საზოგადოება უბრალოდ შევეჩვიეთ წუმპეს და არავითარი თანაგრძნობა აღარ გაგვაჩნია ჩვენივე სულერთიობის გამო მომაკვდავი საქართველოსადმი.... 2019, 18 იანვარი, 15:53 "ძველით ახალ წელს რამდენიმე ერისკაცი-პოლიტიკოსი მეწვია სოფლად. დრო დადგა ისეთი, როცა სიცოცხლეც არ უღირს ბევრ მათგანს ამ ვაქჰანალიის შემხედვარეთ, მაგრამ უბედურება ის არის, რომ ერს აღარ ჭირდება მსხვერპლი და განწირულთა თავდადება. პირიქით, ათას ბრალდებას ესვრის ასეთებს და ხან ზვიადობას თხოვს ამ ხალხს, ხან მერაბობას... ეს კი უფრო მიზეზია საკუთარი უმოქმედობის გასამართლებლად და საკუთარი სულერთიობის სხვაზე გადასაბრალებლად. დღეს ქართველობის ერთი ნაწილი მტრის სამსახურშია და რატომღაც მთავრობა ქვია, მეორე ნაწილი საკუთარ ქვეყანა--- ხალხს ძარცვავს და ბიზნესმენებად იხსენიებიან ხოლო ათას აზრად გაყოფილი და სამშობლოს წინაშე ვალდებულებებდავიწყებული ქართველობა ყველა მიზეზს იშველიებს ამ ვალდებულებების თავიდან ასაცილებლად. ერის დიდი ნაწილი კი მტრად ქცეული ქოცნაცების ხოტბაში ათენ-აღამებს. ასეთი ერის ზუსტი ასლია ბერიც... ამიტომაც ვართ ციდან გადმოფრენილი “ლიდერის მოლოდინში“ და სინამდვილეში არავისაც აღარ ველით. უბრალოდ შევეჩვიეთ წუმპეს და არავითარი თანაგრძნობა აღარ გაგვაჩნია ჩვენივე სულერთიობის გამო მომაკვდავი საქართველოსადმი.... ნეტა არ იყოს სიმართლე მაგრამ ასეა... მიიხედ-მოიხედეთ!" გურამ ქართველიშვილი 160 შეფასება არ არის
|