საზოგადოება ჰაკერმა ლაივში მარკ ცუკერბერგის პროფილის წაშლა დაიქადნა 2018, 2 ოქტომბერი, 14:56 ცნობილი გახდა, რომ facebook-დან 50 მილიონი მომხმარებლის access token-ები მოიპარეს (ამაზე ვრცლად ჩვენს წინა პოსტში გაეცანით), ახლა კი ტაივანელმა ჰაკერმა Chang Chi-yuan-მა თქვა, facebook-ის დამაარსებლის, მარკ ცუკერბერგის პროფილს ლაივ რეჟიმში გავტეხავ და ყველას ვაყურებინებო... მაგრამ გადაიფიქრა და უსაფრთხოების კრიტიკული სისუსტე კომპანიას შეატყობინა. სავარაუდოა, რომ facebook-მა ჰაკერს ხარვეზის სანაცვლოდ სოლიდური ანაზღაურება შესთავაზა, თუმცა უცნობია, კონკრეტულად რამდენი. Chang Chi-yuan-ის განცხადებით, პროფილის გატეხვის ვიდეო შენახული აქვს და მას შემდეგ გაასაჯაროებს, რაც facebook ე.წ. bug bounty-ს თანხას გადაუხდის. უსაფრთხოების კრიტიკული სისუსტის დეტალებიც ალბათ ამ დროს გახდება ცნობილი. 38 5-ს მოსწონს
|