სხვა უცნაური კანონზომიერება - როგორ იხოცებიან "შავი ჯადოქრები" შოუდან "ექსტრასენსთა ბრძოლა" 2019, 8 იანვარი, 12:30 "ექსტრასენსთა ბრძოლა" არის სატელევიზიო შოუ, სადაც მონაწილეობენ "ზეშესაძლებლობის მაგები და ნათელმხილველები". შოუ ორიგინალი სახელწოდებით Britain’s Psychic Challenge დიდ ბრიტანეთში დაიწყო და შემდეგ ანალოგიური შოუები გადიოდა ან გადის აშშ-ში, ისრაელში, რუსეთში, ბულგარეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, ავსტრალიაში და ასე შემდეგ. ამჯერად საუბარი გვექნება რუსულ ტელეშოუზე "Битва экстрасенсов".
6 იანვარს გარდაიცვალა მე-17 სეზონის მონაწილე დარია ვოსკობოევა, რომელმაც ფინალამდე მიაღწია და საბოლოოდ მე-4 ადგილი დაიკავა. "შავი ჯადოქარი" ორი წლის განმავლობაში ებრძოდა სიმსივნეს, ისრაელშიც წავიდა სამკურნალოდ, თუმცა უშედეგოდ, – იგი 38 წლის იყო. თუმცა დარია ვოსკობოევა მაგიური კანონზომიერებით პირველი არ არის ამ შოუდან, ვინც უდროოდ დატოვა სააქაო. მე-10 სეზონის მონაწილე კონსტანტინე იამპოლსკი გულის შეტევით გარდაიცვალა 2018 წლის იანვარში 33 წლის ასაკში. მე-7 სეზონის ფინალისტი ილონა ნოვოსელოვა 2017 წლის ივლისში 6-ე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა. 2012 წელს 35 წლის ასაკში გარდაიცვალა შოუს კიდევ ერთი მონაწილე იური ისპარიანცი "შავი მაგი", რომელსაც მისივე სიტყვებით, "ბოროტი სულების " განდევნა შეეძლო. მეოთხე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური მონაწილე ალექსანდრე აგაპიტი 43 წლის ასაკში დაიღუპა, საჭესთან ჩაეძინა. მე-3 სეზონის ფინალისტი, ჯადოქარი ალექსეი ფადი გულის შეტევით გარდაიცვალა 2009 წლის 22 ივნისს 50 წლის ასაკში. უცნობია მე-3 სეზონის მონაწილის, ნადეჟდა ტიტოვას გარდაცვალების მიზეზი, იგი 2013 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა. სხვათა შორის, ტიტოვა 1998 წელს რუსეთის საუკეთესო სახალხო მკურნალად იქნა დასახელებული. 434 7-ს მოსწონს
|