x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ნაწილობრივ მეც ვარ დამნაშავე. 9 წლის ბავშვს არ სჭირდება სოციალური ქსელი"

image

გუშინ, 13 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა 9 წლის გოგონას მშობლების შეტყობინების საფუძველზე დააკავეს 30 წლის მამაკაცი ნ.კ, რომელიც სოციალური ქსელ "ფეისბუქის"-ის გამოყენებით, არასრულწლოვნებს სისტემატურად აიძულებდა, მასთან ინტიმური ხასიათის მიმოწერა ჰქონოდათ. ამ გზით მოიპოვებდა და ხელყოფდა არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას, ასევე, მათ პერსონალურ მონაცემებს.



ამ ფაქტთან დაკავშირებით ბავშვის დედამ შემდეგი შინაარსის პოსტი გამოქვეყნა სოციალურ ქსელში:


"აღიძრა საქმე. ვინაობა დადგინდა. ამ ყველაფერს ვწერ იმიტომ, რომ ნაწილობრივ მეც ვარ დამნაშავე. 9 წლის ბავშვს არ სჭირდება სოციალური ქსელი. გთხოვთ მკაცრად აკონტროლეთ თქვენი შვილები, გაუუქმეთ ფეისბუქი, მართლა არაფერში სჭირდებათ. ბავშვს, რომ არ ეთქვა ჩემთვის, წარმოდგენაც არ მინდა, სადამდე მივიდოდა საქმე. გამოძიების დამთავრებამდე ვერ ვუუქმებ ფეისბუქს. გთხოვთ გაფრთხილდით. სანამ ჩვენს კარზეც არ დააკაკუნებს ხიფათი, ვერ ვგრძნობთ, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს."

image


image

0
33
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0