x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138450
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
თევზეული – 10 საუკეთესო და მარტივი რეცეპტი

თევზი ყველის «ქურქით»



image



ინგრედიენტები:



თევზის ფილე – 200 გრ.

კვერცხი – 4 ც.


ყველი (მაგარი) – 100 გრ.

მაიონეზი – 60 მლ.

მარილი და პილპილი – გემოვნებით

ფქვილი – 80 გრ.

ზეთი – შესაწვავად



მომზადება: გახეხეთ ყველი მსხვილ ნახვრეტებიან სახეხზე > ათქვიფეთ კვერცხი ჩანგლით > დაუმატეთ კვერცხს გახეხილი ყველი და მაიონეზი > კარგად მოურიეთ > დაუმატეთ მარილი და პილპილი > ჩააცერით ფქვილი, თან ურიეთ, რომ ფქვილმა პირი არ შეიკრას.

დაჭერით ფილე პატარა ნაწილებად > ამოავლეთ უკვე მომზადებულ თევზის «კლარში» და შეწვით ზეთში.

მიიტანეთ სუფრაზე თბილი სახით, გემრიელ გარნირთან ერთად. image

ფოლგაში გამომცხვარი თევზი



image



ინგრედიენტები:



— თევზი (ნებისმიერი წითელი) — 2 ნაჭერი
— ხახვი — 1/2 ცალი
— ლიმონი — რამდენიმე ნაჭერი
— პომიდორი — 1 ცალი
— დაფნის ფოთოლი — 1-2 ცალი
— შავი პილპილი, მარილი – გემოვნებით



მომზადება: გაგრძელება >>>

image

შემწვარი თევზის ფილე «კოტლეტი»



image



ინგრედიენტები :



ვირთევზას ფილე — 500 გრ.

რძე — 1 ჭიქა

მდოგვი (პასტა) — 2 ჩ. კ.

მარილი — გემოვნებით

პილპილი — გემოვნებით

დაფქული ჯანჯაფილი — გემოვნებით


სოუსი, ამოსავლებად:


ფქვილი — 2 ს. კ.

კვერცხის ცილა — 2 ცალი

სახამებელი — 1 ს. კ.

საფანელი — საჭიროების მიხედვით

მარილი — გემოვნებით

წიწაკა (დაფქული) — გემოვნებით


ზეთი – შესაწვავად



მომზადება: გაგრძელება >>>

image

«ოქროს თევზი»



image



ინგრედიენტები:




ღურკანა (ვარდისფერი ორაგული) — 1, 5 კგ.
მაიონეზი — 300 მგ.
მარილი, სუნელები — გემოვნებით



მომზადება: გაგრძელება >>>

image

მაიონეზით შემწვარი ორაგული



image



ინგრედიენტები:



თევზი - 1, 5 კგ.

მაიონეზი - 200 მლ.

მარილი - 1 ჩ. კ.

დაფქული შავი პილპილი - 1 ჩ. კ.

ფქვილი - 1 ჭიქა

ზეთი - შესაწვავად



მომზადება: გაგრძელება >>>

image

თევზი პეკინურად



image



ინგრედიენტები:



თევზი (ორაგული) – 1 კგ.

ხახვი – 2 თავი

ნიორი – 5-6 კბილი

ზეთი – 2 ს. კ.

არაყი – 1 ს. კ.

სოიოს სოუსი – 2 ს. კ.

დაფქული წითელი წიწაკა – 1 ჩ. კ.

მარილი – 1 ს. კ.

ფქვილი – 1 ჭ.

ზეთი – შესაწვავად



მომზადება: თევზი გაასუფთავეთ და დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად > ხახვი და ნიორი გაატარეთ მანქანაში > დაამატეთ: სოიოს სოუსი, არაყი, წიწაკა და მარილი > ყველაფერი კარგად აურიეთ > თევზის ნაჭრები ამოავლეთ ნაზავში > ჩააწყეთ ემალირებულ ქვაბში, დაახურეთ სახურავი და 1 სთ. გააჩერეთ გრილ ადგილზე > ამოავლეთ ფქვილში > შეწვით ზეთში.

image

სკუმბრია პომიდვრის სოუსით



image



ინგრედიენტები:



სკუმბრია – 2 ცალი

ნიორი – 2 კბილი

ბულგარული წიწაკა – 1 ცალი

პომიდორი – 5 ცალი (ან ტომატი – 200 მლ. + წყალი 200 მლ.)

