგური ერქვა."-წერს ურუშაძე. ![]() შეგახსენებთ, ლუგარის ლაბორატორია ანუ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა. ლუგარის ცენტრი დაავადებათა ქვეყნის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულებაა, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფერალურ ლაბორატორიას. ![]() ![]() ლუგარის ლაბორატორიის მიმართ არაერთხელ გაისმა ბრალდება მეზობელი ქვეყნებიდან, მათ შორის რუსეთიდან, რომ ლაბორატორიაში ამზადებენ ბიოლოგიურ იარაღს, ავრცელებენ საშიშ ვირუსებს, სახიფათო მწერებს დივერსიული მიზნებისთვის იყნებენ, რაც ხალხის დაავადებას იწვევს.2016 წელს სომხებიც ირწმუნებოდნენ, რომ სიცოცხლისთვის საშიში ვირუსის H1N1 აქტივაცია კავკასიაში და ღორის გრიპისგან გამოწვეული ათეულობით ადამიანის სიკვდილი თბილისში არსებული ამერიკელი მეცნიერის, რიჩარდ ლუგარის სახელობის ბიოლოგიური ლაბორატორიის ბრალია. 160 6-ს მოსწონს
|