ერთხელ როცა მამაისი კვდებოდა, ასე უთხრა შვილს: ახლა რასაც გეტყვი ვერ მიხვდები მაგრამ რომ გაიზრდები მაშინ მიხვდებიო. როდესაც ვინმე გაწყენინებს ან გაგაბრაზებს, არ იმოქმედო. გაჩერდი! მოიცადე 1 წუთი, თუ ძალიან გაბრაზდი მაშინ 5 წუთი ან ნახევარი საათი და დააკვირდი როგორ გადაივლის მრისხანების ტალღა შენში.
და როცა დადგება მომენტი რომ აღარ ხარ გაბრაზებული მაშინ გაეცი პასუხი ადამიანს. მაგრამ თუ მომხდარზე იფიქრებ მაშინ შეიძლება ისევ წამოგიაროს მრისხანების ტალღამ ამიტომ სანამ ბოლომდე არ გადაგივლის არ იმოქმედო და გადავლით კი აუცილებლად გადაგივლის. არ შეუძლია მრისხანებას, შიშს და კიდევ სხვა ემოციებს მუდმივად იყონ აწმყოში, იმ აწმყოში რომელსაც შენ აცნობიერებ, ისინი დაუპატიჟებელ სტუმრებს გვანან მოდიან და მიდიან, მაგრამ დიდხანს ვერ ჩერდებიან, მიუხედავად იმისა რომ შეიძლება მრავალჟერ გესტუმრონ დაუპატიჟებლად. აი ამ ცოდნაზე დაამყარა გურჯიევმა თავისი სწავლება
გიორგი გურჯიევი