ზეთი – 2 ს. კ.

რბილი ყველი – 4 ნაჭერი

ფქვილი – 0, 5 ჭ.

მარილი, პილპილი – გემოვნებით

ოხრახუში – 6 ძირი

ზეთი – შესაწვავად



მომზადება: გაასუფთავეთ, სიგრძეზე გაჭერით და ფხები გამოაცალეთ სკუმბრიას > ერთმანეთს შეურიეთ მარილი და პილპილი > წაუსვით თევზს > ამოავლეთ ფქვილში და შეწვით ზეთში.


image


დაჭერით ნიორი წვრილად, ბულგარული წიწაკა კუბიკებად > მოთუშეთ 2 ს. კ. ზეთში > დაამატეთ ქერქგაცლილი და დაჭრილი პომიდორი ან ტომატი წყლით > როდესაც წამოდუღდება, დაამატეთ დაჭრილი მწვანილი > ჩააწყეთ ტაფაში თევზი > ზემოდან დაალაგეთ ყველი > გამორთეთ ცეცხლი და დაახურეთ სახურავი ჰერმეტულად.

კერძი მზად ყველის გადნობის შემდეგ იქნება.

image

თევზი მარინადით



image



ინგრედიენტები:



ორაგული - 1 კგ.

სტაფილო - 4 დიდი

ხახვი - 3 თავი

ტომატ-პასტა - 6 ს. კ.

ზეთი - 5-7 ს. კ.

მარილი - გემოვნებით

ოხრახუში - 1 კონა

დაფნის ფოთოლი - 3-4 ც.

შავი პილპილის მარცვლები - 10-15 ც.



მომზადება: გაგრძელება >>>

image

თევზის შეწვა ფხების გარეშე. პატარა საიდუმლო



image



ადამიანების უმრავლესობას არ უყვარს შემწვარი თევზიდან წვრილი ფხების გამორჩევა! ხოლო თუ საქმე ბავშვის კვებას ეხება, სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება და თევზის გარჩევა, უფრო დიდი ყურადღებით არის საჭირო. მაგრამ, არის თევზის შეწვის ხერხი, რომლის გამოყენების შემთხვევაში, თევზს წვრილი ფხები უქრება. ამ რეცეპტის გამოყენება ყველა სახის თევზის შეწვისას შეიძლება: გაგრძელება >>>

image

თევზი ცომში



image



ინგრედიენტები:



თევზი – 1, 2 კგ.

ზეთი – შესაწვავად


ცომისთვის:


კვერცხის ცილა – 2 კვერცხის

წყალი – 1, 5 ჭ.

ფქვილი – 3 ჭ.

მარილი – 1 ჩ. კ.


მარინადისთვის:


ლიმონის წვენი – 0, 5 ჭ.

მარილი და დაფქული პილპილი – გემოვნებით

ოხრახუში – 1 კონა



მომზადება: შეურიეთ ერთმანეთს მარინადის ინგრედიენტები > გაასუფთავეთ თევზი, მოახილეთ ფხები > დაჭერით თევზის ფილე > მოათავსეთ ემალირებულ თასში და დაამატეთ მარინადი > კარგად ამოურიეთ ხელით > გააჩერეთ 1-2 საათი.

მოამზადეთ თხევადი ცომი, მოცემული ინგრედიენტებით > ამოავლეთ მასში თევზის ფილე და შეწვით დიდი რაოდენობით ზეთში. imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageადვილად მოსამზადებელი ნამცხვრები და ცომეული (15 რეცეპტი)
თუ სოკო გიყვართ... 5 მარტივი რეცეპტი
ყველის ღვეზელი (4 რეცეპტი)


1
1855
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1855
  
2019, 15 იანვარი, 2:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1