x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
10 რამ, რასაც მამაკაცები ყურადღებას აქცევენ, თქვენ კი არა
image

ძალიან ხშირად მამაკაცების უყურადღებობას ვუჩივით, თუმცა მათი დაკვირვების შესაძლებლობის დაუფასებლობა არ ღირს. საკმაოდ გაოცებული დარჩებით, თუ გაიგებთ, რამდენ წვრილმანს ამჩნევს მამაკაცი ქალს, რომლითაც დაინტერესებულია.

შეიძლება ეჭვიც კი გეპარებათ, რომ მისი ყურადღების ობიექტს წარმოადგენთ.


პირველი, რასაც მამაკაცები ყურადღებას აქცევენ

1.რამდენს მიირთმევთ


image

დარწმუნებული იყავით, მამაკაცი ყურადღებას აქცევს იმას, პაემანზე რამდენს მიირთმევთ. პირველ რიგში, პანიკაში არ ჩავარდეთ და მცირე პორციებით და მხოლოდ დიეტური სალათების ჭამა არ დაიწყოთ, უბრალოდ, ერთი რამ გაითვალისწინეთ.

მამაკაცებს ურჩევნიათ იმ ქალის გვერდით ყოფნა, ვისთანაც თავს გაუმაძღრად არ ჩათვლიან. თუ თქვენ ჯანსაღი მადა გაქვთ, თვალთმაქცობა არ სცადოთ, რომ თქვენ დიეტაზე ხართ. პირიქით, მიირთვით იმდენი, რამდენიც გსურთ, მამაკაცი ასე თქვენ გვერდით თავს კომფორტულად იგრძნობს.


2.თქვენი მაკიაჟი

შესაძლოა, მან ლაინერსა და ტუშს შორის სხვაობა ვერ შეამჩნიოს, მაგრამ მამაკაცი აუცილებლად შეამჩნევს, მაკიაჟი გისვიათ თუ არა და რა რაოდენობით.

გამოკითხვის თანახმად, ბევრს მოსწონს, როცა გოგო მაკიაჟს იყენებს, რადგან ეს ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მან მამაკაცის მოსახიბლად დრო დახარჯა. ამავდროულად, კოსმეტიკის ჭარბად გამოყენება უფრო დაგაშორებთ.

ასე რომ, მთავარია - ზომიერება.


3.ფერი, რომელსაც ყველაზე ხშირად იცვამთ

შეგიძლიათ შეამოწმოთ, რომ მამაკაცი ამჩნევს ფერს, რომელსაც თქვენ ტანსაცმელში ყველაზე მეტად უპირატესობას ანიჭებთ, იქნება ეს ნათელი თუ მყვირალა თუ ნეიტრალური და დახშობილი. უფრო მეტიც, ის ქვეცნობიერად ეცდება იმავე ფერის ტანსაცმელი ჩაიცვას, რომ თქვენი გამოსახულება შეავსოს. და მისთვის სასიამოვნო იქნება, როცა მის მცდელობას დააფასებთ.


4.მანიკიური

image

ერთი შეხედვით შეუმჩნეველი დეტალი ქალებისთვის, მაგრამ აქვს თუ არა მას მამაკაცისთვის მნიშვნელობა? ბევრი თვლის, რომ ქალები მანიკიურს მხოლოდ მათთვის იკეთებენ. თუმცა დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მამაკაცები ხელებს აკვირდებიან.

სადღაც ქვეცნობიერში აღნიშნავენ, მანიკიურს იკეთებთ თუ არა, როგორი ფორმის ფრჩხილები გაქვთ და რომელ ფერის ფრჩხილის ლაქს ანიჭებთ უპირატესობას. თუმცა მამაკაცების უმეტესობა უფრო მოვლილ ფრჩხილებს ანიჭებს უპირატესობას.


5.რამდენად აქტიური ხართ

ზოგიერთ მამაკაცს შეყვარებულთან ერთად აქტიური პაემნის გატარება უყვარს, რომ ნახოს, ქალი მისთვის რაზეა წამსვლელი. შესაძლოა, ეს საკმაოდ უცნაური ჩანაფიქრია.

