საზოგადოება შინდისის უცნობი გმირი,რომელიც გადარჩა და 10წლის შემდეგ გარდაიცვალა 2019, 6 იანვარი, 16:02 ![]() შინდისის გმირების მემორიალს, სამწუხაროდ კიდევ ერთი სურათი შეემატა, ახლად გარდაცვლილი - ოთარ კალმახელიძე, შინდისის ბრძოლის ვეტერანი. ოთო ძალიან მძიმედ იყო დაჭრილი, შინდისის მოსახლეობის დამსახურებით შემთხვევით გადაურჩა საკონტროლო გასროლას, ის ესაუბრა ბოლოს ალეკო ონიანს, სანამ თავს აიფეთქებდა ნათლულთან - რომან ზოიძესთან ერთად, მაშინ როცა ოთარს საკუთარ სიცოცხლეზეც ხელი ჰქონდა ჩაქნეული, სისხლისგან იცლებოდა... მხოლოდ ათი წელი იცოცხლა ამ ტრაგედიის შემდეგ, ნაიარევი გული გაუჩერდა და შეუერთდა თავის მეგობრებს, მარადიულ სასუფეველში... ღმერთმა ნათელში გამყოფოს მეგობარო... ოთო იყო ჩემი დოკუმენტური ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირი, სულმოუთქმელად ელოდებოდა მხატვრული ფილმის პრემიერას.... აქვე დავამატებდი-თუმცა ოთარს არ დასცალდა სამწუხაროდ და ასევე აღსანიშნავია ის, რომ ამ ადამიანის შესახებ საზოგადოებამ არაფერი იცოდა, ის იყო ერთ-ერთი "სასწაულშემოქმედთაგანი", მან და შინდისის ბიჭებმა გმირობასთან ერთად ქართველებში იმედი დათესეს, იმედი იმისა, რომ კიდევ არიან და კიდევ ცოცხლობენ იმ ჩვენი საამაყო წინაპრების შთამომავალნი და ჩემის მოსაზრებით "კიდევ" კი არ არიან, ბლომად არიან.უბრალოდ მათ სიტუაცია სჭირდებათ, რომ თავი გამოავლინონ, ვისურვებდი ყველას მისცემოდეს შანსი ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში და ვისურვებდი ფანატიკურად მონდომებული ახალგაზრდები არ "დაჩაგრულიყვნენ" უნაცნობობის გამო. რომ დავფიქრდეთ რამდენია უსახელოდ წასული, რომლებიც ჩვენ დღემდე არ ვიცით და რამდენმა იღვაწა ქვეყნისთვის ისე, რომ სახელიც კი არ დაგვიტოვა და დიახ, ჩემსავე სიტყვებს გავიმეორებ გმირები ჩუმად კვდებიან............იქ გაგიმარჯოთ ბიჭებო, სადაც ხართ.ნეტავ ისეთი ამაყი სიკვდილი მარგუნოს განგებამ, როგორებადაც თქვენ გარდაიცვალეთ. ამ დროს სიტყვები ზედმეტია, უბრალოდ უნდა იდუმო და შეიგრძნო. ![]() 1661 10-ს მოსწონს
|