x
image
თორ ნიკე
უძველესი ქოთნები ჩინეთიდან და იაპონიიდან
უძველესი ქოთნები ჩინეთიდან და იაპონიიდან


მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თანამედროვე იაპონიის ტერიტორიაზე აღმოჩენილი კერამიკული ქოთნები, რომლებიც ძიომონის (ძვ.წ. 13 ათასი - 300 წწ.) პერიოდს მიეკუთვნება. ჭურჭელი 12-15 ათასი წლის წინ სუშის მოსამზადებლად გამოიყენებოდა. მეცნიერთა მოსაზრება, რომელიც ქოთნის კედლებზე შემორჩენილი საკვების დანახშირებული ნარჩენების ქიმიურ და იზოტოპურ ანალიზს ეყრდნობა, ჟურნალ "Nature"-ში 2013 წელს გამოქვეყნდა.


კვლევის ავტორებმა ასამდე ქოთანი გამოიკვლიეს, რომელთა მოცულობა 2-დან 4 ლიტრამდეა. ისინი იაპონიის არქიპელაგის კუნძულებზე 13 სხვადასხვა ადგილას წარმართული არქეოლოგიური გათხრებისას აღმოაჩინეს. ყველა ეს დასახლება მტკნარ წყალსაცავთან ან ზღვასთან ახლოს მდებარეობდა.


კვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღმოჩენილი ქოთნების 75% ზღვის ცხოველებისგან უფრო მეტად თევზისგან კერძის მოსამზადებლად გამოიყენებოდა. ნარჩენებში ასევე არის ცხიმმჟავები, რაც მიუთითებს, რომ პროდუქტების თერმოდამუშავება ხანგრძლივად ხდებოდა.



კერამიკის წარმოების ტექნიკა პირველად აზიაში, კერძოდ ჩინეთში გაჩნდა დაახლოებით 20 ათასი წლის წინ, დღემდე ნაპოვნი უძველესი ნიმუშები სამხრეთ ჩინეთშია აღმოჩენილი და დამზადებულია ძვ.წ. 180-ე საუკუნეში. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ამ პერიოდიდან მოყოლებული, ან უფრო ადრეც კი, მონადირე-შემგროვებლები მისდევდნენ მეთუნეობას და ძვ.წ. 150-ე საუკუნიდან უკვე მთელ აზიაშია გავრცელებული.


უძველესი ქოთნები ჩინეთიდან და იაპონიიდან


კონკრეტულად რისთვის იყენებდნენ პირველ ქოთნებს, ამ დრომდე სრულად დადგენილი არ არის. ახალი კვლევები უფრო მეტად ამყარებს იმ ვერსიას, რომ კერამიკის ჭურჭელი ცეცხლზე სადილის მოსამზადებლად თავიდანვე თუ არა, მისი გამოჩენიდან მალევე გამოიყენებოდა.


ძიომონის კერამიკული კულტურა მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი და კარგად შესწავლილია. მან ეს სახელწოდება დამახასიათებელი, თოკისებური ნაჭდევების გამო მიიღო. თავის დროზე, სწორედ საკვების ნაჩენების ქიმიურმა ანალიზმა მისცა მეცნიერებს საშუალება, აფრიკაში რძის წარმოების წარმოშობის, ხოლო ევროპაში მიწათმოქმედებაზე გადასვლის დრო დაედგინათ.

(წყარო: ჟურნალი "ისტორიანი" და "Science")



განაგრძეთ ძალიან საინტერესო სტატიების კითხვა


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
85
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0