უფრო მეტიც, იმაზე ფიქრი, რომ მამაკაცი თქვენს ფიზიკურ შესაძლებლობას აკვირდება, ოდნავ შეიძლება დაგაფრთხოთ. თუმცა ეს იმისთვის კეთდება, რომ გაიგონ, მზად ხართ თუ არა კომფორტის ზონიდან გამოსასვლელად.


6.თქვენი ღიმილი

მამაკაცების უმეტესობა კითხვაზე, პირველი პაემნიდან რა დაამახსოვრდათ, ამბობს, რომ პარტნიორის ღიმილი დაამახსოვრდა.

ქალბატონებო, ამას ხომ ზედმეტი ძალისხმევა არ სჭირდება და მამაკაცის სუსტი წერტილი შეიძლება გახდეს, თუ მას სწორად გამოიყენებთ.


7.თქვენი უცნაური ჩვევები

image

თუ ზოგჯერ ისე არ იქცევით, როგორც დანარჩენები, უცნაურად ან სასაცილოდ, მამაკაცი ამას აუცილებლად დაიმახსოვრებს. თუ ეს თქვენი მამაკაცია, ის თქვენს უცნაურობას ჩუმად შეამჩნევს და მათ მიმზიდველად მიიჩნევს.


8.თქვენი მუსიკალური უპირატესობები

მამაკაცი ყოველთვის ამჩნევს, როგორ მუსიკას უსმენს მისი რჩეული. ხოლო, როცა ქალი თავს თავისუფლად და კომფორტულად გრძნობს, მღერის და ცეკვავს, ეს უყურადღებოდ არ დარჩება.

ეს შეიძლება იყოს საკმაოდ საყვარელი საქციელი მაშინაც კი, თუ ნოტებს ან რიტმს ერთმანეთში აურევთ.


9.ის, რაც გულს გტკენთ

მამაკაცი ამჩნევს, როცა ქალი განაწყენებულია ან უხასიათოდ არის. თუმცა უჭირს გადაწყვეტა, თუ ასეთ სიტუაციაში როგორ უნდა მოიქცეს.

მამაკაცების ნაწილი ელოდება, რომ ქალი გულს თავად გადაუშლის, ეტყვის, თუ რა აწუხებს და ჩუმად არ იქნება ან უმნიშვნელო ფრაზებით არ შემოიფარგლება. სხვები კი ეცდებიან, რომ ქალებმა პრობლემები მალე დაივიწყონ, ეცდებიან გაართონ და გაამხნევონ.


10.ის, რაც თქვენ გახარებთ

მამაკაცი გიჟდება, როცა ქალი ბედნიერია. სწორედ ამ მიზეზით ყველაფერი, რაც მის ღიმილს იწვევს, დაწყებული ყინულიდან, დამთავრებული სიმღერით, მამაკაცის მიერ შემჩნეული იქნება, რომ მომავალში თქვენს გასაბედნიერებლად გამოიყენოს. ის ეცდება, ეს ღიმილი კვლავ და კვლავ დაინახოს.


ასევე დაგაინტერესებთ:

20 რამ ქორწინებაზე, რაც ძალიან გვიან გავიგე


რა გავლენას ახდენს ქმრის გვარი ცოლის ცხოვრებაზე


იცით, როგორი უნდა იყოს იდეალური ასაკობრივი სხვაობა მყარი ურთიერთობისთვის?


აქვს თუ არა ურთიერთობას მომავალი? 7 ცხადი ნიშანი


სექსი IQ დონეზე გავლენას ახდენს: მეცნიერების კვლევა


ქორწინებაში შეთავსება დაბადების თარიღის მიხედვით - შეამოწმეთ


“მამაკაცი, რომელზეც გათხოვება არ ღირს” – 1930 წლის ფასდაუდებელი რჩევები


14 რამ ურთიერთობაში, რაც მამაკაცმა 30 წლამდე უნდა გაიგოს


6 მომენტი საქორწილო ფოტოზე, რომლებიც სწრაფ განქორწინებას წინასწარმეტყველებს


როგორი ზამთრის პაემანი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით


რითი ხიბლავთ ადამიანებს, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით


უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
3627
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
3627
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0