x
image
თამილა გურაშვილი
პორნოვარსკვლავი თავის დაპატიმრებას პოლიტიკურს უწოდებს, რადგან მან განაცხადა ტრამპთან რომანტიკული ურთიერთობის შესახებ
image


ამერიკელმა პორნოვარსკვლავმა, სტორმი დენიელსმა გააკეთა ხმამაღალი განცხადება ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან რომანტიკული ურთიერთობის შესახებ. ამჟამად, პორნოვარსკვლავი ოჰაიოს პოლიციის ოთხ თანამშრომელს უჩივის, რომლებმაც დააპატიმრეს 2018 წლის ივლისში. ამის შესახებ იტყობინება გამოცემა ABC News-ი.

დენიელსს მიაჩნია, რომ იგი პოლიტიკური ნიშნით დააპატიმრეს. როგორც გამოცემაშია აღწერილი, დენიელსი აცხადებს, რომ სახელმწიფო პოლიციის თანამშრომლები ტრამპის შეხედულებებს იზიარებენ.

"მან ეს განაცხადა ქსელში განთავსებულ შეტყობინებაში, რომელიც მოგვიანებით წაიშალა. ის ასევე წერს ამის შესახებ სხვა თანამდებობის პირებთან გაგზავნილ ელექტრონულ წერილებში" – აღნიშნავს მისი ადვოკატი.


პორნოვარსკვლავი, რომლის ნამდვილი სახელია სტეფანი კლიფორდი, დააკავეს ოჰაიოს შტატის ქალაქ კოლუმბუსის სტრიპტიზ-ბარში. იგი ეჭვმიტანილია ოჰაიოს შტატის ხელშეუხებლობის კანონის დარვევაში. კერძოდ, კანონი დაირღვა იმ ფაქტით, რომ სიტყვის დროს გოგონა შეეხო საკუთარ თავს სქესობრივი გზით.

საქმეში დენიელსი ითხოვს, აღიარონ, რომ დაპატიმრებამ შეარყია მისი კონსტიტუციური უფლებები. ის ამტკიცებს, რომ პოლიციელები არიან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერები. ისინი მიიჩნევენ, რომ კლიფორდმა ტრამპს ზიანი მიაყენა, რის გამოც ის შეთქმულებაში დაადანაშაულეს აშშ-ს პრეზიდენტთან სექსუალური ურთიერთობების შესახებ ინფორმაციის გაზიარების მხრივ.

პორნოვარსკვლავის ადვოკატები ითხოვენ 1 მილიონი დოლარის ანაზღაურებას ზიანის მიყენების გამო და 1 მილიონ დოლარზე მეტს კი ჯარიმის გადახდას .

0
74
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0