![ქართველებისა და სხვა ეთნოსები
მასიური გასახლებები image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201901/201901172159571618.jpg)
1944 წელს საქართველოდან, ისევე როგორც საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებსა და რეგიონებიდან, დაიწყო მოსახლეობის მასიური გასახლება ეთნიკურ ნიადაგზე, რომლებსაც ბრალად უყენებდნენ სამშობლოს ღალატსა და უცხო ძალებთან თანამშრომლობას.
საქართველოდან გაასახლეს ბერძნები, თურქები, ქურთები, გერმანელები, ისევე როგორც სომხეთსა და აზერბაიჯანიდან.
გარდა ამისა, საქართველოდან გაასახლეს ქვეყნის ორი აბორიგენი ეთნოსი - მუსულმანი ლაზები და ქართველები.
ლაზური მოსახლეობა, რომლებიც თურქებად იყვნენ გამოცხადებული და ამის საფუძველზე გასახლებულები, მალევე დაუბრუნდნენ სამშობლოს, ხოლო მუსულმანი ქართველების დიდი ნაწილი ეთნოციდის მსხვერპლი გახდა - მათი ასიმილაცია გასახლებულებ თურქებთან დღესაც მიმდინარეობს რუსული მხარის მხრიდან, რომელიც მალავს იმ ფაქტს, რომ 1944 წელს საქართველოს სამხრეთ ნაწილიდან არა მხოლოდ თურქები, არამედ ქურთები, მუსულმანი სომხები (ხემშილები) და ასევე მხარის აბორიგენი ეთნოსი - ქართველებიც (მესხური ეთნოგრაფიული ჯგუფი) გაასახლეს.
დღევანდელ რუსულ ან თურქულ პროპაგანდაში ვერ შეხვდებით გასახლებულ მესხურ მოსახლეობაზე მცირე ინფორმაციასაც კი.
ორივე მხარე გასახლებული ქართველების, რომლის ნაწილი დაუბრუნდა სამშობლოს, საბოლოო ეთნოციდსა და გათურქებას ცდილობს.
"მეგრელების საქმე" გაიხსენე...