x
მეტი
  • 04.07.2024
  • სტატია:135788
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510178
ნიკოლას ქეიჯი გაავამპირეს

imageრამოდენიმე წლის წინ, eBay-ს აუქციონზე გამოტანილი იყო ვამპირის ფოტო. ვამპირი ძალიან ჰგავდა ნიკოლას ქეიჯს. რა თქმა უნდა ინფორმაცია ყველგან გავრცელდა და ბევრიმა ლაპარაკი დაიწყო იმაზე, რომ ნიკოლას ქეიჯი უკვდავი ვამპირია და ფოტოზეც სწორედ ის არის აღბეჭდილი.
ფოტო რომელზეც ვამპირია გამოსახული XIX სუკუნეშია გადაღებული, სამოქალაქო ომის დროს. ვამპირის ფოტოს მეპატრონე აცხადებს "სამოქალაქო ომის დროს ყვეალს ვინაობა იყო დადგენილი გარდა ამ კაცის, იმიტომ, რომ ფოტოზე გამოსახული კაცი ვამპირია, რომელიც 75 წელიწადში ერთხელ იღვიძებს, მან უკვე გაიღვიძა და ის მსახიობი ნიკოლას ქეიჯია."
დევიდ ლატერმანის შოუში ნიკოლას ქეიჯმა განაცხადა, რომ იცის მისი ვამპირობის ჭორების შესახებ " სახლიდან როდესაც გამოვდიოდი სარკეში ჩავიხედე და ჩემი ანარეკლი ჩანდა, არც სისხლს ვსვავ და არც ვამპირი ვარ, თუმცა ის კაცი ფოტოდან მართლა ძალიან ვგავარ"

აი ასეთი სულელური ამბავი გადახდა ნიკოლას ქეიჯს.
ვამპირის ფოტო eBay-ის აუქციონიდან გაქრა, ისე რომ არავის არ უყიდია. სავარაუდოდ ფოტო მეპატრონემ აიღო, რადგან მისი ვარაუდები ნიკოლას ქეიჯის ვამპირობის შესახებ არ გამართლდა.

ამ ჭორის გავრცელების შემდეგ, ნიკოლას ქეიჯს ორმა რეჟისორმა შესთავაზა ვამპირის როლის შესრულება, რაზეც მსახიობმა უარი განაცხადა.
ასევე იმასაც ამბობდნენ, რომ ქეიჯმა მისი გვარის გენეოლოგიის გამოკვლევა დაიწყო, რადგან აინტერესებდა რატომ ჰგავდა ფოტოზე გამოსახულ "ვამპირს".

პ.ს.
ვამპირის ფოტოს მეპატრონე შემეცოდა, საწყალს ჭორის ხარჯზე ფოტოს საფასურის გაზრდა უნდოდა და ვერ გამოუვიდა.

3
177
5-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ მინდიაშვილი
მარიამ მინდიაშვილი
177
  
2012, 16 ივლისი, 10:59
ქეიჯი მაგარი მსახიაბოია, განსაკუთ მომწონს მისი მონაწილეობით ფილმები: სალი კლდე და გატაცება 60 წუთში
2012, 13 ივლისი, 19:39
საინტერესოა
0 1 3