სხვა ვინ იყო ქალი, რომელსაც მეცნიერების დედოფალს უწოდებდნენ 2019, 6 იანვარი, 15:45
Photo credit: @tamikahilder
იმის შანსი, რომ დღეს მერი სომერვილის შესახებ არაფერი გვცოდნოდა, საკმაოდ დიდი იყო. რომ არა მერის დაუოკებელი სწავლის წყურვილი, საკუთარი თავის განვითარებაზე დაუღალავი შრომა და რამდენიმე, თითზე ჩამოსათვლელი ადამიანი, ვინც მის სამეცნიერო მოღვაწობას წაახალისებდა, ეს ნიჭიერი ქალი ისევე უკვალოდ ჩაიკარგებოდა ყოველდღიურ საშინაო საქმიანობებსა და შვილების აღზრდაში, როგორც სხვა არაერთი ქალი ჩაკარგულა.
მერი სომერვილის ბიოგრაფები აღნიშნავენ, რომ ჯონ ჰერშელი შესაძლოა ის ერთადერთი მეგობარი იყო, ვინც მთელი სერიოზულობით ცდილობდა დაერწმუნებინა მერი, რომ თავისი ბრწყინვალე გონება და ჩინებული უნარები არა სხვათა შრომების შესწავლასა და ადაპტირებაში დაეხარჯა, არამედ საკუთარი, ორიგინალური კვლევები ეწარმოებინა.
თუმცა მთელი ცხოვრების მანძილზე მერის ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერი და ერთგული მეგობარი მისი ქმარი, უილიამ სომერვილი იყო. მოუსმინეთ გაგრძელებას აქ გაგრძელება და შეიტყვეთ, სომერვილების 48 წლიანი თანაცხოვრების შესახებ. შეიტყვეთ, რით დაიმსახურა მერი სომერვილმა მეცნიერების დედოფლის წოდება, რატომ გადაწყვიტა შოტლანდიის ეროვნულმა ბანკმა ბანკნოტზე მისი გამოსახვა, რომელ სასწავლებელს ეწოდება მისი სახელი და სხვა საინტერესო ფაქტები. 66 შეფასება არ არის
|