x
image
თამილა გურაშვილი
პაატა იმნაძის რჩევები გრიპის ვირუსისგან თავის დასაცავად

image
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ პაციენტისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ვირუსით (H1N1 – H3N2) დაინფიცირდება – მთავარი პროფილაქტიკისა და მკურნალობის ზოგადი პრინციპების დაცვაა:

თუ ბავშვს ტემპერატურა 38, 5-ს ზემოთ აეწევა და ეს მდგომარეობა თუნდაც ერთი დღით გაგრძელდება, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. იგივე ეხებათ ორსულებსაც.

აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, თუ 38, 5 და მეტი ტემპერატურა სამი დღის განმავლობაში გრძელდება.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ ნახველში სისხლის ნაწილაკები გაჩნდება, თუნდაც მცირე რაოდენობით.

დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ ნახველში ჩირქს შენიშნავთ.

სხვა შემთხვევებში პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ სახლში, მშვიდ გარემოში, ფიზიკური დატვირთვის გარეშე.

მიიღეთ ბევრი სითხე და ჯანსაღი საკვები

საჭიროების შემთხვევაში მკურნალობაში ანტივირუსული პრეპარატების ჩართვის გადაწყვეტილება ექიმმა უნდა მიიღოს

ექიმის დანიშნულების გარეშე, არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ ანტიბიოტიკები, ისინი ვირუსის მკურნალობისას არაეფექტურია.

ანტიბიოტიკი მხოლოდ ბაქტერიული გართულების შემთხვევაში ინიშნება.

მნიშვნელოვანია ჰიგიენური წესების დაცვა:დაცემინებისა და ხველების დროს, ხელის ნაცვლად ავიფაროთ ხელსახოცი.

ხშირად დავიბანოთ ხელები.



0
932
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
932
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0