სხვა ქალმა 35 000 ევრო იპოვა და თანხა ისე დააბრუნა უკან,რომ სახელის გამხელაც არ ისურვა 2019, 14 იანვარი, 11:07 იტალიელმა ახალგაზრდა ქალმა სუპერმარკეტთან 35 000 ევრო იპოვა და მყისიერად უკან დააბრუნა, ისე, რომ მან არც სახელის გამხელა და არც სამაგიეროდ რაიმე ჯილდო ისურვა.იტყობინება იტალიური გამოცემა corriere.it. ქალი ქალაქ ბრიანცაში, სუპერმარკეტის წინ საკუთარ ავტომობილში ტვირთავდა პროდუქტებს, როდესაც იქვე შეამჩნია საკმაოდ სქელი საფულე, აიღო, შებრუნდა სუპერმარკეტში და მოლარეს მიაწოდა, თან დაუბარა, ხელმძღვანელობისთვის ეცნობებინა ნაპოვნი ფულის შესახებ, რომ მალე ეპოვათ მფლობელი.ახალგაზრდა ქალმა ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, ცნობილია მხოლოდ რომ, იგი 34 წლისაა და ქალაქ მონციდან არის. სეპერმარკეტის ადმინისტრაციამ პოლიციასთან ერთად მალე გაარკვია ფულის მფლობელი, იგი ეკუთვნოდა წვრილ ბიზნესმენს ქალაქ ბრიანცადან, მამაკაცის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მან ისიც ახსნა, თუ რატომ დაჰქონდა ასეთი დიდი რაოდენობის თანხა ჯიბით:სახლი ახალი ნაყიდი ჰქონდა და იქ ჯერ კიდევ ბევრი რამ გასაკეთებელი ჰქონდა, მათ შორის სეიფი და სიგნალიზაცია, ამიტომ ფული ჯიბით დაჰქონდა.თუმცა როგორც აღმოჩნდა, სიფრთხილემ არ გაჭრა, საბოლოოდ სუპერმარკეტთან საფულე ასე მარტივად დაუვარდა. შეგახსენებთ, ანალოგიური მოხდა გასული წლის დეკემბერში თბილისში, როდესაც სტუდენტმა გოგონამ კარინე ბაგირიანმა 37 000 დოლარი იპოვა და პოლიციაში მიიტანა, პოლიციამ კი თანხა პატრონს დაუბრუნა. 222 5-ს მოსწონს
|