რაგბი თანამედროვეობის უდიდესი ჩოგბურთელი-როჯერ ფედერერი 2012, 13 ივლისი, 1:15 შვეიცარელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი დაიბადა 1981 წლის 8 აგვისტოს.
მას ეკუთვნის ბევრი რეკორდი ჩოგბურთის ისტორიაში-286კვირის მანძილზე იყო მსოფლიოს პირველი ჩოგანი, მათ შორის 237 კვირა ზედიზედ. დიდი შლემის ტურნირების 17 გზის გამარჯვებულია. კარიერის მანძილზე გამოიმუშავა 70მილიონი დოლარი (ესეც აბსოლუტური რეკორდია).
8 ივლისს მე-7 გაიმარჯვა უიმბლდონის ტურნირზე-ამ სეზონზე ეს მისი მესამე გამარჯვებაა "დიდი სლემის" ტურნირზე.
ფედერერი მე-6 ჩოგანია მათ შორის, ვინც კარიერის მანძილზე "დიდი სლემის" 4 ტურნირი აქვს მოგებული.
მას სულ მოგებული აქვს "დიდი სლემის" 17 ტურნირი და 3 ჯილდოთი უსწრებს პიტ სამპრასს. დაქორწინებულია ყოფილ ჩოგბურთელ მირკა ვავრინეცზე. ისინი ერთმანეთს 2000წლის შემდეგ ხვდებოდნენ. ერთმანეთი სიდნეის ოლიმპიადაზე გაიცნეს. 2009 წლის 23 ივლისს შეეძინა ტყუპები- მაილა როუზი და შარლინ რივა. 136 7-ს მოსწონს
|